გუნდური მუშაობა მოითხოვს პასუხისმგებლობას, მეგობრულ დამოკიდებულებას, საკომუნიკაციო უნარებს და კომპრომისების დაშვებას. გუნდის ნაწილად ყოფნა ადამიანს ეხმარება თვითრეალიზებაში, მატებს მას თავდაჯერებულობას და ხდის მეტად მიზანდასახულს. ჯგუფის ყველა წევრი ვალდებულია მოუსმინოს და პატივი სცეს როგორც ერთმანეთს, ისე ლიდერსა და მწვრთნელს. ისევე როგორც პირიქით.
გარდა იმისა, რომ სპორტულ აქტივობებში ჩართული ბავშვებს ეს უნარები უკეთ უვითარდებათ, კვლევების შედეგად დასტურდება, რომ ისინი სკოლაშიც უფრო პროდუქტიულები და მოტივირებულები ხდებიან. ფიზიკური აქტივობა მათ გონებრივ განვითარებასაც აუმჯობესებს.
ასევე ათლეტებს უწევთ სტრესულ სიტუაციებში სწრაფად რეაგირება. გადაწყვეტილების მიღება მაშინ, როცა კრიზისული მომენტი დგება, ეს ბავშვს ეხმარება გახდეს მეტად დამოუკიდებელი, განავითაროს კრიტიკული აზროვნება და დაისახოს პრობლემების გადაჭრის გზები. ამრიგად, სპორტული აქტოვობები მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკური, ისე გონებრივი განვითარებისა და ჯანმრთელობისთვის.
წყარო: healthcare.utah.edu
ფოტო: healthline.com
კომენტარები