NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მსოფლიო»ნატოს წევრმა ცხრა ქვეყანამ მხარი დაუჭირა ალიანსში უკრაინის გაწევრიანებას

ნატოს წევრმა ცხრა ქვეყანამ მხარი დაუჭირა ალიანსში უკრაინის გაწევრიანებას

02 ოქტ 2022 მსოფლიო 186 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ნატოს წევრმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ცხრა ქვეყნის პრეზიდენტებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ისინი გმობენ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას და მოუწოდებენ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს მნიშვნელოვნად გაზარდოს უკრაინის სამხედრო დახმარება.

ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნატოს რვა ქვეყნის პრეზიდენტი უკვე იმყოფებოდა კიევში სრულმასშტაბიანი ომის დროს და „საკუთარი თვალით ნახეს რუსული აგრესიის შედეგები“.

“ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. არასდროს ვაღიარებთ რუსეთის მცდელობებს უკრაინის რომელიმე ტერიტორიის ანექსიისთვის”, – წერია განცხადებაში.

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების პრეზიდენტებმა გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა 2008 წელს ბუქარესტის ნატოს სამიტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ალიანსში უკრაინის მომავალ წევრობაზე,

„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას რუსეთის შემოჭრისგან თავდაცვის პროცესში, რუსეთიდან მოვითხოვთ დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარი ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან და მოვუწოდებთ ყველა მოკავშირეს, არსებითად გაზარდონ უკრაინისთვის სამხედრო დახმარება“.

განცხადებას ხელს აწერენ: ჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანი, ესტონეთის პრეზიდენტი ალარ კარისი, ლატვიის პრეზიდენტი ეგილს ლევიტსი, ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტი სტევო პენდაროვსკი, მონტენეგროს პრეზიდენტი მილო ჯუკანოვიჩი, პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდამ, რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი და სლოვაკეთის პრეზიდენტი ზუზანა ჩაპუტოვა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარასკევს გამოაცხადა, რომ უკრაინამ ხელი მოაწერა განცხადებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში დაჩქარებული შესვლის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

კომენტარები

TOP ნატო უკრაინა 2022-10-02
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ნატო უკრაინა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ომის შემსწავლელი ინსტიტუტი” – უკრაინული ძალები ქალაქ ლიმანს, სავარაუდოდ, უახლოესი 72 საათის განმავლობაში მთლიანად ალყაში მოაქცევენ ან დაიკავებენ

შემდეგი სტატია

რუსმა აგრესორებმა თვითმკვლელი უპილოტო თვითმფრინავით თავდასხმა განახორციელეს უკრაინის პრეზიდენტის მშობლიურ ქალაქ კრივი-რიჰიზე

მსგავსი სტატიები

სტოლტენბერგი: მოვუწოდებ ჩინეთს, შეუერთდეს მსოფლიოს და დაგმოს უკრაინაში რუსეთის შეჭრა

სტოლტენბერგი: მოვუწოდებ ჩინეთს, შეუერთდეს მსოფლიოს და დაგმოს უკრაინაში რუსეთის შეჭრა

ირაკლი შალიკაშვილი 24 მარ 2022
washingtonpost.com: პოლიცია “საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევებს” კარდაკარ ეძებს

washingtonpost.com: პოლიცია “საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევებს” კარდაკარ ეძებს

ნინო ჩხეიძე 09 იან 2022
დავით არახამია ვლადიმერ მედინსკის უხსნის, რომ მაგიდაზე ანტისეპტიკური ხსნარი დევს (ვიდეო)

დავით არახამია ვლადიმერ მედინსკის უხსნის, რომ მაგიდაზე ანტისეპტიკური ხსნარი დევს (ვიდეო)

ნინო ჩხეიძე 29 მარ 2022

უახლესი ამბები

  • სერგეი ლავროვი: მადლობა ღმერთს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ადგენს საქართველოს განვითარების კურსს

    სერგეი ლავროვი: მადლობა ღმერთს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ადგენს საქართველოს განვითარების კურსს

  • გიგა ბოკერია: ლავროვის განცხადებები იმის დასტურია, რომ …

    გიგა ბოკერია: ლავროვის განცხადებები იმის დასტურია, რომ …

  • გიორგი გახარია: პირდაპირი ფრენების გახსნა მხოლოდ ამყარებს საქართველოს სახიფათო ალიანსს პუტინის რუსეთთან

    გიორგი გახარია: პირდაპირი ფრენების გახსნა მხოლოდ ამყარებს საქართველოს სახიფათო ალიანსს პუტინის რუსეთთან

  • მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სასამართლოში იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის დაკითხვას ითხოვს

    მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სასამართლოში იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის დაკითხვას ითხოვს

  • ოთარ იოსელიანი: რუსეთმა თავისი სიველურე გამოაჩინა, უკრაინასთან ომის დაწყება ფსიქიკურად შერყეულ ადამიანს შეეძლო წამოეწყო

    ოთარ იოსელიანი: რუსეთმა თავისი სიველურე გამოაჩინა, უკრაინასთან ომის დაწყება ფსიქიკურად შერყეულ ადამიანს შეეძლო წამოეწყო

  • გაზრდილი მოთხოვნა „ტოიოტას“ ბრენდის ავტომობილებზე – „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ წარმატებული 2022 წელი

    გაზრდილი მოთხოვნა „ტოიოტას“ ბრენდის ავტომობილებზე – „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ წარმატებული 2022 წელი

  • მედია: მერაბ ნინიძე ედვარდ ბერგერის ახალ ფილმ „კონკლავში“ ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს

    მედია: მერაბ ნინიძე ედვარდ ბერგერის ახალ ფილმ „კონკლავში“ ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს

  • ქეთი დევდარიანი: მექსიკის საზღვართან ქართველების სიმრავლეც აჩვენებს, რომ …

    ქეთი დევდარიანი: მექსიკის საზღვართან ქართველების სიმრავლეც აჩვენებს, რომ …

  • ხმაური ჯანდაცვის სამინისტროში – დიაბეტიანი ბავშვების მშობლები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

    ხმაური ჯანდაცვის სამინისტროში – დიაბეტიანი ბავშვების მშობლები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

  • მატეუშ მორავეცკი: …ეს იქნება ძალიან მძიმე შეტევა

    მატეუშ მორავეცკი: …ეს იქნება ძალიან მძიმე შეტევა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge