NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»კობახიძე: თუ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის გარშემო კონსენსუსი არ იქნება, არ მივიღებთ

კობახიძე: თუ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის გარშემო კონსენსუსი არ იქნება, არ მივიღებთ

04 ოქტ 2022 პოლიტიკა 168 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თუ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის გარშემო კონსენსუსი არ იქნება, არ მივიღებთ, მათ შორის, ევროკავშირის ყოფილ ელჩს აქვს ნათქვამი, რომ ეს კანონი არ არის საჭირო. თუ ევროკავშირსაც და ოპოზიციასაც მიაჩნია, რომ ეს კანონი არ გვჭირდება, არ მივიღებთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიცია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის არსში ვერ ერკვევა, როცა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე საუბრობს და აცხადებს, რომ ის ივანიშვილის წინააღმდეგ იქნება მიმართული.

„მარტივად არის საქმე, უკრაინული კანონი, რომელიც არავისზე არ იყო მორგებული, არც ერთ ქართველ პოლიტიკოსზე არ იყო მორგებული, გაიგზავნა ვენეციის კომისიაში, მანაც მოიწონა და შევთავაზეთ საბაზისო ვერსიად ეს ოპოზიციას. მაშინვე წამოვიდა წინააღმდეგობა ერთი მარტივი მიზეზის გამო – ნახეს, რომ ეს კანონი ვერ შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ შეეხება მათ არაერთ წარმომადგენელს, მათ არაერთ ლიდერს, მათ შორის, პირველ რიგში კეზერაშვილს, რომელიც მედიამფლობელია და პირდაპირ ერევა პოლიტიკურ პროცესებში უხეში ფორმით, რისი მაგალითებიც ჩვენ არაერთხელ ვნახეთ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში.

მათ ამ კანონის მიღება არ აწყობთ. გუშინ საუბრობდნენ იმაზე, რომ ისეთ კანონს შეიმუშავებენ, რომელიც მორგებული იქნება ივანიშვილზე. ეს თქვეს ღიად და საჯაროდ. ელემენტარულად, ვერ ერკვევიან სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის არსში. კანონის მიღების დროს ერთ-ერთი მთავარი პრინციპი არის ის, რომ არ შეიძლება ის რომელიმე პიროვნებაზე იყოს მორგებული. როცა ხელისუფლებაში იყვნენ, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს ფეხქვეშ თელავდნენ. ახლა იგივე მიდგომები აქვთ ოპოზიციიდან, რაც არის სამწუხარო მოვლენა. კანონს ვერ მოვარგებთ. ამიტომ, უკრაინული კანონი ავიღეთ, რომელიც ყველამ მოიწონა და ვთავაზობთ ოპოზიციას. თუ მოინდომებენ ამაში თანამონაწილეობას, მზად ვართ, კანონი მივიღოთ, თუ არა, მაშინ არ მივიღებთ,“ – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

TOP ირაკლი კობახიძე 2022-10-04
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ირაკლი კობახიძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ნიკა მელია: ეს არის ბიძინა ივანიშვილის ოცნება, რომელსაც ნამდვილად არასდროს ავუხდენ

შემდეგი სტატია

“პოს ტვ”-ის გუნდმა მივიღეთ გადაწყვეტილება, ღიად და აქტიურად დავუჭიროთ მხარი „ხალხის ძალას“”

მსგავსი სტატიები

მედია: ილია II-ეს კირილესადმი მილოცვის წერილიდან მოსკოვის საპატრიარქომ ,,აფხაზეთის მიტროპოლიტი” ამოიღო

მედია: ილია II-ეს კირილესადმი მილოცვის წერილიდან მოსკოვის საპატრიარქომ ,,აფხაზეთის მიტროპოლიტი” ამოიღო

ნინო ჩხეიძე 23 ნოე 2022

ირაკლი სესიაშვილი და ირაკლი ბერაია საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდნენ

12 ოქტ 2017

ძალადობაში ბრალდებული ნინო კობაიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხეს

13 თებ 2019

უახლესი ამბები

  • კობახიძე: რამდენი ადამიანიც მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობის დროს და მერეც გაამწარა, 9 ათასი პატიმრიდან არცერთს გაუმწარებია. აქედან გამომდინარე, რა ჰუმანიტარულ მოსაზრებებზეა საუბარი?!

    კობახიძე: რამდენი ადამიანიც მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობის დროს და მერეც გაამწარა, 9 ათასი პატიმრიდან არცერთს გაუმწარებია. აქედან გამომდინარე, რა ჰუმანიტარულ მოსაზრებებზეა საუბარი?!

  • ირაკლი კობახიძე: …რაც აჩვენებს, რომ უპირატესობა ამ ეტაპზე აქვს რუსულ მხარეს

    ირაკლი კობახიძე: …რაც აჩვენებს, რომ უპირატესობა ამ ეტაპზე აქვს რუსულ მხარეს

  • იენს სტოლტენბერგმა მოკავშირეებს უკრაინისთვის ახალი შეიარაღების გადაცემისკენ მოუწოდა

    იენს სტოლტენბერგმა მოკავშირეებს უკრაინისთვის ახალი შეიარაღების გადაცემისკენ მოუწოდა

  • ომის შემსწავლელი ინსტიტუტი: რუსების დიდი შეტევა დაიწყო

    ომის შემსწავლელი ინსტიტუტი: რუსების დიდი შეტევა დაიწყო

  • ევროკავშირი საქართველოს ხაზინას ძირითადი რეფორმების მხარდასაჭერად 60 მილიონ ლარს გადაურიცხავს

    ევროკავშირი საქართველოს ხაზინას ძირითადი რეფორმების მხარდასაჭერად 60 მილიონ ლარს გადაურიცხავს

  • Reuters: პირველად 24 წლის განმავლობაში – სტამბოლის საფონდო ბირჟამ მუშაობა შეაჩერა

    Reuters: პირველად 24 წლის განმავლობაში – სტამბოლის საფონდო ბირჟამ მუშაობა შეაჩერა

  • გიორგი მარგველაშვილი: სააკაშვილის გადარჩენა არ შედის არცერთი სახელისუფლებო სტრუქტურის ინტერესებში, მაგრამ…

    გიორგი მარგველაშვილი: სააკაშვილის გადარჩენა არ შედის არცერთი სახელისუფლებო სტრუქტურის ინტერესებში, მაგრამ…

  • ემანუელ მაკრონი: რუსეთმა ომი არ უნდა მოიგოს

    ემანუელ მაკრონი: რუსეთმა ომი არ უნდა მოიგოს

  • თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 15 000-ს გადააჭარბა

    თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 15 000-ს გადააჭარბა

  • ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

    ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge