NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გურჯაანში ღვინის ფესტივალი გაიმართება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გურჯაანში ღვინის ფესტივალი გაიმართება

13 ოქტ 2022 ბიზნესი 445 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

13 ოქტომბერი, 2022 – საქართველოს ბანკი რეგიონებში პროექტების მხარდაჭერას
აგრელებს. ბანკთან პარტნიორობით, 15 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ახტალის პარკში,
გურჯაანში ღვინის ფესტივალი ჩატარდება, რომელიც 30 000-ზე მეტ სტუმარს
უმასპინძლებს. ღონისძიება ქართული ღვინის დღეების ფარგლებში გაიმართება.
ფესტივალზე 300-ზე მეტი მეღვინის სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინოს,
ჭაჭასა თუ სხვა სასმელებს გააერთიანებს, სადაც სპეციალურად ღვინის
ფესტივალისთვის შექმნილი კულინარიული სივრცე, მოწვეული შეფები და ადგილზე
შექმნილი ავთენტური კერძები იქნება წარმოდგენილი.
გურჯაანის ღვინის ფესტივალი უკვე მეოთხედ, ქართული ღვინის დღეების ფარგლებში
იმართება და საქართველოში ღვინის საერთაშორისო კონკურსის International Wine &
Spirit Competition ოფიციალური პარტნიორია.
„გურჯაანის ღვინის ფესტივალი, რომელსაც 5 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი, წელს
ყველაზე მასშტაბური იქნება. დაინტერესება მონაწილეთა მხრიდანაც დიდია. წელს
ფესტივალში 300-ზე მეტი მცირე მეწარმე, ღვინის ქარხანა და მარანი იქნება
წარმოდგენილი. ასეთი აქტიურობა ჩვენთვის, როგორც ღონისძიების
ორგანიზატორებისთვის, ძალიან სასიხარულოა. განსაკუთრებით, გვინდა აღვნიშნოთ,
რომ წელს ფესტივალი ღვინის და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო კონკურსის
ოფიციალური პარტნიორი გახდა და International Wine & Spirit Competition-ის გუნდი 13
ოქტომბრიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით ლონდონიდან გურჯაანში ჩამოვა და ჩაატარებს
ღვინის კონკურსს ქართველებისთვის, ხოლო გამოვლენილი გამარჯვებულების
დაჯილდოება 15 ოქტომბერს, ღვინის ფესტივალის ფარგლებში გაიმართება. რაც შეეხება
სხვა კომპონენტებს, მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველა ასაკის ადამიანისთვის შევქმნათ
შესაბამისი საინტერესო, გასართობი და მუსიკალური გარემო, ამიტომ ვფიქრობთ,
ღვინობისთვის მთავარი ღონისძიება, გასულ წლებთან შედარებით, სტუმრიანობის
კუთხითაც ხალხმრავალი იქნება,“ – აღნიშნეს ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის
წარმომადგენლებმა.
„მოხარული ვართ, მხარი დავუჭიროთ მსგავს საინტერესო წამოწყებას, რადგან
გურჯაანის ღვინის ფესტივალზე მოსულ შიდა თუ საერთაშორისო ტურისტს კიდევ
უფრო განსხვავებული კუთხით დაანახებს ქართული ღვინის ისტორიასა და ქართულ
კულტურულ ღირებულებებს. ღონისძიებაზე ქართული მრავალხმიანი სიმღერის ფონზე,
სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ეზიარონ ქართულ სამზარეულოს, დააგემოვნონ
ტრადიციული კერძები და ქართული ღვინო. ასევე, მონაწილეობა მიიღონ ჩურჩხელის
ამოვლებასა და ყურძნის დაწურვაში. ქვეყანაში მსგავსი ფესტივალების ჩატარება
მნიშვნელოვანია, რადგან ეს ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას.
ჩვენი ერთერთი უცვლელი პრიორიტეტიც სწორედ ბიზნესის ხელშეწყობაა,

განსაკუთრებით კი რეგიონებში“, – განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო
ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

კომენტარები

2022-10-13
თამუნა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თიბისის მხარდაჭრით თბილისში პირველი სპორტული ფესტივალი SPORT FEST-ი გაიმართება

შემდეგი სტატია

იონათამიშვილი ხარჩილავას მანქანის დაწვაზე: თუკი ვინმე არის პოლიტიკურად უინტერესო, რასაკვირველია, არის ეს პიროვნება

მსგავსი სტატიები

ეროვნული ბანკი: 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2914 ლარი გახდა

ეროვნული ბანკი: 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2914 ლარი გახდა

ნინო ჩხეიძე 12 ნოე 2020
2018 წლის იანვარში რეალური მშპ-ს ზრდის ტემპმა 4,4% შეადგინა

2018 წლის იანვარში რეალური მშპ-ს ზრდის ტემპმა 4,4% შეადგინა

28 თებ 2018
მამუკა ბახტაძე: გაერთიანებული საგადასახადო დოკუმენტის დანერგვის შედეგად, მნიშვნელოვნად გამარტივდება საგადასახადო ანგარიშგება

მამუკა ბახტაძე: გაერთიანებული საგადასახადო დოკუმენტის დანერგვის შედეგად, მნიშვნელოვნად გამარტივდება საგადასახადო ანგარიშგება

04 აპრ 2018

უახლესი ამბები

  • ილიკო სუხიშვილი: სცენაზე გასვლა ყოველთვის დიდ სტრესთან არის დაკავშირებული (ვიდეო)

    ილიკო სუხიშვილი: სცენაზე გასვლა ყოველთვის დიდ სტრესთან არის დაკავშირებული (ვიდეო)

  • ოლაფ შოლცი: კონფლიქტის მოგვარებისთვის ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს

    ოლაფ შოლცი: კონფლიქტის მოგვარებისთვის ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს

  • ირაკლი ეძგვერაძე: სავარაუდოდ, კლინიკიდან დღესაც არ გამწერენ

    ირაკლი ეძგვერაძე: სავარაუდოდ, კლინიკიდან დღესაც არ გამწერენ

  • 6 სუპერ სასარგებლო ხილის სახეობა

    6 სუპერ სასარგებლო ხილის სახეობა

  • ერიხ მარია რემარკის საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება

    ერიხ მარია რემარკის საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება

  • კირილ ბუდანოვი: რუსეთმა მის ხელთ არსებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ფრონტზე და მოსკოვის თავდაცვისთვის აამოქმედა – ჩვენ მათი რაკეტების მარაგის ამოწურვაზე ვმუშაობთ

    კირილ ბუდანოვი: რუსეთმა მის ხელთ არსებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ფრონტზე და მოსკოვის თავდაცვისთვის აამოქმედა – ჩვენ მათი რაკეტების მარაგის ამოწურვაზე ვმუშაობთ

  • შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტაციის სამართლებრივ შეფასებას სთხოვს

    შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტაციის სამართლებრივ შეფასებას სთხოვს

  • შსს ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმისა და გლდანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

    შსს ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმისა და გლდანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

  • პრემიერი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ჩემი მთავრობის მთავარი პრიორიტეტია

    პრემიერი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ჩემი მთავრობის მთავარი პრიორიტეტია

  • ირაკლი ღარიბაშვილი: სრულად ვგრძნობთ იმ ტკივილსა და გაჭირვებას, რომელსაც ამჟამად უკრაინა განიცდის და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს

    ირაკლი ღარიბაშვილი: სრულად ვგრძნობთ იმ ტკივილსა და გაჭირვებას, რომელსაც ამჟამად უკრაინა განიცდის და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge