NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ვასილ კაჭარავა: რატომ ხარჯავდა აშშ „ნაციონალების“ დროს უფრო მეტს? მიშას მთავრობამ იცოდა ამერიკელების ენა, როგორ ეთანამშრომლა – საკუთარ თავს დააბრალე, 12 წელია ხელისუფლებაში ხარ, ადექი, იმუშავე

ვასილ კაჭარავა: რატომ ხარჯავდა აშშ „ნაციონალების“ დროს უფრო მეტს? მიშას მთავრობამ იცოდა ამერიკელების ენა, როგორ ეთანამშრომლა – საკუთარ თავს დააბრალე, 12 წელია ხელისუფლებაში ხარ, ადექი, იმუშავე

14 ოქტ 2022 პოლიტიკა 873 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ამერიკა ყველაზე მაგარი „ძველი ბიჭია“ მსოფლიოში და არ გამოგივა მაგასთან ასე ლაპარაკი, – ამის შესახებ ამერიკათმცოდნე ვასილ კაჭარავამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, სადაც „ხალხის ძალის“ ნარატივზე ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკა წლების განმავლობაში საქართველოში ფინანსებს არა ჩვენი ქვეყნის განვითარების ხელშეწყობისთვის, არამედ საკუთარი გავლენების გასაძლიერებლად დებდა.

ამასთან, ვასილ კაჭარავა კიდევ ერთ ბრალდებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში აშშ-ს საელჩოს „ქართული ოცნების“ შეცვლა და ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება სურს. მისი თქმით, მსგავსი ბრალდებებით „ქვეყანა შარში არ უნდა გახვიონ“.

“ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ბრძოლაა და ერთმანეთს ებრძოლონ, რა შუაშია მანდ ამერიკა, ის მოსწონს თუ ეს მოსწონს? ამათაც ეხმარება და იმათაც, მთელს სახელმწიფოს ეხმარება. ერთმანეთში რომ ვერ გაურკვევიათ, ამაში საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ნუ რევენ და ქვეყანას შარში ნუ აგდებენ. ამერიკა ყველაზე მაგარი „ძველი ბიჭია“ მსოფლიოში და არ გამოგივა მასთან ასე ლაპარაკი. გეხმარება ხომ? მოხდა ინტერესების დამთხვევა, შეირგე. შენც შენი ღირსეული პასუხი გაცემული გაქვს ამაზე, ვალში არა ვართ“, – განაცხადა ვასილ კაჭარავამ.

რაც შეეხება განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-ს საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდში 2-ჯერ მეტი ფინანსური რესურსი აქვს დახარჯული, ვიდრე 2012 წლიდან, ვასილ კაჭარავას თქმით, თუ აშშ საქართველოს წინა ხელისუფლების დროს ორჯერ მეტად ეხმარებოდა, ეს „ოცნებამ“ თავის თავს უნდა დააბრალოს.

„ესეც ამერიკელების ბრალია კაცო? მე გეტყვით, რატომ დაიხარჯა უფრო მეტი – მიშას მთავრობამ და მიშამ, მიუხედავად თავისი ხარვეზებისა, იცოდა ამერიკელების ენა, როგორ ელაპარაკა, როგორ ეთანამშრომლა, ჩაჯდა მაგათ ინტერესებში, ლოიალურობაც დაუმტკიცა. ბუშთან ასე რომ არიან ჩახუტებულები, ეგრე ყველას არ ეხუტებოდა. მიშამ უკეთ იცოდა ეს ამბავი, ამათ ცოტა გაუჭირდათ. მაგათ ხელშია ხომ? ადექი, 12 წელია ხელისუფლებაში ხარ და გააუმჯობესე, თუ იმათ რაღაც კარგი ჰქონდა გაკეთებული გააგრძელე, ამასაც ამერიკელებს აბრალებენ, კაცო? საკუთარ თავს დააბრალე, რატომ არ მუშაობ ამ ამერიკელებთან ისე კარგად?“, – განაცხადა ვასილ კაჭარავამ.

კომენტარები

TOP აშშ ვასილ კაჭარავა 2022-10-14
ნინო ჩხეიძე
Tags TOP აშშ ვასილ კაჭარავა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

დევი მეზურნიშვილმა ვაკეში მომხდარი ტრაგედიის დროს ორი ბავშვი გადაარჩინა

შემდეგი სტატია

მედია: რა დაუჯდა მერიას ვაკის პარკში არსებული შადრევნებისა და კასკადის რეაბილიტაცია

მსგავსი სტატიები

კობახიძის არითმეტიკის არასდროს მჯეროდა – მისი მათემატიკა იმდენად ცუდია, რომ საპრეზიდენტo არჩევნების დროს ივანიშვილიც კი შეცდომაში შეიყვანა

კობახიძის არითმეტიკის არასდროს მჯეროდა – მისი მათემატიკა იმდენად ცუდია, რომ საპრეზიდენტo არჩევნების დროს ივანიშვილიც კი შეცდომაში შეიყვანა

ირაკლი შალიკაშვილი 15 ოქტ 2019
საჯარო რეესტრის თანამშრომლები გიგი უგულავას პოსტთან დაკავშირებით სახალხო დამცველს მიმართავენ

საჯარო რეესტრის თანამშრომლები გიგი უგულავას პოსტთან დაკავშირებით სახალხო დამცველს მიმართავენ

04 აპრ 2018
მამუკა ხაზარაძე NATO-ში გაწევრების საკითხზე: ჩვენ უკრაინასთან ერთ კონტექსტში უნდა ვიყოთ

მამუკა ხაზარაძე NATO-ში გაწევრების საკითხზე: ჩვენ უკრაინასთან ერთ კონტექსტში უნდა ვიყოთ

ნინო ჩხეიძე 30 სექ 2022

უახლესი ამბები

  • მედია: აშშ უკრაინას 300 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

    მედია: აშშ უკრაინას 300 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

  • სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ვაშლოვანის ნაკრძალში ტურისტების მიმართ ძალადობით და იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დააკავა

    სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ვაშლოვანის ნაკრძალში ტურისტების მიმართ ძალადობით და იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დააკავა

  • თეთრი მარმარილოს შედევრი, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო

    თეთრი მარმარილოს შედევრი, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო

  • დღე ისტორიაში – 31 მაისი

    დღე ისტორიაში – 31 მაისი

  • მედია: ჯიპი ისეთი სისწრაფით მოდიოდა, რომ მაღალი ბორდიური გაანგრია და სახლის ეზოში შევარდა, 2 კაცი მძიმე მდგომარეობაშია

    მედია: ჯიპი ისეთი სისწრაფით მოდიოდა, რომ მაღალი ბორდიური გაანგრია და სახლის ეზოში შევარდა, 2 კაცი მძიმე მდგომარეობაშია

  • გიგა ბოკერია: ეს არის სწორედ ღალატის მაგალითი

    გიგა ბოკერია: ეს არის სწორედ ღალატის მაგალითი

  • ვალუტის კურსი – ლარი გაუფასურდა

    ვალუტის კურსი – ლარი გაუფასურდა

  • ანა ნაცვლიშვილი: რიტორიკულ კითხვას ვსვამ: პუტინმა რომ ერთპიროვნულად გადაწყვიტოს, საქართველოში მოფრინავს „აზიმუტით“, რას აპირებს ხელისუფლება?

    ანა ნაცვლიშვილი: რიტორიკულ კითხვას ვსვამ: პუტინმა რომ ერთპიროვნულად გადაწყვიტოს, საქართველოში მოფრინავს „აზიმუტით“, რას აპირებს ხელისუფლება?

  • კობახიძე: თუ პრეზიდენტი გვარამიას შეწყალებას დათანხმდება, გამოდის, რომ რასაც გვარამია ზურაბიშვილს ეძახდა, სწორი ყოფილა

    კობახიძე: თუ პრეზიდენტი გვარამიას შეწყალებას დათანხმდება, გამოდის, რომ რასაც გვარამია ზურაბიშვილს ეძახდა, სწორი ყოფილა

  • შოიგუ: კიევი ნატოს იარაღს რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმებისთვის იყენებს

    შოიგუ: კიევი ნატოს იარაღს რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმებისთვის იყენებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge