საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ნობელის პრემიის ლაურეატი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი ჯეიმს კობი დღეს მოინახულებს.
მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ ჯეიმს კობი „ვივამედში“ სავარაუდოდ, 12:00 საათზე მივა, როდესაც შესაბამისი ნებართვა იქნება.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეში ჩასართავად საქართველოში ნობელის პრემიის ლაურეატი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი ჯეიმს კობი ორშაბათს ჩამოვიდა.
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებდნენ, რომ თავდაპირველად ჯეიმს კობის სამუშაო აქტივობის დამადასტურებელი დოკუმენტები არ იყო წარმოდგენილი, რის გამოც პროფესიული განვითარების საბჭომ საქმეში ჩასართავად მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. შემდეგ კი ცენტრ „ემპათიამ” ჯეიმს კობის საქმიანობასთან დაკავშირებით დამატებითი დოკუმენტები წარადგინა.
ჯეიმს კობის საქმეში ჩართვას ითხოვდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც, აღნიშნულის გამო მათ ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციაც გამართეს.
კომენტარები