NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»“JCB კავკასია“ – Tegeta Construction Equipment-ის რეგიონული ღონისძიება ბათუმში

“JCB კავკასია“ – Tegeta Construction Equipment-ის რეგიონული ღონისძიება ბათუმში

26 სექ 2022 ბიზნესი 289 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

• ბრიტანული პრემიუმ ბრენდის სპეცტექნიკის ექსკლუზიური სანახაობა – JCB Dancing Diggers შოუ რეგიონში პირველად გაიმართა.
• Tegeta Construction Equipment-მა ბათუმში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ 200-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლა.
25 სექტემბერი. ბათუმი. საქართველო. „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Tegeta Construction Equipment, რომელიც სამშენებლო ტექნიკის პრემიუმ ბრენდს, JCB-ის, ექსკლუზიურად წარმოადგენს რეგიონში, ბიზნესპარტნიორებსა და კორპორაციულ კლიენტებს საქართველოში უმასპინძლა.
სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის კომპანიის ბათუმის ფილიალში სამშენებლო და საგზაო ტექნიკის ექსპო მოეწყო. ორდღიან ღონისძიებაზე დასასწრებად, რამდენიმე ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრები JCB-ის გამორჩეულ მოდელებსა და შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნენ.
გიორგი ბერიძე, „Tegeta Construction Equipment“-ის დირექტორი: ,,მოხარულები ვართ, რომ ვმასპინძლობთ ღონისძიებას, სადაც ჩვენი პარტნიორები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ. ბრიტანული ბრენდი, JCB, რომელსაც თითქმის საუკუნოვანი გამოცდილება აქვს, მთელ მსოფლიოში ხარისხის ეტალონად ითვლება. მაღალი კლასის სამშენებლო და სპეცტექნიკის მწარმოებელს კავკასიაში Tegeta Construction Equipment ოფიციალურად წარმოადგენს. უკვე წლებია, რაც ჩვენი კომპანია რეგიონში წარმატებით ოპერირებს. გვინდა, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმაოთ და ვფიქრობთ, მსგავსი ღონისძიებები კარგი შესაძლებლობაა თანამშრომლობის გაფართოების, გამოცდილების გაზიარებისა და ბიზნესის განვითარებისათვის.“
,,JCB კავკასიის“ მასშტაბური რეგიონული ღონისძიების კულმინაციური ნაწილი JCB Dancing Diggers შოუ იყო. სანახაობა, რომელიც მთელ მსოფლიოში პოპულარობით სარგებლობს და ათასობით გულშემატკივარი ჰყავს, რეგიონში პირველად, Tegeta Construction Equipment-ის სტუმრებისთვის გაიმართა. ამისათვის JCB-ის სადემონსტრაციო გუნდის წევრები ბრიტანეთიდან საგანგებოდ ჩამოვიდნენ. ბათუმში, თეგეტას ფილიალში შეკრებილმა სტუმრებმა ,,მოცეკვავე“ სპეცტექნიკა იხილეს.

შთამბეჭდავი იყო JCB-ის წარმოების ინოვაციური და უნიკალური ბორბლიანი ექსკავატორის, Hydradig-ის დემო შოუც, რომლის დროსაც მაღალი კლასის ტექნიკის შესაძლებლობები და უპირატესობები უფრო თვალსაჩინოდ გამოჩნდა.
პარალელურად, ,,JCB კავკასიის“ დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე დაეთვალიერებინათ ბრიტანული ბრენდის სხვადასხვა დანიშნულების სპეცტექნიკა. მათ შორის იყო 3CX ექსკავატორ-დამტვირთველი. ეს არის JCB-ის ინოვაციური გამოგონება, რომელიც 1953 წელს შეიქმნა. დღეს კი უკვე 750 000-ზე მეტ გაყიდულ ერთეულს ითვლის.
ღონისძიებაზე ასევე მოეწყო სპეციალური, ეკო კუთხე, სადაც ბრიტანული ბრენდის ელექტროტექნიკა განათავსეს. სტუმრებისათვის წარმოდგენილი იყო JCB-ის სრულად ელექტრიფიცირებული ამწე პლატფორმა, ნულოვანი გამონაბოლქვით. საერთაშორისო მასშტაბით, სამშენებლო ტექნიკის მწარმოებელ კომპანიებს შორის, JCB-ის, ელექტრო სპეცტექნიკის წარმოების ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს.
ღონისძიებაზე დასასწრებად საქართველოს ეწვივნენ JCB-ის სათავო ოფისის წარმომადგენლები გაერთიანებული სამეფოდან. ასევე ბათუმში ჩამოვიდნენ Tegeta Construction Equipment“-ის ბიზნესპარტნიორები გერმანიიდან, შვედეთიდან, ჩეხეთიდან და ყაზახეთიდან.
სვეტლანა პეტროვა, JCB-ის რეგიონალური დირექტორი: „თეგეტასა“ და „JCB“-ის ბევრი საერთო აქვთ, – მაღალი სტანდარტი და საუკეთესო ხარისხი. ვფიქრობ, ძალიან გაგვიმართალა 2007 წელს, როდესაც Tegeta Construction Equipment-თან დავიწყეთ თანამშრომლობა. მსოფლიოში პოპულარული JCB Dancing Diggers შოუ პირველია რეგიონში და ნამდვილად საუკეთესოდ, ბრიტანული ბრენდის სტანდარტებით იყო შესრულებული, რისთვისაც მინდა მთელ გუნდს მადლობა გადავუხადო“.
საქართველოს ზღვისპირა ქალაქში სპეციალურად ჩამოვიდნენ სტუმრები მეზობელი სახელმწიფოებიდანაც, – სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, სადაც ბრიტანული ბრენდის ოფიციალური დილერი Tegeta Construction Equipment-ია. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო მასშტაბით ბრიტანულ კომპანიას 750 დილერი ჰყავს.
,,JCB კავკასია“ ბათუმში 24-25 სექტემბერს გაიმართა.

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია Tegeta Construction Equipment ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს. ის ბრიტანული უმსხვილესი სამშენებლო ტექნიკის ბრენდის, JCB-ის ოფიციალური დილერია საქართველოში, სომხეთს და აზერბაიჯანში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სამშენებლო და საგზაო ტექნიკას სრული საგარანტიო მომსახურებით, ასევე ნებისმიერი სამშენებლო ტექნიკის სერვისსა და სათადარიგო ნაწილებს.

კომენტარები

TOP თეგეტა ჰოლდინგი 2022-09-26
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP თეგეტა ჰოლდინგი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მედია: გასულ კვირას ზემო ლარსის გავლით რუსეთ-საქართველოს საზღვარი ორივე მიმართულებით 37 500-მა ავტომობილმა და 115 000-მა ადამიანმა გადაკვეთა, რაც წინა კვირასთან შედარებით 23.3%-ით მეტია

შემდეგი სტატია

რუსეთში გაყიდვაში გამოჩნდა ეზოთერული სანთლები სახელად „დამივიწყე კომისარიატო“

მსგავსი სტატიები

თიბისიმ პროექტ ჩართეს ბენეფიციარებისთვის პროფესიული მასტერკლასი ჩაატარა

თიბისიმ პროექტ ჩართეს ბენეფიციარებისთვის პროფესიული მასტერკლასი ჩაატარა

ნინო ჩხეიძე 02 მარ 2023
გიორგი ვაშაძე პრემიერს: თქვენ რომ არ გიჭირთ, რომ გილხინთ, კორუფციული სქემები რომ გაქვთ და დიდი შემოსავალი, ამიტომ ფიქრობთ, რომ ყველა დალხენილად ცხოვრობს

გიორგი ვაშაძე პრემიერს: თქვენ რომ არ გიჭირთ, რომ გილხინთ, კორუფციული სქემები რომ გაქვთ და დიდი შემოსავალი, ამიტომ ფიქრობთ, რომ ყველა დალხენილად ცხოვრობს

ნინო ჩხეიძე 28 მარ 2022
საქართველოს ბანკის Data Challenge-ის დავალებაზე მუშაობა უკვე დაიწყო

საქართველოს ბანკის Data Challenge-ის დავალებაზე მუშაობა უკვე დაიწყო

თამუნა 24 ნოე 2022

უახლესი ამბები

  • მამუკა მდინარაძე: რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ… ახია ჩვენზე, იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა ქალბატონი სალომე

    მამუკა მდინარაძე: რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ… ახია ჩვენზე, იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა ქალბატონი სალომე

  • გიგა ბოკერია: ეს ბიჭი შეირჩა იმ ნიშნით, რომ ჩათვალეს მისი დემონიზება ადვილი იქნებოდა

    გიგა ბოკერია: ეს ბიჭი შეირჩა იმ ნიშნით, რომ ჩათვალეს მისი დემონიზება ადვილი იქნებოდა

  • ისტორიული ფოტო

    ისტორიული ფოტო

  • დმიტრი მურატოვი: რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდა ამზადებს ხალხს იფიქრონ, რომ ბირთვული ომი ცუდი არ არის

    დმიტრი მურატოვი: რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდა ამზადებს ხალხს იფიქრონ, რომ ბირთვული ომი ცუდი არ არის

  • გიორგი ვაშაძე: დეოლიგარქიზაციის კანონი არის იმისთვის, რომ ისევ და ისევ ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენონ – აქ გვჭირდება ისეთივე ერთიანობა, როგორც გვქონდა რუსულ კანონთან დაკავშირებით

    გიორგი ვაშაძე: დეოლიგარქიზაციის კანონი არის იმისთვის, რომ ისევ და ისევ ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენონ – აქ გვჭირდება ისეთივე ერთიანობა, როგორც გვქონდა რუსულ კანონთან დაკავშირებით

  • საქართველოს ბანკი სავაჭრო პალატასთან პარტნიორობით პროექტის ,,უფასო ვებგვერდი ბიზნესს“ მეორე ეტაპს აგრძელებს

    საქართველოს ბანკი სავაჭრო პალატასთან პარტნიორობით პროექტის ,,უფასო ვებგვერდი ბიზნესს“ მეორე ეტაპს აგრძელებს

  • Porsche Driver Experience – პორშეს ახალი კონცეფციის დებიუტი „კაიენში

    Porsche Driver Experience – პორშეს ახალი კონცეფციის დებიუტი „კაიენში

  • რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას არ დავუშვებთ

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას არ დავუშვებთ

  • თიბისი კონცეპტში ინტერდისციპლინური კულტურის ფესტივალი “ხიდი: თბილისი – ციურიხი” ტარდება

    თიბისი კონცეპტში ინტერდისციპლინური კულტურის ფესტივალი “ხიდი: თბილისი – ციურიხი” ტარდება

  • ზაზა პაპუაშვილი: ეს სადავე საზოგადოებამ უნდა აიღოს ხელში

    ზაზა პაპუაშვილი: ეს სადავე საზოგადოებამ უნდა აიღოს ხელში

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge