NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»ლევან დავითაშვილი: კვალიფიციური კადრების ნაკლებობას ჩვენი ბიზნესი წლებია განიცდის

ლევან დავითაშვილი: კვალიფიციური კადრების ნაკლებობას ჩვენი ბიზნესი წლებია განიცდის

05 ოქტ 2022 ბიზნესი 432 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ბიზნეს ასოციაციის შეფასებით, დღეს კვალიფიციური სამუშაო ძალის სერიოზული დეფიციტია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ მიზნით კერძო სექტორთან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

„ბიზნეს ასოციაციის მოსაზრება იყო, რომ დღეს საკმარისი მუშახელი არ არის, მათ შორის არ არის კვალიფიციური მუშახელი. არათუ ადამიანი უნდა მიდიოდეს ქვეყნიდან, პირიქით, ადგილზე არის მუშახელის დეფიციტი. საუბარია იმაზე, რომ უნარები უნდა გაიზარდოს და ეს როგორ მოხდეს, სწორედ ამაზე ვმსჯელობთ, ეს უნდა იყოს კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის საგანი. ჩვენ ამ სექტორთან მუდმივი დიალოგი და კომუნიკაცია გვაქვს. ჩვენი სამინისტრო მშენებლობის მიმართულებით პოლიტიკას აყალიბებს, მუდმივი კავშირი და კომუნიკაცია გვაქვს. საქართველოდან წასული მოქალაქეები, რომლებმაც კვალიფიკაცია იგივე სამშენებლო სექტორში სხვადასხვა ქვეყანაში შეიძინეს, დღეს ბრუნდებიან იმიტომ, რომ საქართველოში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ამ სექტორის ხელფასები. თუმცა, ჩვენ პრობლემებს თვალს ვუსწორებთ, პრობლემა ბევრია“,-განაცხადა დავითაშვილმა.

მისი თქმით, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება, რომელზეც სამუშაო ძალის ნაკლებობაზე და ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე ისაუბრებენ.

„კვალიფიციური კადრების ნაკლებობას ჩვენი ბიზნესი წლებია განიცდის და საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი გამოწვევა სწორედ ეს არის. სწორედ ამიტომ, განათლების კომპლექსურ რეფორმას, რომელიც ქვეყანაში დაიწყო, ძალიან დიდი აქცენტები აქვს პროფესიულ განათლებაზე გაკეთებული და უფრო პრაქტიკული უნარების განვითარებაზე, რაც კერძო სექტორს სჭირდება. ვფიქრობ, ეს უნდა გაგრძელდეს. პრემიერს ჰქონდა ძალიან საინტერესო ინიციატივები განათლების სამინისტროსთან და ვფიქრობ, უახლოეს ხანებში ეს დამატებით სტიმულს მისცემს ამ მიმართულების წარმატებით განხორციელებას. თუმცა, დაწყებულია პროფესიული განათლების ის რეფორმა, რომელიც დუალური განათლების ელემენტებს მოიცავს. ასევე ის, რომ პროფესიული განათლება დღეს აღარ იქნება ჩიხი, არამედ იქნება შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის, რომ მათ კარიერა სწორად დაგეგმონ, განავითარონ თავიანთი უნარები და მიღებული ცოდნა უმაღლეს განათლებაში გამოიყენონ“, – განაცხადა დავითაშვილმა.

კომენტარები

TOP ლევან დავითაშვილი 2022-10-05
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ლევან დავითაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

იაგო ხვიჩია: საით მიდის ეს ქვეყანა, რა გვინდა და ვინ მიგვაჩნია მეგობრად, ამის გასარკვევად ჩამოდის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე

შემდეგი სტატია

„საერთაშორისო გამჭვირვალეობა“: ვიქტორ ჯაფარიძე და მისი ოჯახის წევრები 11 კომპანიის მეწილეები არიან, მესტიასა და თბილისში ფლობენ არაერთ ქონებას… “პოსტვ”-ის 52% წილში კი 520 000 ლარი გადაიხადა

მსგავსი სტატიები

ნედლი ნავთობის ფასების კლების ძლიერი ტენდენციაა – რა მოლოდინი აქვთ სპეციალისტებს

ნედლი ნავთობის ფასების კლების ძლიერი ტენდენციაა – რა მოლოდინი აქვთ სპეციალისტებს

ირაკლი შალიკაშვილი 11 ივლ 2022
საქართველოს ბანკი 4B-ის წევრ მცირე და საშუალო ბიზნესებებს ახალ პროექტს  სთავაზობს

საქართველოს ბანკი 4B-ის წევრ მცირე და საშუალო ბიზნესებებს ახალ პროექტს სთავაზობს

თამუნა 29 სექ 2020
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართული ეკონომიკის ოლიმპიადის გამარჯვებულები ცნობილია

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართული ეკონომიკის ოლიმპიადის გამარჯვებულები ცნობილია

ნინო ჩხეიძე 14 ივნ 2023

უახლესი ამბები

  • ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

    ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

  • გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

    გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

  • ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

    ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

  • მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

    მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

  • გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

    გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

  • ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

    ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

  • ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

    ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

  • „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

    „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

  • სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

  • კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

    კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge