„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი ტელეკომპანია „პირველთან“ საუბარში აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი 2013 წელს ქვეყნის იმჟამინდელ ლიდერებს ეუბნებოდა, რომ დასავლეთთან ურთიერთობები არ უნდა გაეფუჭებინათ.
ისივე თქმით, ივანიშვილი მაშინ გულწრფელად ასე ფიქრობდა, თუმცა მომავალში აზრი შეიცვალა.
„არათუ პირველ დღეებში, არამედ ხელისუფლებაში მოსვლიდან 1 წლის თავზე, როდესაც ივანიშვილი წავიდა პრემიერობიდან, სააკაშვილის გაუვიდა პრეზიდენტობის ვადა და პრემიერის ხელში იყო უკვე ძალაუფლება, ეს იყო 2013 წლის დეკემბერი, ოთახში ვისხედით პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი და ივანიშვილი, 2 საათიანი ლანჩი იყო. ივანიშვილი გველაპარაკებოდა იმაზე, თუ რა უნდა ყოფილიყო ნომერ პირველი ამოცანა ქვეყნის ხელმძღვანელობისთვის. გვეუბნებოდა: დასავლეთთან და პირველ რიგში, აშშ-სთან არ გაიფუჭოთ საქმე, არ შეარყიოთ ნდობა, იყავით მათთან პირნათელი, რათა ეს ქვეყანა როგორმე დადგეს სწორ გზაზე. ივანიშვილი რომ კარგი მსახიობია, ვიცი, მაგრამ არ მჯერა, რომ იმ მოცემულობაში იგი ცრუობდა, თუმცა ის ვერ გაუმკლავდა იმ თამასას, რასაც შეეჭიდა, ელემენტარული რაღაცები ვერ გაიაზრა“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
კომენტარები