NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»საქართველოს ბანკთან პარტნიორობით „აგროჰაბი“ ახალ ფილიალს გახსნის

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით „აგროჰაბი“ ახალ ფილიალს გახსნის

06 ოქტ 2022 ბიზნესი 450 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

6 ოქტომბერი, 2022 – საქართველოს ბანკი აქტიურ რეჟიმში განაგრძნობს ბიზნესის
მხარდაჭერას. ბანკთან პარტნიორობით, ნატურალური პროდუქტების ჰიპერმარკეტი
„აგროჰაბი“, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარედ
ახალ ფილიალს გახსნის. აგროჰაბის ახალი ფილიალის სავაჭრო სივრცის მთლიანი
ფართობი 1400 კვ.მ-ია, 1000 კვ.მ-დაეთმობა ავტოსადგომს, ხოლო 750 კვ.მ-ს დაიკავებს
აგროჰაბის კაფე.
აგროჰაბი საქართველოში, როგორც ბრენდი კვების მრეწველობაში, ერთ-ერთ ლიდერ
კომპანიას წარმოადგენს. მისი კონცეფცია – 100% ნატურალური, ქართული
ნედლეულისგან დამზადებული პროდუქტების წარმოება და რეალიზაციაა, რომელთა
ხარისხიც წარმოების ყველა ეტაპზე გადის მრავალ საფეხურიან შემოწმებას.
„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკთან თანამშრომლობის ფარგლებში გვეძლევა
შესაძლებლობა, კიდევ უფრო განვავითაროთ საქმიანობა, გავხსნათ დამატებით ახალი
ფილიალი, რაც კიდევ ერთხელ მოგვცემს შესაძლებლობას, მეტი სიახლე შევთავაზოთ
ჩვენს ერთგულ მომხმარებელს. ბუნებრივია ბიზნეს კონცეფცია, ბრენდის ნიშა და
ღირებულებები უცვლელი რჩება. ახალი ფილიალის ვიზუალი გამორჩეული და
საინტერესო დიზაინით შევქმენით თუმცა, ის არ არღვევს აგროჰაბის ბრენდის
ვიზუალურ არქეტიპს. სავაჭრო სივრცე მაქსიმალურად ათვისებულია და რა თქმა უნდა,
მთლიანად მორგებული მომხმარებლის საჭიროებებსა და ღირებულებებს. ამ ეტაპზე,
ახალ ფილიალში, დაახლოებით 200 ადამიანი დასაქმდება“ – განაცხადა აგროჰაბის
გენერალურმა დირექტორმა, ლაშა გოცირიძემ.
„გვახარებს ის ფაქტი, რომ გვეძლევა შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ
კომპანიის მეტად განვითარებაში. მომხმარებელი უკვე კარგად იცნობს და ენდობა
აგროჰაბის მაღალხარისხიან, ნატურალურ პროდუქციას. ახალი ფილიალის გახსნა ხელს
შეუწყობს ბიზნესის განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნას და ქვეყნის ეკონომიკის
გაძლიერებას. საქართველოს ბანკი წარმატებას უსურვებს „აგროჰაბს“ და მომავალშიც
განაგრძნობს ბიზნესის მხარდაჭერას“, – განაცხადა საქართველოს ბანკის
კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ,
სანდრო ძაგნიძემ.
ინფორმაციისთვის, 2016 წლიდან აგროჰაბის წარმოება სერთიფიცირებულია ISO – 22000
საერთაშორისო სტანდარტის სერტიფიცირებით. აგროჰაბის რძის გადამამუშავებელი
ქარხანა, საქონლის, ღორისა და ფრინველის ფერმები, ხორც-პროდუქტების,
პურფუნთუშეულის, საკონდიტროს, ნახევარფაბრიკატებისა და საკონსერვო
საამქროები, ღვინის მარანი- ყველაფერი აღჭურვილია თანამედროვე მანქანა-
დანადგარებით. თითოეული პროდუქტის ხარისხი სხვადასხვა სახის (ფიზიკო-ქიმიურ,
მიკრობიოლოგიურ და ვეტერინარულ) ლაბორატორიაში მოწმდება. ხდება
ყოველდღიური შემოწმება ხილ-ბოსტნეულის ნიტრატების მაჩვენებლებზე და მხოლოდ
ამის შემდგომ ხვდება ის დახლზე.

კომენტარები

2022-10-06
თამუნა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

Impact Hub Tbilisi-ს პროგრამის SOCIAL IMPACT AWARD-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ!

შემდეგი სტატია

ბონი ჯენკინსი: ჩვენთვის უაღრესად შემაშფოთებელი იყო ის პირადი თავდასხმები, რაც ელჩ დეგნანსა და საელჩოზე ვიხილეთ

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკისა და „ტრანსმშენის“ პარტნიორობით წყალტუბოში სოციალური  პროექტის მშენებლობა წარმატებით განხორციელდა

საქართველოს ბანკისა და „ტრანსმშენის“ პარტნიორობით წყალტუბოში სოციალური პროექტის მშენებლობა წარმატებით განხორციელდა

თამუნა 06 სექ 2021

ქართული სტრარტაპები, რომლებიც მომხმარებელს ვებმომსახურებას სთავაზობენ

18 აგვ 2017
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ჩოხატაურში თაფლის საწარმო ფართოვდება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ჩოხატაურში თაფლის საწარმო ფართოვდება

თამუნა 08 ივლ 2022

უახლესი ამბები

  • ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

    ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

  • მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

    მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

  • მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

    მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

  • სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

  • დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“  და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

    დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“ და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

  • დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

  • თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

    თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

  • შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

    შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

  • ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

    ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

  • ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

    ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge