NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მსოფლიო»ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის მიღება შესთავაზა

ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის მიღება შესთავაზა

28 სექ 2022 მსოფლიო 164 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნებს შესთავაზა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის მიღება უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის მიერ არაღიარებული რეფერენდუმების ჩატარებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ოთხშაბათს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურმა ლიდერმა, ჟოზეპ ბორელმა განაცხადეს.

ევროკავშირის ლიდერებმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე გამართულ კენჭისყრას ფსევდო-რეფერენდუმები უწოდეს და აღნიშნეს, რომ გამოცხადებული შედეგები, რომლის მიხედვითაც უკრაინის ოთხი რეგიონის მაცხოვრებლებმა, სავარაუდოდ, ხმა მისცეს რუსეთთან შეერთებას, – არასოდეს იქნება აღიარებული ევროკავშირის ქვეყნების მიერ.

უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი რუსული აგრესიის დაწყებიდან რიგით მერვე სანქციების პაკეტი რუსული საქონლის იმპორტის შემდგომი შეზღუდვებს ითვალისწინებს. ევროკომისიის გათვლებით, სანქციათა მორიგი პაკეტის შედეგად რუსეთის ბიუჯეტი მინიმუმ 7 მილიარდი დოლარის შემოსავალს დაკარგავს. ჯერჯერობით კონკრეტული საქონლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, მაგრამ უფრო ადრე არაერთი მედიასაშუალება აცხადებდა, რომ ეს შეიძლება იყოს გადაუმუშავებელი ბრილიანტები.

გარდა ამისა, შემოთავაზებულია რუსეთიდან იმპორტის ახალი შეზღუდვების შემოღებაც, კერძოდ ელექტრონიკასა და მთელი რიგ ქიმიკატებზე. ასევე ევროკავშირის მოქალაქეებს რუსეთის სახელმწიფო კორპორაციების დირექტორთა საბჭოებში პოზიციების დაკავება აეკრძალებათ.

ასევე მოსალოდნელია სანქციების ქვეშ მყოფი ფიზიკური და იურიდიული პირების სიების გაფართოება.

ევროკომისიის წინადადებას ახლა ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის წარმომადგენლები განიხილავენ, სანქციების დასამტკიცებლად კონსენსუსია საჭირო.

შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ე.წ. რეფერენდუმებთან დაკავშირებით რუსეთის მიმართ უახლოეს მომავალში ახალ სანქციებს აამოქმედებს.

კომენტარები

ევროკავშირი ევროკომისია ურსულა ფონ დერ ლაიენი 2022-09-28
ნინო ჩხეიძე
Tags ევროკავშირი ევროკომისია ურსულა ფონ დერ ლაიენი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თაკო ჩარკვიანი: დავიჯერო წამზომის ხმა არ გესმით?! დაყრუვდი ჩემო საქართველოვ?!

შემდეგი სტატია

ასლან ბჟანია: ჩვენს ურთიერთობებს ახალი ბიძგი მიეცა – იმედი მაქვს, ნაბიჯ-ნაბიჯ მივალთ აღიარებამდე

მსგავსი სტატიები

ვოლოდიმირ ზელენსკი: ოკუპანტებმა ზუსტად იციან, რომ სვიატოჰირსკის ლავრის ტერიტორიას 300 მოქალაქე, მათ შორის 60 ბავშვი აფარებს

ვოლოდიმირ ზელენსკი: ოკუპანტებმა ზუსტად იციან, რომ სვიატოჰირსკის ლავრის ტერიტორიას 300 მოქალაქე, მათ შორის 60 ბავშვი აფარებს

ნინო ჩხეიძე 04 ივნ 2022
უკრაინის თავდაცვის უწყება: უკრაინამ ტყვეთა გაცვლის შედეგად 95 “აზოვსტალის” დამცველი დაიბრუნა, მათ შორის 43 “აზოვის პოლკის” სამხედროა

უკრაინის თავდაცვის უწყება: უკრაინამ ტყვეთა გაცვლის შედეგად 95 “აზოვსტალის” დამცველი დაიბრუნა, მათ შორის 43 “აზოვის პოლკის” სამხედროა

ნინო ჩხეიძე 29 ივნ 2022

პიკემ და გვარდიოლამ კატალონიის რეფერენდუმში მიიღეს მონაწილეობა

01 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

    მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

  • ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

    ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

  • ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

    ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

  • ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

    ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

  • დღე ისტორიაში – 27 იანვარი

    დღე ისტორიაში – 27 იანვარი

  • ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

    ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

  • ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

    ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

  • გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

    გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

  • რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

    რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

  • აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

    აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge