NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მსოფლიო»იენს სტოლტენბერგი: ნატო უკრაინას უწევს დახმარებას და ეს ომში მონაწილეობას არ ნიშნავს, პუტინს კი სურს წარმოაჩინოს, რომ …

იენს სტოლტენბერგი: ნატო უკრაინას უწევს დახმარებას და ეს ომში მონაწილეობას არ ნიშნავს, პუტინს კი სურს წარმოაჩინოს, რომ …

28 სექ 2022 მსოფლიო 256 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თუ არ გვექნება სათანადო რეაქცია რუსეთის სასტიკ შეჭრაზე უკრაინაში, არამარტო უკრაინისთვის გაიზრდება საფრთხე, არამედ ჩვენი უსაფრთხოებაც შეირყევა, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროპაში ფართომასშტაბიანი ომი, თავიდან უნდა ავიცილოთ.

„პუტინის და ყველა ავტორიტარული ლიდერისთვის ეს იქნება ნიშანი იმის, რომ თუ ისინი გამოიყენებენ სამხედრო ძალას, დაარღვევენ საერთაშორისო სამართალს ისინი მიიღებენ იმას, რაც სურთ. ეს ცუდია უკრაინისთვის, მაგრამ ასევე ცუდი ჩვენთვისაც. ამიტომ ვაძლიერებთ უკრაინის მხარდაჭერას. რუსეთი ენერგორესურსებს იყენებს პოლიტიკურ იარაღად, ენერგორესურსებს იყენებს სამხედრო კონფლიქტის დროს ინსტრუმენტად. გაზრდილია ფასები ენერგორესურსებზე, გაზრდილია ინფლაცია. პირველი და უმთავრესი გზავნილი უკრაინის ძლიერი მხარდაჭერაა. მეორე გზავნილია – გავაკეთოთ ყველაფერი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. ის ომი, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს ცუდია და არის უკრაინელი ხალხის ტრაგედია, მაგრამ რა თქმა უნდა ფართომასშტაბიანი ომი ნატოსა და რუსეთს შორის კიდევ უფრო ცუდი იქნება. ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ ევროპაში ფართომასშტაბიანი ომი. ჩვენ ამას ვაკეთებთ, რადგან ნატოს წევრები არ არიან ომის მონაწილეები. ჩვენ უკრაინას ვეხმარებით დაიცვას საკუთარი ტერიტორია, რისი უფლებაც ქვეყანას გაეროს წესდების მიხედვით აქვს. ნატოს ჯარები არ დგანან უკრაინაში, ნატოს თვითმფრინავები არ არიან ჰაერში. ნატო უკრაინას უწევს დახმარებას და ეს ომში მონაწილეობას არ ნიშნავს. პუტინს სურს წარმოაჩინოს, რომ ეს არის ომი რუსეთს და ნატოს, დასავლური სამყაროს შორის. ეს არ არის ნატოსა და რუსეთს შორის ომი. ეს არის რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. თავიდან უნდა ავიცილოთ კონფლიქტის ესკალაცია ნატოს ტერიტორიაზე რუსეთისთვის ძალიან მკაფიო სიგნალის გაგზავნით. თუ აგრესია განხორციელდება ნატოს წევრ ქვეყანაზე, მაშინ ეს გამოუწვევს ალიანსის პასუხისმგებლობას. ჩვენ გავზარდეთ ნატოს სამხედრო ძალების რაოდენობა განსაკუთრებით აღმოსავლეთით. ამას ვაკეთებთ არა კონფლიქტის გამოსაწვევად, არამედ კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად. ნატოს ამოცანა მშვიდობის უზრუნველყოფაა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

კომენტარები

TOP იენს სტოლტენბერგი ნატო უკრაინა 2022-09-28
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP იენს სტოლტენბერგი ნატო უკრაინა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საქართველო გმობს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ დადგმულ უკანონო რეფერენდუმებს

შემდეგი სტატია

შალვა შავგულიძე: „ქართული ოცნება“ სახალხო დამცველის პოსტზე თავისი კანდიდატის „გაყვანას“ შეეცდება

მსგავსი სტატიები

ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს „ყასაბი“ უწოდა

ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს „ყასაბი“ უწოდა

ნინო ჩხეიძე 26 მარ 2022

“ერთი დღე მანქანების გარეშე” – პარიზი

02 ოქტ 2017
რომის პაპმა ფრანცისკე: ვევედრები ვლადიმერ პუტინს, შეაჩეროს ძალადობისა და სიკვდილის ეს სპირალი

რომის პაპმა ფრანცისკე: ვევედრები ვლადიმერ პუტინს, შეაჩეროს ძალადობისა და სიკვდილის ეს სპირალი

ნინო ჩხეიძე 02 ოქტ 2022

უახლესი ამბები

  • სერგეი ლავროვი: მადლობა ღმერთს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ადგენს საქართველოს განვითარების კურსს

    სერგეი ლავროვი: მადლობა ღმერთს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ადგენს საქართველოს განვითარების კურსს

  • გიგა ბოკერია: ლავროვის განცხადებები იმის დასტურია, რომ …

    გიგა ბოკერია: ლავროვის განცხადებები იმის დასტურია, რომ …

  • გიორგი გახარია: პირდაპირი ფრენების გახსნა მხოლოდ ამყარებს საქართველოს სახიფათო ალიანსს პუტინის რუსეთთან

    გიორგი გახარია: პირდაპირი ფრენების გახსნა მხოლოდ ამყარებს საქართველოს სახიფათო ალიანსს პუტინის რუსეთთან

  • მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სასამართლოში იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის დაკითხვას ითხოვს

    მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სასამართლოში იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის დაკითხვას ითხოვს

  • ოთარ იოსელიანი: რუსეთმა თავისი სიველურე გამოაჩინა, უკრაინასთან ომის დაწყება ფსიქიკურად შერყეულ ადამიანს შეეძლო წამოეწყო

    ოთარ იოსელიანი: რუსეთმა თავისი სიველურე გამოაჩინა, უკრაინასთან ომის დაწყება ფსიქიკურად შერყეულ ადამიანს შეეძლო წამოეწყო

  • გაზრდილი მოთხოვნა „ტოიოტას“ ბრენდის ავტომობილებზე – „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ წარმატებული 2022 წელი

    გაზრდილი მოთხოვნა „ტოიოტას“ ბრენდის ავტომობილებზე – „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ წარმატებული 2022 წელი

  • მედია: მერაბ ნინიძე ედვარდ ბერგერის ახალ ფილმ „კონკლავში“ ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს

    მედია: მერაბ ნინიძე ედვარდ ბერგერის ახალ ფილმ „კონკლავში“ ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს

  • ქეთი დევდარიანი: მექსიკის საზღვართან ქართველების სიმრავლეც აჩვენებს, რომ …

    ქეთი დევდარიანი: მექსიკის საზღვართან ქართველების სიმრავლეც აჩვენებს, რომ …

  • ხმაური ჯანდაცვის სამინისტროში – დიაბეტიანი ბავშვების მშობლები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

    ხმაური ჯანდაცვის სამინისტროში – დიაბეტიანი ბავშვების მშობლები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

  • მატეუშ მორავეცკი: …ეს იქნება ძალიან მძიმე შეტევა

    მატეუშ მორავეცკი: …ეს იქნება ძალიან მძიმე შეტევა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge