სიბრაზე ნორმალური, ადამიანური გრძნობაა, რომელსაც, შესაძლოა, დადებითი ეფექტიც კი ჰქონდეს პიროვნების ცხოვრებაზე, თუ მან იცის, როგორ გამოიყენოს და გარდაქმნას სასარგებლოდ ბრაზთან დაკვშირებული პრობლემები. ზოგჯერ უარყოფითი გრძნობები ემოციური სასწვავის როლს ასრულებს და ადამიანს მოტივაციას აძლევს. თუმცა, როდესაც ბრაზი აგრესიაში გადაიზრდება საშიში ხდება, რადგან მან ისეთი რამის თქმა ან გაკეთება შეიძლება გვაიძულოს, რასაც მომავალში ვინანებთ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი თავის და ემოციების კონტროლი, რაც, რა თქმა უნდა, მარტივი არ არის და ბევრ მუშაობას მოითხოვს.
თუ ხართ გაბრეზებული და გრძნობთ მოზღვავებულ აგრესიას, ეცადეთ დაითვალოთ უკუსვლით, თავდაპირველად ეს აბსურდულად მოგეჩვენებათ, მაგრამ როდესაც ფოკუსირდებით კონკრეტულ საქმეზე, მაშინ თქვენი სიბრაზის საგანი თქვენზე გავლენას დაკარგავს და დამშვიდდებით.
ისუნთქეთ ღრმად და იარეთ ნელა. იმოძრავეთ და ჩაისუნთქეთ სუფთა ჰაერი, რაც თქვენს გონებას უკეთ ფუნქციონირებას შეუწყობს ხელს. ზოგჯერ ბრაზი და პანიკა ერთმანეთს მოსდევს. ეს უკანასკნელი არანაკლებ საყურადღებოა, ამიტომ კარგი იქნება, თუ საკუთარი თავის ხელში აყვანას თავადვე მოახერხებთ. გაიმეორეთ სიტყვები, რომლებიც სიმშვიდის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. ეს, შესაძლოა, იყოს მარტივი ფრაზები ან თქვენი საყვარელი გამონათქვამები. ნებისმიერი რამ, რაც რწმენას და სიმშვიდეს გიბრუნებთ.
სიბრაზის ან პანიკის შეტევის დროს შეწყვიტეთ საუბარი, დახუჭეთ თვალები, ჩაისუნთქეთ ღრმად და წარმოიდგინეთ გარემო, რომელშიც სიამოვნებით მოხვდებოდით. ზუსტი ვიზუალიზაცია, მაგალითად, მაღალი მთები, მწვანე მინდორი, ლურჯი ზღვა, დაგეხმარებათ ყურადღების გადატანაში.
თუ მსგავსი პრობლემები ხშირად გაწუხებთ, ეცადეთ ვინმეს ესაუბროთ მათზე ან დაწეროთ ის, რაც დისკომფორტს გიქმნით. თუ ეს ყველაფერიც არ არის საკმარისი და შედეგს ვერ ხედავთ, მაშინ მიმართეთ თერაპევტს, რომლის სეანსებიც დაგეხმარებათ სირთულეებთან გამკლავებაში.
წყარო: healthline.com
ფოტო: unsplash.com
კომენტარები