NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»სვეტლანა მუსიიაკა: სიაში არიან საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის ივანიშვილი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ან მისი ახლო გარემოცვა აუცილებლად იქნება სანქცირებული

სვეტლანა მუსიიაკა: სიაში არიან საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის ივანიშვილი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ან მისი ახლო გარემოცვა აუცილებლად იქნება სანქცირებული

29 სექ 2022 პოლიტიკა 513 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ სიაში არიან საქართველოს მოქალაქეებიც, მათ შორის, არის ივანიშვილი და მასთან დაკავშირებული რამდენიმე სხვა ადამიანი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის ან მისი ახლო გარემოცვა აუცილებლად იქნება სანქცირებული. ეს მხოლოდ წინასწარი ვარაუდია, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სასანქციო სიის შემუშავების პროცესში მონაწილე ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის, უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის წარმომადგენელმა, სვეტლანა მუსიიაკამ განაცხადა.

მისი განმარტებით, სანქცირებულთა საბოლოო სიის დამტკიცებამდე ბევრი სამართლებრივი პროცედურაა გასავლელი, რაც იმას ნიშნავს, რომ საბოლოო სიის შემადგენლობა შეიცვლება.

ამასთან, სვეტლანა მუსიიაკას ინფორმაციით, ამ დროისთვის სასანქციო სიაში, მსოფლიოს მასშტაბით, 19 ათასამდე ადამიანია შეყვანილი.

„სანქცირების პროცესი უკრაინის კანონმდებლობით რეგულირდება. ახლა ჩვენ გვაქვს სანქციების სიის შედგენის საწყისი ეტაპი – ეს არის ე.წ. სანქციების სია კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს მიერ. სწორედ მათ შეადგინეს პიროვნებებისა და იურიდიული პირების სია, რომლებიც შეიძლება გახდნენ სანქციების სამიზნეები. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ მიერ სიაში შეყვანილი ყველა ადამიანი დასანქცირდება. ეს მხოლოდ ვარაუდია, რომელიც დაფუძნებულია ანალიზზე, შესწავლილ დოკუმენტაციაზე.

ამის შემდეგ გადავდივართ იურიდიულ ეტაპზე. სანქციების შესახებ უკრაინის კანონის მიხედვით, მინისტრთა კაბინეტმა და სხვა სახელმწიფო უწყებებმა, მათ შორის, უსაფრთხოების სამსახურმა, ეროვნული ბანკმა წინადადებით უნდა მიმართონ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს, რათა მან გაავრცელოს სანქციები ადამიანებსა და იურიდიულ პირებზე. ეს საბჭო განიხილავს ამ წინადადებას და ეთანხმება ან არ ეთანხმება მას იმის მიხედვით, რამდენად მყარი სამართლებრივი საფუძველი აქვს ამას. შემდეგ ეტაპზე უკვე უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო თავის გადაწყვეტილებას წარუდგენს პრეზიდენტს და მხოლოდ პრეზიდენტს შეუძლია სანქციების სიასთან დაკავშირებით სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღება. მხოლოდ მისი გადაწყვეტილება აღინიშნება, როგორც ლეგალური პროცესის დასაწყისი ადამიანების ან იურიდიული პირების სანქცირებისთვის…

რაც შეეხება იმ ადამიანების სიას, რომლებიც შესაძლოა დაექვემდებარონ სანქციებს, აქ არის, დაახლოებით, 19 ათასი ადამიანი მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის რუსეთის ფედერაციიდან და სხვა ქვეყნებიდან, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე“, – განაცხადა ინტერვიუში სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წარმომადგენელმა.

რაც შეეხება უშუალოდ საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაში ასე შედიან, სვეტლანა მუსიიაკას ინფორმაციით, ამ ეტაპზე სანქციები საქართველოს არც ერთ მოქალაქესთან მიმართებაში არ არის შემოღებული.

„მე შევხედე უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტის საბოლოო გადაწყვეტილებებს სანქციებთან დაკავშირებით და ისინი არ ეხება საქართველოს მოქალაქეებს, ანუ სანქციები არ არის დაწესებული საქართველოს მოქალაქეებზე და შეიძლება არც დაწესდეს, თუმცა კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ფართო სიაში არიან საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის, არის ივანიშვილი და მასთან დაკავშირებული რამდენიმე სხვა ადამიანი, მაგრამ, კიდევ ერთხელ განვმეორდები და ვიტყვი, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის ან მისი ახლო გარემოცვა აუცილებლად იქნება სანქცირებული. ეს მხოლოდ წინასწარი ვარაუდია“, – აღნიშნა სვეტლანა მუსიიაკამ.

კომენტარები

TOP ბიძინა ივანიშვილი სანქცირები სვეტლანა მუსიიაკა 2022-09-29
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ბიძინა ივანიშვილი სანქცირები სვეტლანა მუსიიაკა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ცნობილი რეპერი ქულიო 59 წლის ასაკში გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

ავსტრიის ელჩი თომას მიულმანი: ვგმობთ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს აფხაზეთში

მსგავსი სტატიები

სალომე ზურაბიშვილი: რუსეთი უნდა დარწმუნდეს, რომ მისი აგრესიული ქმედებები და მუქარით აღსავსე ტონი არანაირ გავლენას არ ახდენს ჩვენს ორიენტაციაზე

სალომე ზურაბიშვილი: რუსეთი უნდა დარწმუნდეს, რომ მისი აგრესიული ქმედებები და მუქარით აღსავსე ტონი არანაირ გავლენას არ ახდენს ჩვენს ორიენტაციაზე

ნინო ჩხეიძე 30 აპრ 2023

ზურაბიშვილი: „არა ვარ კათოლიკე, ვარ მართმადიანი“

სოსო ელისაშვილი 03 ოქტ 2018
დეპოლარიზაცია რომ მოხდეს, საჭიროა 20 ივნისთან დაკავშირებით ფურცელი გადაიშალოს

დეპოლარიზაცია რომ მოხდეს, საჭიროა 20 ივნისთან დაკავშირებით ფურცელი გადაიშალოს

ირაკლი შალიკაშვილი 29 აპრ 2021

უახლესი ამბები

  • ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

    ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

  • გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

    გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

  • ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

    ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

  • მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

    მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

  • გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

    გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

  • ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

    ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

  • ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

    ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

  • „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

    „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

  • სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

  • კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

    კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge