ამერიკელი მსახიობი, ფილანტროპი, ავტორი და მომღერალი დღეს იუბილარია. გვინეტ პელტროუ ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქალია. მიუხედავად იმისა, რომ მკაცრ, უხასიათო და ქედმაღალ უფროსადაც მოიხსენიებენ ყოფილი თანამშრომლები, ფაქტია, რომ უკვე ორ დეკადაზე მეტია გვინეტი აქტუალობას არ კარგავს და თავის ხიბლს ამ ასაკშიც ინარჩუნებს.
პელტროუ კალიფორნიაში, კინორეჟისორ ბრიუს პელტროუს ოჯახში დაიბადა. იგი სანტა-მონიკაში სწავლობდა ხელოვნების ისტორიას. გვინეტმა ფილმებში თამაში 17 წლიდან დაიწყო, თუმცა მან დიდ კარიერულ წარმატებას 1995 წლიდან მიაღწია, როდესაც მონაწილეობა მიიღო დევიდ ფინჩერის ლეგენდარულ თრილერში “შვიდი”. ამავე პერიოდში ხვდებოდა ბრედ პიტს. ეს ურთიერთობა 90-იანი წლების გამორჩეულ სიმბოლოდ და ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ სასიყვარულო ისტორიად იქცა. ბრედთან დაშორების შემდეგ გვინეტს გახმაურებული რომანი ჰქონდა ბენ აფლეკთანაც, რომელსაც სამი წელი ხვდებოდა.
ამას გარდა, პელტროუმ ისეთ ფილმებში ითამაშა, როგორიცაა “შეყვარებული შექსპირი”, “ნიჭიერი მისტერ რიპლი”, “ტენენბაუმების ოჯახი”. დიდი პოპულარობა მოიპოვა მას შემდეგ, რაც მარველის კინოსამყაროს შეუერთდა. პელტროუს ორი შვილი ჰყავს და ამჟამად ბრედ ფელჩაკზეა დაქორწინებული.
წყარო: imdb.com
ფოტო: variety.com
კომენტარები