ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი ჩრდილოეთ ირლანდიაში იმყოფებიან მოულოდნელი ვიზიტით.
უელსის ახალი პრინცი და პრინცესა ხუთშაბათს გაემგზავრნენ ერთდღიანი რეისით. ეს ირლანდიაში მათი პირველი ვიზიტია დედოფალ ელისაბედის გარდაცვალების შემდეგ. წყვილი იქ იმყოფებოდა სათემო ორგანიზაციების მოსანახულებლად, რომლებიც ეხმარებიან სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანებს.
უილიამი და ქეითი ბელფასტში ორგანიზაციას PIPS Charity ესტუმრნენ, რომელიც უზრუნველყოფს კრიზისული დახმარების აღმოჩენას მენტალური პრობლემების მქონე პაციენტებში. კორონა ვირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ, PIPS-მა დაინახა მნიშვნელოვანი ზრდა იმ ადამიანების რიცხვში, რომლებიც დახმარებისთვის მიმართავენ, მათ შორის ახალგაზრდებშიც.
ორგანიზაცია ბავშვებს არტთერაპიით ეხმარება. პრინცი და პრინცესა შეუერთდნენ მოხალისე მრჩევლებს საქველმოქმედო ამანათების შეფუთვაში. “იმედის პატარა ყუთები” ბავშვებს ურიგდებათ, რათა თერაპიის კურსის განმავლობაში თავი უკეთ იგრძნონ და ეს დაეხმაროთ გამოჯანმრთელებაში.
წყარო/ფოტო: people.com
კომენტარები