“თბილისში კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტია.”
მოგვიანებით, თალაკვაძემ პოსტში შესწორება შეიტანა და დაამატა ჰეშთეგი #Tbilisitaxi, რითაც საზოგადოებას მიანიშნა, რომ ფოტო ტაქსიშია გადაღებული.
- ბევრისთვის თალაკვაძის პოსტი ირონიული აღმოჩნდა, თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული სიტუაციის ფონზე და იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანების დიდი ნაწილი ჩივის ავტობუსებსა თუ მეტროში ხალხმრავლობასა და ზოგადად, დედაქალაქში გადაადგილების თვალსაზრისით არსებულ პრობლემებზე
პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტს სოციალურ ქსელში არაერთი კომენტარი და ფოტოშარჟი მოჰყვა:
“იფ, რა სჯობს ტაქსის ფანჯრიდან დანახულ გადატენილ ავტობუსებს.”
“რა ნომერ ავტობუსში ხართ ბატონო არჩილ?”
“ბ-ნ არჩილ ვერ ვიცანი, ავტობუსით გადაადგილდებით თუ მეტროთი? ან იქნებ რამე ახალია ქალაქში და გამომრჩა?”
“რომელი ნომერი ავტობუსია?”
“არჩილი მაგარი გვყავს”
“არჩილ, სედანის უკანა სავარძლიდან?!” – წერენ ფოტოს კომენტარებში.
კომენტარები