პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ბელორუსიის ლიდერის ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს „ტვიტერში“ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის აშკარა დარღვევაა.
„მკაცრად ვგმობ პრეზიდენტ ლუკაშენკოს ვიზიტს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში. ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის აშკარა დარღვევა, რომელსაც მკაცრი პასუხი უნდა გაეცეს საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. ჩვენ ყველა მტკიცედ უნდა დავდგეთ ასეთი დარღვევების წინააღმდეგ!“, – წერს გიორგი გახარია.
კომენტარები