NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»სამართალი»ირაკლი ღარიბაშვილი: პროკურატურის სისტემის განვითარება ჩვენი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩვენი უცვლელი პრიორიტეტია

ირაკლი ღარიბაშვილი: პროკურატურის სისტემის განვითარება ჩვენი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩვენი უცვლელი პრიორიტეტია

26 სექ 2022 სამართალი 362 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ძვირფასო სტუმრებო, დიდი პატივია ჩემთვის და ჩვენ ვართ მოხარული, რომ პირველად ვმასპინძლობთ პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის წლიურ 27-ე კონფერენციას და გენერალურ შეხვედრას საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პროკურორთა საერთაშორისო 27-ე წლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პროკურატურის სისტემის განვითარება ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მთავრობის უცვლელი პრიორიტეტია. პრემიერმა ირაკლი შოთაძესა და მის პროფესიონალთა გუნდს მადლობა გადაუხადა.

“მსურს განსაკუთრებით მივესალმო ჩვენს ძვირფას სტუმრებს – პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტს ჩოელ კიუ  ვანგს, გენერალურ მდივანს ჰან მორაალს, ევროჯასტის პრეზიდენტს, ბატონ ლადისლავ ჰამრანს,  გაეროს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მოადგილეს, ქალბატონ ნაჟატ შამემ ხანს და ძალიან ბევრი ქვეყნის პროკურატურების ხელმძღვანელებს, მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე პროფესიონალებსა და მაღალი დონის ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან.

კონფერენციის სათაური – “გლობალური მოვლენები, რომლებმაც შეცვალეს  სისხლის სამართლის მართლმსაჯულების  სისტემები”, ნათლად მეტყველებს იმაზე, თუ რა რთულ, გამოწვევებით სავსე დროში გვიწევს ცხოვრება და საქმიანობა. კორონავირუსის პანდემიით განპირობებული სირთულეების, ახლა უკრაინაში ომი, ევროპის კონტინენტზე საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე საფრთხეების, ასევე ციფრულ ტრანსფორმაციასთან დაკავშირებულ დანაშაულთა, მათ შორის, კრიპტოვალუტის მეშვეობით ფულის გათეთრების თუ კიბერდანაშაულის მზარდი მასშტაბების პირისპირ აშკარაა, რომ დღეს მსოფლიო განახლების რთულ პროცესს გადის; უფრო სამართლიანი, დემოკრატიული, მშვიდობიანი საერთაშორისო საზოგადოების მშენებლობაში სამართალდამცავ ორგანოთა მუშაობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, იქნება ეს ეროვნულ დონეზე თუ საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებში.

პროკურატურის სისტემის განვითარება ჩვენი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩვენი უცვლელი პრიორიტეტია. ჩვენს დროს პროკურატურის დამოუკიდებლობა ქვეყნის უზენაესი კანონით – კონსტიტუციით იქნა აღიარებული და სრულად დამოუკიდებელ ინსტიტუციად ჩამოყალიბდა. მასშტაბური რეფორმების შედეგად საქართველოს პროკურატურა ეფექტიან, ანგარიშვალდებულ და გამჭვირვალე ინსტიტუციად ჩამოყალიბდა და, ამასთან, მუდმივად ვითარდება. მე მინდა, ჩვენს გენერალურ პროკურორს, ბატონ ირაკლი შოთაძეს და მის პროფესიონალთა გუნდს მადლობა გადავუხადო,” – აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, ტრანსფორმაციაში უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო პარტნიორების მუდმივი თანადგომა, როგორიცაა პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია.

“რა თქმა უნდა, ამ ტრანსფორმაციაში უმნიშვნელოვანესია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მუდმივი თანადგომა, თქვენი თანადგომა. განსაკუთრებით ვაფასებთ ისეთ ავტორიტეტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას, როგორიცაა პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია. 180-ზე მეტი ქვეყნის უწყებებთან თუ ინდივიდუალურ წევრებთან თანამშრომლობა, ერთი მხრივ, არსებითია ჩვენი პროკურატურის შემდგომი სრულყოფისათვის, განვითარებისთვის და, ამავდროულად, გვჯერა, რომ თავადაც მნიშვნელოვან როლს ვთამაშობთ სამართლიანი და დემოკრატიული მსოფლიოს მშენებლობაში.

მიმდინარე კონფერენციით და ამ დღეებში დაგეგმილი ღონისძიებებით, მათ შორის,საქართველოს პროკურატურასა და ევროკავშირის პროკურატურას შორის სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმების გაფორმებით კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ ჩვენი საერთო მიზნებისაკენ.

დაბოლოს, მსურს მადლობა გადავუხადო ასოციაციის აღმასრულებელ კომიტეტს მსოფლიო კონფერენციის მასპინძლად საქართველოს პროკურატურის დასახელებისთვის. ეს ჩვენთვის დიდი პატივია. ჩვენ ამას აღვიქვამთ ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმებისა და ინსტიტუციური  განვითარების მნიშვნელოვან აღიარებად. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც დიდი ძალისხმევა გასწია კონფერენციის მაღალ დონეზე ჩასატარებლად. ჩვენი მთავრობის სახელით გპირდებით, რომ მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციასთან   თამაშრომლობის გასაღრმავებლად. წარმატებულ და ნაყოფიერ სამუშაო დღეებს გისურვებთ. დიდი მადლობა!”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კონფერენციის მონაწილეებს აგრეთვე სიტყვით მიმართეს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ და პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტმა ჩეოლ-კიუ ჰუანმა.

ღონისძოებას 60 ქვეყნის 300 პროკურორი და გაეროს, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის (DOJ) სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები და აღნიშნულ სფეროში მომუშავე მაღალი დონის ექსპერტები ესწრებიან. ქვეყნის და საქართველოს პროკურატურის ისტორიაში თბილისი ყოველწლიურ კონფერენციას პირველად მასპინძლობს.

პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია (IAP) 1995 წელს დაარსდა და ასოციაციის წევრია 183 პროკურატურის ორგანო 177 ქვეყნიდან.

კომენტარები

TOP ირაკლი ღარიბაშვილი 2022-09-26
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP ირაკლი ღარიბაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საქართველოში დაინტერესებულმა მხარეებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მომავალი სახალხო დამცველი დამოუკიდებელი ფიგურა იყოს

შემდეგი სტატია

მივესალმები იმას, რომ საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის არჩევის წესი გაწერა

მსგავსი სტატიები

გახარია: „როგორც ჩანს, ეს დაკავებები გაგრძელდება“

გახარია: „როგორც ჩანს, ეს დაკავებები გაგრძელდება“

27 ივნ 2018
ბათუმში ჩადენილი ქურდობის და ქურდობის მცდელობის ფაქტებზე 3 არასრულწლოვანი პასუხისგებაში იქნა მიცემული

ბათუმში ჩადენილი ქურდობის და ქურდობის მცდელობის ფაქტებზე 3 არასრულწლოვანი პასუხისგებაში იქნა მიცემული

25 ივლ 2018

გენერალ სამსონ ქუთათელაძის საქმეზე ბრალდებული გიორგი ჭანტურიას წინასასამართლო სხდომა დღეს განახლდება

28 სექ 2018

უახლესი ამბები

  • ოთარ ყუშანაშვილი ბორის კორჩევნიკოვს ვახტანგ კიკაბიძის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პასუხობს (ვიდეო)

    ოთარ ყუშანაშვილი ბორის კორჩევნიკოვს ვახტანგ კიკაბიძის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პასუხობს (ვიდეო)

  • ფსიქიატრი კორნელიუს კატონა: სააკაშვილს აქვს დემენცია, პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში

    ფსიქიატრი კორნელიუს კატონა: სააკაშვილს აქვს დემენცია, პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში

  • უკრაინის ელჩი ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

    უკრაინის ელჩი ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

  • ბრიტანული დაზვერვა: რუსები ცრუობენ უგლედარსა და ორეხოვის მახლობლად წარმატებებზე

    ბრიტანული დაზვერვა: რუსები ცრუობენ უგლედარსა და ორეხოვის მახლობლად წარმატებებზე

  • შალვა ხაჭაპურიძე: რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა

    შალვა ხაჭაპურიძე: რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა

  • გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

    გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

  • ირანში აზერბაიჯანის საელჩოს თავს დაესხნენ – დაიღუპა 1 ადამიანი

    ირანში აზერბაიჯანის საელჩოს თავს დაესხნენ – დაიღუპა 1 ადამიანი

  • ესტონეთმა უკრაინას, შესაძლოა, კასეტური საბრძოლო მასალა მიაწოდოს

    ესტონეთმა უკრაინას, შესაძლოა, კასეტური საბრძოლო მასალა მიაწოდოს

  • თიბისი IT აკადემიამ 2022 წელს 300-მდე სტუდენტი გადაამზადა

    თიბისი IT აკადემიამ 2022 წელს 300-მდე სტუდენტი გადაამზადა

  • თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა – 2022 წლის შეჯამება

    თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა – 2022 წლის შეჯამება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge