კატეგორიულად ვგმობ უკრაინის სუვერენული ტერიტორიის უკანონო ანექსიას რუსეთის მიერ, – ასე გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიაზე ხელმოწერას.
როგორც გახარია „ტვიტერზე“ წერს, ეს არის კოლონიალისტური ომი, რომლის მსხვერპლი საქართველოცაა.
“კატეგორიულად ვგმობ უკრაინის სუვერენული ტერიტორიის უკანონო ანექსიას რუსეთის მიერ. ეს არის კოლონიალისტური ომი, რომლის მსხვერპლი საქართველოცაა. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ უკრაინის, მისი ხელისუფლებისა და ხალხის გვერდით“,- წერს გახარია.
კომენტარები