NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»შემთხვევა»“მამამ ავარიის საფრთხე რომ იგრძნო, მას გადაჰფარებია თავზე და გადაარჩინა”

“მამამ ავარიის საფრთხე რომ იგრძნო, მას გადაჰფარებია თავზე და გადაარჩინა”

23 სექ 2022 შემთხვევა 655 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

კიდევ ერთი უმძიმესი ავტოსაგზაო შემთხვევა სამტრედიის გზაზე მოხდა. მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი ერთმანეთს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ადგილზე დაიღუპნენ ვანი-ბაღდათის ეპარქიის სასულიერო პირი, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი ალექსი როხვაძე და მისი 8 წლის შვილი. დაშავდნენ, ასევე, გარდაცვლილი სასულიერო პირის მეორე შვილი და ტრაილერის მძღოლი. ისინი ქუთაისში, კლინიკაში არიან გადაყვანილები. ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო ეკიპაჟები, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. გარდაცვლილების ცხედრები უკვე ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

მომხდარს ძალიან განიცდის მოძღვარი, დეკანოზი სტეფანე მაღლაკელიძე, რომელიც წლებია, იცნობს გარდაცვლილ სასულიერო პირს და მის ოჯახს:

– უმძიმესი ტრაგედიაა მომხდარი, ჩვენი ეპარქიის სასულიერო პირი და მისი 8 წლის შვილია გარდაცვლილი. დეკანოზი ალექსი როხვაძე ვანი-ბაღდათის ეპარქიაში მსახურობდა. საიდან მოდიოდა და რა იყო ამ ავარიის გამომწვევი მიზეზი, ჯერ არ ვიცი, უმძიმესი კადრები ვნახე ინტერნეტით, საიდანაც ჩანს, რომ ტრაილერი ერთ მხარეს არის გადაბრუნებული და მსუბუქი მანქანა – მეორე მხარეს. საჭესთან მამაო იჯდა, მანქანაში ესხდნენ შვილები. საშინელზე მეტი მდგომარეობაა, სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, როგორ განვიცდი.

სალონის წინა მხარეს, გვერდზე ეჯდა მეორე შვილი და ეტყობა, მამამ ავარიის საფრთხე რომ იგრძნო, მას გადაჰფარებია თავზე და გადაარჩინა. უკან რომელი ბავშვიც იჯდა, 8 წლის, გარდაცვლილია. ალექსი 5 შვილის მამა იყო, საუკეთესო ადამიანი, საუკეთესო მოძღვარი, დადებითი პიროვნება, ღვთის წინაშე ვამბობ ამ სიტყვებს, მართლაც საოცარი ადამიანი იყო. გარდაცვლილზე ცუდს არ ამბობენო, იტყვიან, მაგრამ 12 წელია, მას ვიცნობ და ერთი უარყოფითი არ შემიძლია ვთქვა. თბილი ურთიერთობა მქონდა და ძალიან განვიცდი. ტაძარში, ხარაჩოზე ვიდექი, ეს საშინელი ამბავი რომ გავიგე და კინაღამ ჩამოვვარდი, ისე განვიცადე.

ახლა პროზექტურაში არიან გადასვენებულები. მეორე ბავშვი კლინიკაშია გადაყვანილი და როგორც მამებისგან ვიცი, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ძალიან მძიმე ტრაგედიაა. მიზეზები არ ვიცით. საშინელი წვიმა იყოო. ბრალეულობა, ალბათ, გაირკვევა. განადგურებული ვარ.

წყარო

კომენტარები

TOP ავტოსაგზაო შემთხვევა 2022-09-23
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ავტოსაგზაო შემთხვევა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჩრდ. მაკედონიას ამარცხებს

შემდეგი სტატია

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია დაამარცხა

მსგავსი სტატიები

ნინოწმინდაში თოვლის საწმენდი მატარებელი ავტომობილს დაეჯახა – დაშავდა 2 ადამიანი (ფოტოები)

ნინოწმინდაში თოვლის საწმენდი მატარებელი ავტომობილს დაეჯახა – დაშავდა 2 ადამიანი (ფოტოები)

ნინო ჩხეიძე 19 იან 2021
ლალი ტურძელაძე: სანიტარი პალატიდან ორი წუთის გამოსული იყო, რომ კოვიდინფიცირებული პაციენტი ფანჯრიდან გადახტა

ლალი ტურძელაძე: სანიტარი პალატიდან ორი წუთის გამოსული იყო, რომ კოვიდინფიცირებული პაციენტი ფანჯრიდან გადახტა

ნინო ჩხეიძე 14 თებ 2022
ბათუმში მშენებარე კორპუსის მე-10 სართულიდან მამაკაცი გადავარდა

ბათუმში მშენებარე კორპუსის მე-10 სართულიდან მამაკაცი გადავარდა

ნინო ჩხეიძე 06 ოქტ 2022

უახლესი ამბები

  • თიბისის მხარდაჭერით გურიაში ჩაის წარმოება გაფართოვდა

    თიბისის მხარდაჭერით გურიაში ჩაის წარმოება გაფართოვდა

  • ლევან ხაბეიშვილი: თურნავას უკანონო გადაწყვეტილება ბიუჯეტს 80 მილიონ დოლარამდე დაუჯდა – ეროვნულ ბანკშიც შეაღწია სუს-მა

    ლევან ხაბეიშვილი: თურნავას უკანონო გადაწყვეტილება ბიუჯეტს 80 მილიონ დოლარამდე დაუჯდა – ეროვნულ ბანკშიც შეაღწია სუს-მა

  • შალვა პაპუაშვილი: ვფიქრობ, წელს, ევროკავშირი სხვა პასუხისმგებლობით მიუდგება სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტას

    შალვა პაპუაშვილი: ვფიქრობ, წელს, ევროკავშირი სხვა პასუხისმგებლობით მიუდგება სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტას

  • მედია: ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ მრჩეველი დაიმატა

    მედია: ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ მრჩეველი დაიმატა

  • საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს 3 ოქტომბერს განიხილავს

    საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს 3 ოქტომბერს განიხილავს

  • მედია: გერმანიის ერთ-ერთ პარკში 27 წლის ქართველი ქალის ჯგუფურად გაუპატიურების საქმეზე სამ პირს ბრალი წარუდგინეს

    მედია: გერმანიის ერთ-ერთ პარკში 27 წლის ქართველი ქალის ჯგუფურად გაუპატიურების საქმეზე სამ პირს ბრალი წარუდგინეს

  • წელს, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონოდ მოპოვების, შენახვის, გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე სისხლის სამართლებრივი დევნა 24 პირის მიმართ დაიწყო, მათ შორის 14 დააკავეს

    წელს, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონოდ მოპოვების, შენახვის, გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე სისხლის სამართლებრივი დევნა 24 პირის მიმართ დაიწყო, მათ შორის 14 დააკავეს

  • ნათია ფანჯიკიძე: 20 წლის ბიჭს, გრიგორიადისს, ბრალი ვერ დაუმტკიცესო და მაინც ციხეში ტოვებენ

    ნათია ფანჯიკიძე: 20 წლის ბიჭს, გრიგორიადისს, ბრალი ვერ დაუმტკიცესო და მაინც ციხეში ტოვებენ

  • დეკანოზი, ილია ჭიღლაძე: 1970-იანი წლებიდან ბიჭვინთის ქართული ტაძარი საკონცერტო დარბაზად გამოიყენება…

    დეკანოზი, ილია ჭიღლაძე: 1970-იანი წლებიდან ბიჭვინთის ქართული ტაძარი საკონცერტო დარბაზად გამოიყენება…

  • დღე ისტორიაში – 26 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 26 სექტემბერი

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge