NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ირაკლი ღარიბაშვილი: ახლა ევროპაში საუბარი მიდის იმაზე, თუ როგორ გაათბონ საკუთარი მოქალაქეები

ირაკლი ღარიბაშვილი: ახლა ევროპაში საუბარი მიდის იმაზე, თუ როგორ გაათბონ საკუთარი მოქალაქეები

30 სექ 2022 პოლიტიკა 265 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ახლა ევროპაში საუბარი მიდის არა ეკონომიკის გაზრდაზე და სამუშაოების შექმნაზე, არამედ იმაზე, თუ როგორ გაათბონ საკუთარი მოქალაქეები. ამას არ ვაჭარბებ, ეს არის მათი პირდაპირი საზრუნავი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის განცხადებით, რუსეთის მხრიდან უკრაინაზე განხორციელებული სამხედრო აგრესიის ფონზე „საქართველოს კარგი მონაცემები აქვს“.

„ევროპის კონტინენტზე მიმდინარეობს საშინელი, დამანგრეველი ომი. უკრაინაში რუსეთის აგრესია და ომი არ წყდება, ამას ემატება ენერგოკრიზისი, ფასების კრიზისი, ინფლაცია, ზოგიერთ ევროპულ სახელმწიფოში 25%-ს გადასცდა ინფლაცია. ეკონომიკურ რეცესიას ელის ყველა სახელმწიფო. მე მქონდა საუბარი გაეროს ფარგლებში ძალიან ბევრ ევროპელ კოლეგასთან და მათი მოლოდინი არის ძალიან პესიმისტური. ისინი ფიქრობენ, რომ ევროპის ეკონომიკა მნიშვნელოვნად შემცირდება. ახლა საუბარი მიდის არა ეკონომიკის გაზრდაზე და სამუშაოების შექმნაზე, არამედ იმაზე, თუ როგორ გაათბონ საკუთარი მოქალაქეები. ამას არ ვაჭარბებ, ეს არის მათი პირდაპირი საზრუნავი – ბევრი, ზოგიერთი ევროპული სახელმწიფოს მთავრობის საზრუნავი. რუსეთის გაზი შეწყდა, ევროპას აღარ მიეწოდება რუსული გაზი. ევროპაც ეტაპობრივად უარს ამბობს რუსულ გაზზე და რუსეთმაც თავად შეუწყვიტა ევროპას გაზი. ამიტომ, გვაქვს ძალიან რთული ვითარება ევროპაში.

ეს იმიტომ მოვყევი, რომ ამას სჭირდება კარგი გააზრება. ამ ფონზე ასეთი რადიკალური სიტუაციის ფონზე, რაც ხდება ევროპასა და უკრაინაში, ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ არათუ მხოლოდ მშვიდობა, სტაბილურობა და უსაფრთხოება შევუნარჩუნეთ ჩვენს მოქალაქეებს, არამედ უზრუნველყავით ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, დამატებით ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნა, თითქმის 60 000 ახალი სამუშაო ადგილი შექმნა ბიზნესმა, 20 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შევქმენით ჩვენ, როდესაც საზოგადოებრივ სამუშაოებზე დავასაქმეთ სოციალურად დაუცველები. ამ ყველაფერს სჭირდება გაფრთხილება, ქვეყნის შიგნით მაქსიმალური კონსოლიდაცია, ქვეყნის შიგნით სიმშვიდე, ნაკლები ემოციები, სტაბილურობის შენარჩუნება და მაღალი ეკონომიკური ზრდა. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ეს მოვახერხეთ და მშვიდად უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მსახურება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

TOP ევროპა ირაკლი ღარიბაშვილი 2022-09-30
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ევროპა ირაკლი ღარიბაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ლაშა ხუციშვილი: 2023 წლიდან საჯარო სკოლის მასწავლებელთა და მანდატურთა ხელფასი 125-125 ლარით გაიზრდება

შემდეგი სტატია

ღარიბაშვილი: მომავალი წლის ბიუჯეტით, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 440 ლარი, სხვაგან კი 365 ლარი გახდება

მსგავსი სტატიები

თაფლის შესყიდვა რუსეთიდან – ოპოზიცია ხელისუფლებას აკრიტიკებს და რუსეთში გახარიას ბიზნეს ინტერესებზე საუბრობს

