ყველა კვლევა აჩვენებს მწვავე დეფიციტს, ყველა იმ სასიცოცხლო მაჩვენებლისა, რაც ნორმალურ ადამიანს, ნორმალური ჯანდაცვის პირობებში არ უნდა ჰქონდეს, – ამის შესახებ ამერიკელმა ექსპერტმა შაჰინ ლახანმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, კვლევების შესახებ ინფორმაცია და ის, თუ რომელ ლაბორატორიაში ჩატარდა კვლევა, არის კონფიდენციალური.
„ჩატარებულია მთელი რიგი კვლევები. დაწყებული ხერხემლის კვლევიდან დამთავრებული ტვინის ფუნქციური გამოკვლევით და ასევე სხვადასხვა ტიპის ნევროლოგიური კვლევები. ყველა ეს კვლევა აჩენებს მწვავე დეფიციტს, ყველა იმ სასიცოცხლო მაჩვენებლისა, რაც ნორმალურ ადამიანს, ნორმალური ჯანდაცვის პირობებში არ უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა შაჰინ ლახანმა.
რაც შეეხება ამერიკელ ექსპერტ ჯეიმს კობის, მისი თქმით, პაციენტის მონახულების საშუალება ამ დრომდე არ მიეცა.
„მე ჩამოვედი შაბათს, მოლოდინით, რომ პაციენტს შევხვდებოდი, მე არ მომეცა საშუალება დღევანდლამდე, რომ პაციენტი შევისწავლო. შეუძლებელია გამოვიტანო კონკრეტული დასკვნები და ვთქვა, რა ჭირს პრეზიდენტს, სანამ მე არ ვნახავ მას პირადად. ჩემი პაციენტი მე არ მინახავს.
დღეს მივიღე ცნობა, რომ წესით და რიგით ხვალ ან ზეგ შემიშვებენ. მე გადავდე ჩემი ბილეთი და კიდევ ველოდები, რომ ხვალ დილას მივიღებ თანხმობას. ველოდები მწვანე შუქს, რომ ვიხილო ჩემი პაციენტი“, – განაცხადა ჯეიმს კობიმ.
კომენტარები