NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მსოფლიო»The New york Times: აშშ-ის სპეცსამსახურები თვლიან, რომ დარია დუგინას მკვლელობაში უკრაინა მონაწილეობდა
Russian ideologue Alexander Dugin attends a farewell ceremony of his daughter Daria Dugina, who was killed in a car bomb explosion the previous week, at the Ostankino TV centre in Moscow on August 23, 2022. - Daria Dugina followed in her father's footsteps, becoming a well-known media personality who worked for pro-Kremlin television channels including Russia Today and Tsargrad. (Photo by Kirill KUDRYAVTSEV / AFP)

The New york Times: აშშ-ის სპეცსამსახურები თვლიან, რომ დარია დუგინას მკვლელობაში უკრაინა მონაწილეობდა

06 ოქტ 2022 მსოფლიო 341 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ბრიტანული “ბი-ბი-სის” რუსული სამსახური (BBC russian) აქვეყნებს გაზეთ “ნიუ-იორკ ტაიმსში” (The New york Times) დაბეჭდილი სტატიის მოკლე შინაარსს სათაურით “აშშ-ის სპეცსამსახურები თვლიან, რომ დარია დუგინას მკვლელობაში უკრაინა მონაწილეობდა“.

როგორც ამერიკული გაზეთის ავტორები – ჯულიან ბარნსი, ადამ ენტუსი და მაიკლ შვიტცი აღნიშნავენ, აშშ-ის სპეცსამსახურების წყაროების ცნობით, 20 აგვისტოს ავტომანქანის აფეთქების შედეგად დაღუპული მარია დუგინას მკვლელობა უკრაინის მთავრობის წარმომადგენლების მიერ იყო სანქცირებული. აშშ მკვლელობის გეგმის განხორციელებაში არანაირად არ მონაწილეობდა – არც სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებაში და არც რამე დახმარების გაწევაში. ვაშინგტონი ირწმუნება, რომ ოპერაციის გეგმაზე წინასწარ არაფერი იცოდნენ და რომ სცოდნოდათ, უკრაინელებს მისი რეალიზების ნებას არ მისცემდნენ.

აშშ-ის ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენლის თქმით, ამერიკამ უკვე გამოხატა უკრაინასთან თავისი უკმაყოფილება დარია დუგინას მკვლელობაზე. როგორც “ნიუ-იორკ ტაიმსი” წერს, აშშ-ის მთავრობა იმედგაცრუებულია იმით, რომ უკრაინა ყოველთვის არ მიიჩნევს საჭიროდ, ვაშინგტონს წინასწარ აცნობოს თავისი სამხედრო გეგმები და განსაკუთრებით – ის საიდუმლო ოპერაციები, რომელთა განხორციელება რუსეთის ტერიტორიაზეა განზრახული.

ომის დაწყებიდან უკრაინის სპეცსამსახურებმა არა ერთხელ მოახდინეს იმის დემონსტრირება, რომ მათ რუსეთის ტერიტორიაზე დივერსიების მოწყობა ნამდვილად შეუძლიათ, მაგრამ დარია დუგინას მკვლელობა იმის მანიშნებელია, რომ უკრაინის სპეცსამსახურებს რუსეთის ხელისუფლების ცნობილ მაღალჩინოსნებამდე მიწვდომაც შეუძლიათ.

როგორც “ნიუ-იორკ ტაიმსის” სტატიაშია ნათქვამი, ამერიკის კომპეტენტურმა სპეციალისტებმა თავიანთი გამოძიების მასალები მთავრობას გასულ კვირას წარუდგინეს. ამასთან, გამოძიების დასკვნაში არ არის ნაჩვენები, თუ ვის შეეძლო “მწვანე შუქი” აენთო ოპერაციის განსახორციელებლად და მისცა თუ არა თანხმობა დარია დუგინას მკვლელობაზე უშუალოდ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ავტორები აღნიშნავენ, რომ ამერიკელ ჩინოვნიკებს არ აქვთ სრული სურათი იმისა, თუ ვინ ვისი კონკურენტია უკრაინის მთავრობაში, არმიაში, სპეცსამსახურებში და პრეზიდენტის ოფისში. ალბათ, ამიტომაც შესაძლოა, მთავრობის ზოგიერთმა მაღალჩინოსანმა დაგეგმილი სპეცოპერაციის შესახებ არაფერი იცოდა, თუმცა ვალდებული იყო, საქმის კურსში ყოფილიყო”.

უკრაინა მკვლელობაში თავის მონაწილეობას კატეგორიულად გამორიცხავს. როგორც პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი მიხეილ პოდოლიაკი აცხადებს, “უკრაინის გეგმებში დარია დუგინას მკვლელობა არ შედიოდა – არც ტაქტიკური და არც სტრატეგიული მიზნებით… ჩვენ რუსეთში უფრო სხვა სამიზნეები გვაქვს – რუსი სამხედროები, კოლაბორაციონისტები და სხვები. დუგინასნაირები არ გვაინტერესებს”.

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ აშშ-ის ხელისუფლებაში ბევრი თვლის, რომ ტერაქტის ნამდვილი სამიზნე დარია დუგინა კი არა, მამამისი – ალექსანდრე დუგინი იყო, მაგრამ მოვლენები ისე არ განვითარდა, როგორც ოპერაციაში იყო დაგეგმილი.

რა თქმა უნდა, ერთი ქვეყნის საიდუმლო ოპერაციის მეორე ქვეყნის მთავრობაში განხილვა მიღებული არ არის, მაგრამ, როგორც გაზეთის ჟურნალისტები აღნიშნავენ, აშშ-ის ოფიციალურ წრეებში თვლიან, რომ აუცილებელია, უკრაინელებმა შეწყვიტონ “სახიფათო ავანტიურიზმი, განსაკუთრებით კი – მკვლელობები პოლიტიკური მოტივებით”.

ამასთანავე, ამერიკელი ჩინოვნიკები ხაზს უსვამენ, რომ ამ არასასიამოვნო ინციდენტის მიუხედავად, აშშ-ისა და უკრაინის ურთიერთობა მტკიცე რჩება: “ვაშინგტონი კვლავ აგრძელებს კიევისადმი სადაზვერვო, სამხედრო და დიპლომატიურ მხარდაჭერას”.

წყარო

კომენტარები

TOP დარია დუგინა 2022-10-06
ნინო ჩხეიძე
Tags TOP დარია დუგინა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“რუსებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს – მაშველებს ადამიანები ნანგრევებიდან ამოჰყავთ”

შემდეგი სტატია

ზაზა შათირიშვილი: …ძალიან მაღალი ალბათობით, ბიძინა ივანიშვილი ამ საქმესაც მოიგებს

მსგავსი სტატიები

ჰასან როუჰანი: დონალდ ტრამპი აშშ-ს ყველაზე ბოროტი პრეზიდენტია

ჰასან როუჰანი: დონალდ ტრამპი აშშ-ს ყველაზე ბოროტი პრეზიდენტია

14 ივნ 2018
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი ოფიციალური ვიზიტით რუსეთში ჩავიდა

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი ოფიციალური ვიზიტით რუსეთში ჩავიდა

ნინო ჩხეიძე 20 თებ 2023
ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ანტონიო გუტერეშმა ლვოვში შეხვედრა გამართეს

ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ანტონიო გუტერეშმა ლვოვში შეხვედრა გამართეს

ნინო ჩხეიძე 18 აგვ 2022

უახლესი ამბები

  • გიგა ბოკერია ლაზარე გრიგორიადისზე: ამ ბიჭის ბედი ჩვენი საზოგადოებისთვის პრინციპულ საკითხად იქცა

    გიგა ბოკერია ლაზარე გრიგორიადისზე: ამ ბიჭის ბედი ჩვენი საზოგადოებისთვის პრინციპულ საკითხად იქცა

  • პაველ ჰერჩინსკი: ევროკავშირს არასდროს მოუთხოვია „მეორე ფრონტის“ გახსნა, ეს უბრალოდ აბსურდია

    პაველ ჰერჩინსკი: ევროკავშირს არასდროს მოუთხოვია „მეორე ფრონტის“ გახსნა, ეს უბრალოდ აბსურდია

  • მსახიობი ზაზა მიქაშავიძე 68 წლის ასაკში გარდაიცვალა

    მსახიობი ზაზა მიქაშავიძე 68 წლის ასაკში გარდაიცვალა

  • ბექა ყორშია: გამაგრება ლაზარეს და სირცხვილი ჩვენ, რომ ვერაფერს ვაკეთებთ მის დასახსნელად

    ბექა ყორშია: გამაგრება ლაზარეს და სირცხვილი ჩვენ, რომ ვერაფერს ვაკეთებთ მის დასახსნელად

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართული საჯარო მეტყველების კონკურსის გამარჯვებული ცნობილია

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართული საჯარო მეტყველების კონკურსის გამარჯვებული ცნობილია

  • არჩილ თალაკვაძე: ეს გააკეთა ახალგაზრდამ თუ ადამიანმა, რომელსაც უყვარს როკ-ენ-როლი, მნიშვნელობა არ აქვს …

    არჩილ თალაკვაძე: ეს გააკეთა ახალგაზრდამ თუ ადამიანმა, რომელსაც უყვარს როკ-ენ-როლი, მნიშვნელობა არ აქვს …

  • თათია სამხარაძემ გამოძიების დაწყებისთვის შსს-ს მიმართა

    თათია სამხარაძემ გამოძიების დაწყებისთვის შსს-ს მიმართა

  • თამარ ჩერგოლეიშვილი: ჩემი აზრით, ისე უნდა ვქნათ, რომ ყველა შაბათი ლაზარეს შაბათი იყოს, ვიდრე არ გამოუშვებენ

    თამარ ჩერგოლეიშვილი: ჩემი აზრით, ისე უნდა ვქნათ, რომ ყველა შაბათი ლაზარეს შაბათი იყოს, ვიდრე არ გამოუშვებენ

  • ზურაბ ჯაფარიძე: ეს ბიჭი თუ ჩასვეს 7-დან 11 წლამდე, ჩათვალეთ რომ 8-10 მარტის ამბები წავაგეთ. ათი კაცი გვირტყამდა და დაკითხულიც კი არაა არავინ პოლიციელებიდან

    ზურაბ ჯაფარიძე: ეს ბიჭი თუ ჩასვეს 7-დან 11 წლამდე, ჩათვალეთ რომ 8-10 მარტის ამბები წავაგეთ. ათი კაცი გვირტყამდა და დაკითხულიც კი არაა არავინ პოლიციელებიდან

  • ჟოზეფ ბორელი: ვროკავშირი მზადაა, დაარღვიოს ტაბუ, რათა დაეხმაროს უკრაინას რუსეთის შეჭრის მოგერიებაში

    ჟოზეფ ბორელი: ვროკავშირი მზადაა, დაარღვიოს ტაბუ, რათა დაეხმაროს უკრაინას რუსეთის შეჭრის მოგერიებაში

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge