NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ზურაბ ჯაფარიძე: ვინც არ ვაპირებთ აქედან გაქცევას და ვისაც გვესმის რომ …

ზურაბ ჯაფარიძე: ვინც არ ვაპირებთ აქედან გაქცევას და ვისაც გვესმის რომ …

01 ოქტ 2022 პოლიტიკა 645 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
“გუშინდელი დღე კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა რომ ვცხოვრობთ ისეთი ისტორიული შესაძლებლობების პირობებში, როგორიც არ გვქონია ათწლეულებია
შანსი გვაქვს ნახტომისებურად წინ წავიწიოთ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და ამ შანსს ვანიავებთ
შანსი გვაქვს მნიშვნელოვნად წინ წავიწიოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზაზე და ამ შანსსაც ვანიავებთ
შანსი გვაქვს შევქმნათ პერსპექტივა, იმედი, რომ ეს ქვეყანა აღარ დაიცალოს, მაგრამ უძრაობაში ვრჩებით
დღეს ეს შანსი უკრაინელებმა შექმნეს, მაგრამ ამ ყველაფრისთვის ჩვენ უდიდესი ფასი გვაქვს გადახდილი
ჩვენ პირველებმა ვიომეთ ამ ურდოს წინააღმდეგ, პირველებმა ვამხილეთ პუტინის ფაშისტური მიზნები, თუმცა მაშინ დასავლეთმა არ დაგვიჯერა და იმის მეასედი მხარდაჭერა არ მიგვიღია რასაც დღეს უკრაინა იღებს
მაგრამ დღეს გვაქვს ეს შანსი და ამ შანსის ხელიდან გაშვება არ იქნება მხოლოდ დღევანდელი დე ფაქტო ხელისუფლების პასუხისმგებლობა
ჩვენი ყველას პასუხისმგებლობა იქნება
გუშინ პუტინმა მოახდინა უკრაინის სუვერენული ტერიტორიის ანექსია
ამ მომენტამდე დე ფაქტო პრემიერს არ გაუკეთებია ამ ფაქტის პოლიტიკური შეფასება
არ უთქვამს რომ საქართველოც რუსეული აგრესიის მსხვერპლია, რომ ჩვენი ტერიტორიებიც ოკუპირებულია
ეს არ არის უბრალოდ ‘რუსეთი არ გავაღიზიანოთ’ ამბავი, ეს ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესების ფეხზებზე დაკიდებაა
სამაგიეროდ ივანიშვილის სამადლობელო დიდი პოსტი გამოუცხვია ღამე, 10 წლის წინ მაგან გვიშველა და დღემდე მაგით გვიდგას სულიო
მარტო აქედანაც კი ნათლად ჩანს როგორ აქვთ დალაგებული პრიორიტეტები ბიძინას მოურავებს
დღეს, 20.00 საათზე, დედა ენის ბაღში მესამედ ვიკრიბებით ის ხალხი, ვისაც გააზრებული გვაქვს რა შესაძლებლობებს ვუშვებთ ხელიდან, ვისაც არ გვჯერა რომ ოლიგაქრია თავისით დაასრულებს საკუთარ უზურპატორულ მმართველობას, ვისაც გვეჩქარება, ვინც არ ვაპირებთ აქედან გაქცევას და ვისაც გვესმის რომ მრავალრიცხოვანი ქუჩის პროტესტის გარეშე ამათთვის ძალაუფლების წართმევა ურთულესი ამოცანაა
მოდი შენც და მოიყვანე ყველა ვისზეც ხმა მიგიწვდება
მე გთავაზობთ რიგგარეშე არჩევნების მიღწევის გზას
თუ ეს გზა არ მოგწონთ, მოდით და თქვით თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ გამოსავალი
თუ მე არ მოგწონვართ, თქვით ვინ მოგწონთ და ერთად ვცადოთ ამ პროცესის ნაწილი გავხადოთ
არაფერი დაუმარცხებელი ამათ არ სჭირთ, ჩვენ მეტნი ვართ, მთავარია დავიჯეროთ და მოვინდომოთ
მხოლოდ სახლში ჯდომა, ტელევიზორის ყურება და ფბ-ზე წერა გამოსავალი არაა. უპასუხიმგებლობაა
დღეს, 20.00-ზე, დედა ენის ბაღში
პ.ს. ასევე, შემოგვიერთდით აქ: https://t.me/+ZT3GtcvnPF8wMWRi” -” – წერს სოციალურ ქსელში ზურაბ ჯაფარიძე.

კომენტარები

TOP ზურაბ ჯაფარიძე 2022-10-01
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ზურაბ ჯაფარიძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ზურაბ ჯაფარიძე: „შევიკრიბეთ და დავიშალეთ“ – ამის გაკეთებას არ ვაპირებთ, ვაპირებთ …

შემდეგი სტატია

„ომის შემსწავლელი ინსტიტუტი” – უკრაინული ძალები ქალაქ ლიმანს, სავარაუდოდ, უახლოესი 72 საათის განმავლობაში მთლიანად ალყაში მოაქცევენ ან დაიკავებენ

მსგავსი სტატიები

ზურა ჯაფარიძეს დიდუბე-ჩუღურეთში მხარს ვუჭერთ, საბურთალოზე კი უბრალოდ კანდიდატს არ ვაყენებთ

ზურა ჯაფარიძეს დიდუბე-ჩუღურეთში მხარს ვუჭერთ, საბურთალოზე კი უბრალოდ კანდიდატს არ ვაყენებთ

ირაკლი შალიკაშვილი 18 აგვ 2020

კახა კალაძე თბილისის მერია

22 ოქტ 2017
გიორგი გახარია: კატეგორიულად ვგმობ უკრაინის სუვერენული ტერიტორიის უკანონო ანექსიას რუსეთის მიერ

გიორგი გახარია: კატეგორიულად ვგმობ უკრაინის სუვერენული ტერიტორიის უკანონო ანექსიას რუსეთის მიერ

ნინო ჩხეიძე 01 ოქტ 2022

უახლესი ამბები

  • პრინცი უილიამი ინგლისის ასოციაციის თასის ფინალს დაესწრო

    პრინცი უილიამი ინგლისის ასოციაციის თასის ფინალს დაესწრო

  • დღე ისტორიაში – 6 ივნისი

    დღე ისტორიაში – 6 ივნისი

  • Forbes საქართველოს პროექტის 30 under 30 – ის გამარჯვებულები ცნობილია

    Forbes საქართველოს პროექტის 30 under 30 – ის გამარჯვებულები ცნობილია

  • საქართველოს ბანკი Global Finance-მა ხელოვნური ინტელექტის კატეგორიაში გამარჯვებულად დაასახელა

    საქართველოს ბანკი Global Finance-მა ხელოვნური ინტელექტის კატეგორიაში გამარჯვებულად დაასახელა

  • „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით სოციალური ფესტივალი „მწვანე ბაზარი“ გაიმართა

    „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით სოციალური ფესტივალი „მწვანე ბაზარი“ გაიმართა

  • თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – რა შეიძლება იყოს ლარის მოკლევადიანი წონასწორობის ნიშნული?

    თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – რა შეიძლება იყოს ლარის მოკლევადიანი წონასწორობის ნიშნული?

  • შალვა პაპუაშვილი: სააკაშვილსა და კეზერაშვილზე უცხოელების მხარდამჭერი განცხადებები აიღეთ და ივარაუდეთ, რა თანხა მოხვდა ამ ადამიანების ჯიბეში – ფულით შესაძლებელია უცხოელი ექსპერტების, ყოფილი დიპლომატების განცხადებები იყიდონ

    შალვა პაპუაშვილი: სააკაშვილსა და კეზერაშვილზე უცხოელების მხარდამჭერი განცხადებები აიღეთ და ივარაუდეთ, რა თანხა მოხვდა ამ ადამიანების ჯიბეში – ფულით შესაძლებელია უცხოელი ექსპერტების, ყოფილი დიპლომატების განცხადებები იყიდონ

  • უკრაინელებმა ოკუპანტის Su-25 და Su-34 თვითმფრინავი, ვერტმფრენი და ორი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს

    უკრაინელებმა ოკუპანტის Su-25 და Su-34 თვითმფრინავი, ვერტმფრენი და ორი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს

  • ნატალი პორტმანი საფეხბურთო მატჩს დაესწრო

    ნატალი პორტმანი საფეხბურთო მატჩს დაესწრო

  • როგორ შევამციროთ სტრესის და შფოთვის დონე

    როგორ შევამციროთ სტრესის და შფოთვის დონე

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge