NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»მედია: პრაღაში ირაკლი ღარიბაშვილი და შარლ მიშელი დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ ერთმანეთს

მედია: პრაღაში ირაკლი ღარიბაშვილი და შარლ მიშელი დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ ერთმანეთს

06 ოქტ 2022 პოლიტიკა 301 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყებამდე, დახურულ კარს მიღმა ერთმანეთს შეხვდნენ ევროპული საბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. რადიო თავისუფლების წყაროს თანახმად, არაფორმალური შეხვედრა პრაღის ერთ-ერთ სასტუმროში გაიმართა და იგი, ძირითადად, საქართველოს მიერ ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებას შეეხებოდა.

„შეხვედრაზე პრემიერი ღარიბაშვილი სწორ რამეებს ამბობდა, რაც მისგან ადრე არ გვსმენია“, – აცხადებს ევროკავშირის წყარო, რომელსაც სხვა დეტალები არ დაუზუსტებია.

სამიტის კულისებში ამ და სხვა შეხვედრების შესახებ საქართველოს ოფიციალური არხებით ცნობები არ გავრცელებულა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პრაღაში 6 ოქტომბერს ევროპის პოლიტიკური გაერთიანების პირველ სამიტში, ევროკავშირის და პარტნიორი ქვეყნების ლიდერებთან, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად, მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილ თემატურ დისკუსიებში იღებს მონაწილეობას.

ევროპის პოლიტიკური გაერთიანების შექმნის იდეა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ეკუთვნის, ხოლო ახალი ფორმატის დანიშნულება ასევე განსაზღვრა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა. ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მონაწილეები განიხილავენ “ახალი წესრიგის შექმნას რუსეთის გარეშე”, – განაცხადა ბორელმა სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე.

“მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ევროპა ჩვენი ისტორიის ახალ ფაზაში შევიდა. დღეს 44 ევროპელი ლიდერი ერთმანეთს მოუსმენს, რათა იპოვონ გზა, როგორ აშენდეს ევროპაში უსაფრთხოების ახალი სტრუქტურა. ეს რუსეთის გარეშე იქნება გაკეთებული. არა იმიტომ, რომ ჩვენ არ გვინდა, რომ რუსეთი ევროპის ნაწილი იყოს, არამედ იმიტომ, რომ რუსეთი ევროპული თანამეგობრობიდან პუტინის მიერ იქნა გაგდებული”, – აღნიშნა ბორელმა.

ამ ახალ წესრიგში რუსეთის გარდა, არ აღმოჩნდა არც ავტოკრატ ალიაქსანდრ ლუკაშენკას ბელარუსის ადგილი. ევროკავშირის სანქციების ქვეშ მყოფი ეს ორი ქვეყანა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების ისტორიულ სამიტში არ მონაწილეობს.

ამ შეხვედრაზე, სავარაუდოდ, განიხილავენ მომდევნო შეკრების დეტალებსაც – ის მომავალ წელს ჩატარდება ევროკავშირის რომელიმე არაწევრ ქვეყანაში და ეს, კულუარული ინფორმაციით, შეიძლება იყოს მოლდოვა.

წყარო

კომენტარები

TOP ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელი 2022-10-06
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სპორტული აქტივობების მნიშვნელობა ბავშვებისთვის

შემდეგი სტატია

ოლექსი რეზნიკოვი: გამოცხადებული “მობილიზაცია” რუსეთში არსებული რეჟიმის ცვლილებას გამოიწვევს

მსგავსი სტატიები

გადალახა თუ არა საქართველომ კორონავირუსის პიკი, მომავალ კვირას გახდება ცნობილი

გადალახა თუ არა საქართველომ კორონავირუსის პიკი, მომავალ კვირას გახდება ცნობილი

ირაკლი შალიკაშვილი 07 თებ 2022
ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

ირაკლი შალიკაშვილი 27 იან 2020
ღარიბაშვილი: საჯარო მოხელეების ხელფასები 2026 წლამდე ყოველწლიურად, მინიმუმ 10%-ით გაიზრდება და ჯამში 50%-იანი მატება იქნება

ღარიბაშვილი: საჯარო მოხელეების ხელფასები 2026 წლამდე ყოველწლიურად, მინიმუმ 10%-ით გაიზრდება და ჯამში 50%-იანი მატება იქნება

ირაკლი შალიკაშვილი 01 აგვ 2022

უახლესი ამბები

  • კახა კალაძე: ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი პირველი აპრილიდან ამოქმედდება

    კახა კალაძე: ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი პირველი აპრილიდან ამოქმედდება

  • ეკა ბესელია: მოსამართლეს მოუწევს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, რომელსაც მოუწევს რომ თქვას, გადაავადებს სასჯელს თუ არ გადაავადებს

    ეკა ბესელია: მოსამართლეს მოუწევს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, რომელსაც მოუწევს რომ თქვას, გადაავადებს სასჯელს თუ არ გადაავადებს

  • სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე: არ ვფიქრობ, რომ ინდივიდუალური შემთხვევა განსაზღვრავს ჩვენს ევროპულ მომავალს

    სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე: არ ვფიქრობ, რომ ინდივიდუალური შემთხვევა განსაზღვრავს ჩვენს ევროპულ მომავალს

  • იუსტიციის მინისტრი: პატიმრის თვითდაზიანებაზე პასუხისმგებლები ვერ ვიქნებით

    იუსტიციის მინისტრი: პატიმრის თვითდაზიანებაზე პასუხისმგებლები ვერ ვიქნებით

  • რატი ბრეგაძე ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე: საქართველოში რომ ვინმეს აწამებენ, ეს ვინც არ უნდა თქვას, არის უსამართლო და შეურაცხმყოფელი

    რატი ბრეგაძე ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე: საქართველოში რომ ვინმეს აწამებენ, ეს ვინც არ უნდა თქვას, არის უსამართლო და შეურაცხმყოფელი

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: ვლაპარაკობ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე, რომელსაც ყოველ დღე საჯაროდ აწამებენ

    ვოლოდიმირ ზელენსკი: ვლაპარაკობ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე, რომელსაც ყოველ დღე საჯაროდ აწამებენ

  • ნიკოლოზ წულუკიძე: მე ჯერ ბურუსში დავდივარ ხელის ცეცებით და ვცდილობ თავიდან ვისწავლო ცხოვრება. ამდენი კეთილი ადამიანი დამესია, რათა ფეხზე წამომაყენოს

    ნიკოლოზ წულუკიძე: მე ჯერ ბურუსში დავდივარ ხელის ცეცებით და ვცდილობ თავიდან ვისწავლო ცხოვრება. ამდენი კეთილი ადამიანი დამესია, რათა ფეხზე წამომაყენოს

  • რასა იუკნევიჩიენე: მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უფლება მისცენ, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ იქნას გადაყვანილი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში – პოლიტიკური განხილვისთვის მეტი დრო აღარ არის

    რასა იუკნევიჩიენე: მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უფლება მისცენ, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ იქნას გადაყვანილი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში – პოლიტიკური განხილვისთვის მეტი დრო აღარ არის

  • მედია: მერია რუსული “მეტროვაგონმაშისგან“ ვაგონებს იყიდის – გადაწყვეტილება მიღებულია

    მედია: მერია რუსული “მეტროვაგონმაშისგან“ ვაგონებს იყიდის – გადაწყვეტილება მიღებულია

  • ბორის ჯონსონი: დავზოგოთ დრო, დავზოგოთ ფული, გადავარჩინოთ სიცოცხლეები და უკრაინელებს რაც შეიძლება სწრაფად მივცეთ ის, რაც მათ სჭირდებათ

    ბორის ჯონსონი: დავზოგოთ დრო, დავზოგოთ ფული, გადავარჩინოთ სიცოცხლეები და უკრაინელებს რაც შეიძლება სწრაფად მივცეთ ის, რაც მათ სჭირდებათ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge