NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»საქართველოს ბანკის მხარდაჭერით UK-Georgia Fintech Forum პირველად გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით UK-Georgia Fintech Forum პირველად გაიმართა

23 სექ 2022 ბიზნესი 365 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

23 სექტემბერი, 2022 – საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და დიდი ბრიტანეთის
საერთაშორისო ვაჭრობის დეპარტამენტის ორგანიზებით საქართველოში პირველად, UK-
Georgia Fintech Forum გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი დიდი ბრიტანეთის
საერთაშორისო ვაჭრობის დეპარტამენტთან ერთად იყო DataFest Tbilisi, საქართველოს
ბანკთან და გრანთ თორნთონთან პარტნიორობით.
ფორუმის მიზანი საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის ფინტექ ინდუსტრიებს შორის
შესაძლო პარტნიორობების განხილვა იყო. ასევე, ფინანსური ტექნოლოგიებისა და
ინოვაციების სფეროების ქართულ და ბრიტანულ ბაზარზე განვითარების მიმოხილვა და
პერსპექტივები.
„საქართველოს ბანკი ფინტექ მიმართულებით და ინოვაციების განვითარების კუთხით
ბევრი საინტერესო ღონისძიების პარტნიორია. ეს შეხვედრაც იყო ძალიან კარგი
შესაძლებლობა, ფინანსური ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროების სპიკერებსა
თუ დამსწრე საზოგადოებას უახლესი ტექნოლოგიური მიღწევები გაეზიარებინა
ერთმანეთისთვის. მოხარული ვართ, რომ გვქონდა შესაძლებლობა, მხარი დაგვეჭირა
ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის, სადაც ჩვენი ქვეყნის ფინტექ ინდუსტრიის
შესახებ დაინტერესებულმა ადამიანებმა ბევრი მნიშვნელოვანი და სასარგებლო
ინფორმაცია მიიღეს“, – აცხადებენ საქართველოს ბანკში.
ფორუმმა ინსპირაციული საუბრებისთვის და პანელური დისკუსიებისთვის თავი
მოუყარა გამორჩეულ ექსპერტებს დიდი ბრიტანეთიდან და საქართველოდან. ფორუმი
სამი სესიისგან შედგებოდა, რომელზეც ისეთი მნიშვნელოვანი და საინტერესო
სპიკერები წარსდგნენ, როგორებიც არიან:
1. მაიკ კინგი, საერთაშორისო ვაჭრობის დეპარტამენტის მთავარი ოპერაციული
დირექტორი, ინვესტიციების ხელმძღვანელი აღმოსავლეთ ევროპისა და
ცენტრალური აზიის მიმართულებით;
2. რობინ ბათლერი, Sturgeon Capital-ის პარტნიორი;
3. ნიშ კოტეჩა, FinBoot-ის თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე;
4. ალპეშ ბ პაიტელი, საერთაშორისო ვაჭრობის დეპარტამენტის ტრანზაქციების
სპეციალისტი;
5. ბრაიან ზენგი, კემბრიჯის ალტერნატიული ფინანსების ცენტრის
თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.
ღონისძიებაზე მომხსენებით ასევე წარსდგნენ: გიორგი კინწურაშვილი- საქართველოს
ბანკის
ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის უფროსი; დავით კიკვიძე- Fintech
ასოციაციის თავმჯდომარე, ვლადიმერ ებანოიძე- საქართველოს ეროვნული ბანკის
FinTech და SupTech განვითარების დეპარტამენტის უფროსი; თორნიკე ასათიანი-
Edumentors-ის თანადამფუძნებელი. ფორუმში მონაწილეობა ასევე მიიღეს ისეთმა
სტარტაპებმა, როგორიცაა: PAYZE, CNICK და სხვა.

კომენტარები

2022-09-23
თამუნა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ორი ლიდერი ტექ კომპანიის – თიბისისა და Glovo-ს პარტნიორობა ცხოვრების გამარტივებისთვის

შემდეგი სტატია

გალტ &თაგარტმა საქართველოს ტურიზმის სექტორზე კონფერენციას უმასპინძლა

მსგავსი სტატიები

თიბისი ბანკმა ახალციხეში ფერმერებისთვის აგროფორუმი გამართა

თიბისი ბანკმა ახალციხეში ფერმერებისთვის აგროფორუმი გამართა

31 აგვ 2018
30%-იანი ქეშბექი პრემიუმ ბრენდებზე – „თეგეტას“ საგაზაფხულო შეთავაზებები

30%-იანი ქეშბექი პრემიუმ ბრენდებზე – „თეგეტას“ საგაზაფხულო შეთავაზებები

ირაკლი შალიკაშვილი 19 აპრ 2022
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მარტვილში საოჯახო სასტუმრო იხსნება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მარტვილში საოჯახო სასტუმრო იხსნება

თამუნა 13 მაი 2022

უახლესი ამბები

  • ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

    ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

  • გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

    გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

  • ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

    ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

  • მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

    მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

  • გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

    გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

  • ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

    ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

  • ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

    ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

  • „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

    „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

  • სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

  • კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

    კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge