ჩრდილოეთ ოსეთში, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე რიგში 3 500 მსუბუქი ავტომობილი და 1 300 სატვირთო მანქანაა, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა ირბეკ ტომაევმა განაცხადა.
„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა ავტომობილების ნაკადი საქართველოს მიმართულებით. სატრანზიტო მანქანების საერთო რაოდენობა 4 800-ია, მათ შორის 1 300 სატვირთო მანქანაა, 3 500 კი – მსუბუქი ავტომობილია“, – აღნიშნა ტომაევმა.
მისი თქმით, გასულ კვირას ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გავლით რუსეთ-საქართველოს საზღვარი ორივე მიმართულებით 37 500-მა ავტომობილმა და 115 000-მა ადამიანმა გადაკვეთა, რაც წინა კვირასთან შედარებით 23.3%-ით მეტია.
კომენტარები