თაფლის შესყიდვა რუსეთიდან – ოპოზიცია ხელისუფლებას აკრიტიკებს და რუსეთში გახარიას ბიზნეს ინტერესებზე საუბრობს

30 იან 2019
ადამ კინზინგერი: ბრძნული იქნებოდა თუ საქართველო ჩაკეტავდა საზღვარს

ადამ კინზინგერი: ბრძნული იქნებოდა თუ საქართველო ჩაკეტავდა საზღვარს

ნინო ჩხეიძე 25 სექ 2022
“ვალდებულები ვართ, საქართველოს ყველა მოკავშირეს და მეგობარს კიდევ ერთხელ შევახსენოთ, თუ როგორი დესპოტური და კაცთმოძულე ხელისუფლების პირობებში მოუწია ქართულ საზოგადოებას 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე ცხოვრება”

“ვალდებულები ვართ, საქართველოს ყველა მოკავშირეს და მეგობარს კიდევ ერთხელ შევახსენოთ, თუ როგორი დესპოტური და კაცთმოძულე ხელისუფლების პირობებში მოუწია ქართულ საზოგადოებას 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე ცხოვრება”

ნინო ჩხეიძე 01 ოქტ 2020

უახლესი ამბები

  • მედია: ყაზახეთმა ბაიკონურის კოსმოდრომის რუსული ოპერატორის ქონება დააყადაღა

    მედია: ყაზახეთმა ბაიკონურის კოსმოდრომის რუსული ოპერატორის ქონება დააყადაღა

  • ISW: „ვაგნერმა“ შესაძლოა, დაქირავებული პატიმრების უმეტესობა დაკარგოს

    ISW: „ვაგნერმა“ შესაძლოა, დაქირავებული პატიმრების უმეტესობა დაკარგოს

  • ულამაზესი ქალბატონი ქუთაისიდან, რომელიც ნებისმიერ მოდის ჟურნალს დაამშვენებდა – ვიდეო

    ულამაზესი ქალბატონი ქუთაისიდან, რომელიც ნებისმიერ მოდის ჟურნალს დაამშვენებდა – ვიდეო

  • გიორგი კეკელიძე: ალბათ დადგა დრო, ვთქვა მთავარი

    გიორგი კეკელიძე: ალბათ დადგა დრო, ვთქვა მთავარი

  • მედია: დეფიციტი, ხარისხის შემცირება, კორუფციის რისკები – რა შეიძლება მოჰყვეს ფასების რეგულირებას

    მედია: დეფიციტი, ხარისხის შემცირება, კორუფციის რისკები – რა შეიძლება მოჰყვეს ფასების რეგულირებას

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: ყირიმიდან უკვე დაიწყო ტერორისტული სახელმწიფოს ყველაზე შორსმჭვრეტელი ვირთხების მიგრაცია

    ვოლოდიმირ ზელენსკი: ყირიმიდან უკვე დაიწყო ტერორისტული სახელმწიფოს ყველაზე შორსმჭვრეტელი ვირთხების მიგრაცია

  • კრემლი: რუსეთი და ჩინეთი ერთობლივი სამხედრო წვრთნებს რეგულარულად ჩაატარებენ

    კრემლი: რუსეთი და ჩინეთი ერთობლივი სამხედრო წვრთნებს რეგულარულად ჩაატარებენ

  • ბოლნისის მუნიციპალიტეტში 9 წლის ბავშვს ეძებენ

    ბოლნისის მუნიციპალიტეტში 9 წლის ბავშვს ეძებენ

  • სერგეი ლავროვი: რუსეთ-ჩინეთის მოლაპარაკებების წარმატება ამერიკელების საქმე არ არის

    სერგეი ლავროვი: რუსეთ-ჩინეთის მოლაპარაკებების წარმატება ამერიკელების საქმე არ არის

  • ხვიჩია: უხერხული ხომ არ არის, ჯარში, სადაც ჩვენი არცერთი კოლეგა შვილს არ უშვებს, სხვისი შვილები იძულებით გავუშვათ?

    ხვიჩია: უხერხული ხომ არ არის, ჯარში, სადაც ჩვენი არცერთი კოლეგა შვილს არ უშვებს, სხვისი შვილები იძულებით გავუშვათ?

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge