NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მსოფლიო»მიხაილო პოდოლიაკი: გამარჯვების შემდეგ ნატოს წევრები თავად მოისურვებენ უკრაინის მიღებას ალიანსში

მიხაილო პოდოლიაკი: გამარჯვების შემდეგ ნატოს წევრები თავად მოისურვებენ უკრაინის მიღებას ალიანსში

03 ოქტ 2022 მსოფლიო 179 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

რუსეთის ფედერაციის მიერ გაჩაღებულ ომში უკრაინის გამარჯვების შემდეგ, ნატოს წევრებიი თავად მოისურვებენ უკრაინის მიღებას ალიანსში. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა სააგენტო UNIAN-თან ინტერვიუში ისაუბრა.

„რუსები ძალიან ბევრს ყვიროდნენ, რომ ნატოს ებრძვიან და ა.შ. სინამდვილეში, ეს მითი მშიშარა ერს მოუყვნენ – როგორც ქუჩის ჩხუბის დროს, მათ ხომ უყვართ ასეთი ანალოგიები. როდესაც ქუჩის ჩხუბში ამბობ, რომ ყველაზე მაგარი ხარ და საბოლოო ჯამში, ვიღაც, უბრალოდ, შენ ადგილს მიგიჩენს, მერე იგონებ მიზეზს, რის გამო დამარცხდი“ , – განაცხადა პოდოლიაკმა.

მისივე თქმით, თავად განცხადება ნატოსთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია. მანვე დასძინა, რომ რუსეთი მუდმივად მაღლა წევს ფსონებს და ყველა მისკენ არის მიმართული. პრეზიდენტმა ზელენსკიმ კი, ზუსტად დაალაგა აქცენტები და ახლა უკრაინა აყალიბებს დღის წესრიგს ევროკავშირის უსაფრთხოების თვალსაზრისით.

„ახლა უკრაინა ამისთვის მაქსიმალურ ფასს იხდის. უკრაინა აყალიბებს დღის წესრიგს ომის ტიპის თვალსაზრისით, რომელსაც რუსეთი აწარმოებს, მათ შორის ენერგეტიკულ ომს ევროპაში. ჩვენ თავად განვსაზღვრავთ ამას და არა ვიღაც რუსეთი – მართლაც ჩამორჩენილი, ღატაკი ქვეყანა. ასე რომ, ჩვენ თავად განვსაზღვრავთ ჩვენ მომავალს. მათ შორის, უსაფრთხოების კონტურების თვალსაზრისით და აქ ნატო მნიშვნელოვანია“ – განაცხადა პოდოლიაკმა.

მანვე მიუთითა, რომ ნატოში უკრაინის შესვლის შესახებ მოლაპარაკებებში იქნება სირთულეები ბიუროკრატიიდან და წევრი 20 ქვეყნიდან გამომდინარე.

„ძნელი იქნება მოლაპარაკებების წარმოება, რადგან მათ თავად სჭირდებათ გათავისუფლდნენ რუსეთზე წარმოდგენებისა და გადამეტებული ბიუროკრატიისგან, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში არ აძლევს მათ საშუალებას ეფექტური გადაწყვეტილება მიიღონ, მათ შორის, ამ ომის მსვლელობის დროს. უარი უნდა თქვან ეროვნულ ეგოიზმზე, რომელიც ძალიან უშლის ხელს მართლაც სწრაფად მიიღონ გადაწყვეტილებები. პარადოქსი არა მხოლოდ იმაშია, თუ ვინ აწარმოებს ჩვენთან მოლაპარაკებებს ნატოში გაწევრიანების შესახებ, არამედ იმაშიც, რომ ქვეყნები, რომლებიც მეტნაკლებად რუსეთისკენ მოქცეული ქვეყნები, აძლიერებენ ევროპის ეკონომიკურ და და ენერგეტიკულ გეგმებს. შენც მალე იღებ გადაწყვეტილებას და ადვილად არის შესაძლებელი მძიმე პერიოდის გავლა“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

ის მიიჩნევს, რომ ომი როგორც კი დასრულდება და მას კიევი მოიგებს, ნატოს ყველა ქვეყანა მოისურვებს, რომ უკრაინა ნატოს წევრი გახდეს, რადგან უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გააჩნია საგანგებო გამოცდილება ომის წარმოებისა და ისეთ ქვეყანასთან წინააღმდეგობის გაწევისა, როგორიც რუსეთია და უკრაინამ გატესტა დასავლეთის ყველა შეიარაღება.

კომენტარები

TOP მიხაილო პოდოლიაკი ნატო ომი რუსეთი უკრაინა 2022-10-03
ნინო ჩხეიძე
Tags TOP მიხაილო პოდოლიაკი ნატო ომი რუსეთი უკრაინა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მედია: ლიმანის დაკარგვამ რუსეთის არმიის სარდლობისადმი ნდობა შეარყია

შემდეგი სტატია

მამუკა მდინარაძე: ბუნებაში არ არსებობს მტკიცებულება, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებზე ახდენს გავლენას

მსგავსი სტატიები

დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ II- ის მეუღლე, პრინცი ფილიპი, 99 წლის ასაკში გარდაიცვალა

დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ II- ის მეუღლე, პრინცი ფილიპი, 99 წლის ასაკში გარდაიცვალა

ნინო ჩხეიძე 10 აპრ 2021
BBC: 2050 წლისთვის მსოფლიოში ბევრი მყინვარი გაქრება

BBC: 2050 წლისთვის მსოფლიოში ბევრი მყინვარი გაქრება

ნინო ჩხეიძე 03 ნოე 2022
დემნა გვასალიამ Chanel-სა და Gucci-ს აჯობა

დემნა გვასალიამ Chanel-სა და Gucci-ს აჯობა

09 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

    მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

  • ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

    ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

  • ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

    ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

  • ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

    ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

  • დღე ისტორიაში – 27 იანვარი

    დღე ისტორიაში – 27 იანვარი

  • ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

    ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

  • ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

    ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

  • გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

    გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

  • რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

    რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

  • აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

    აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge