NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»„ვოლვომ“ უსაფრთხოების ახალი სისტემები შვედეთში საერთაშორისო კონფერენციაზე წარადგინა

„ვოლვომ“ უსაფრთხოების ახალი სისტემები შვედეთში საერთაშორისო კონფერენციაზე წარადგინა

20 სექ 2022 ბიზნესი 349 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

შვედეთში, „ვოლვოს ქალაქად“ წოდებულ გეტებორგში, ბრენდის იმპორტიორების შეხვედრას „ვოლვო ქარ კავკასიის“ წარმომადგენლები დაესწრნენ. შვედური ბრენდის საერთაშორისო კონფერენცია, სახელწოდებით „დღეს, ხვალ, ერთად“, სამი დღის მანძილზე მიმდინარეობდა და შეხვედრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან „ვოლვო ქარსის“ 1400-ამდე ოფიციალური სადილეროს წარმომადგენელი დაესწრო.
„ვოლვო ქარ კავკასიის“ წარმომადგენლები, სხვა დელეგატებთან ერთად, ექსკლუზიურად გაეცნენ შვედური ბრენდის სამომავლო გეგმებს. კონფერენციის მონაწილეებს პირველებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ვოლვოს მიერ შექმნილი მომავლის სისტემები ეხილათ, მათ შორის – „Lidar“ ტექნოლოგია. მძღოლის ახალი დამხმარე სისტემა ვოლვოს ყველაზე დიდი ზომის SUV-ში იქნება ჩამონტაჟებული. ვოლვოს ინჟინრების თქმით, Lidar სისტემა გზაზე 250 მეტრის რადიუსში შეძლებს დააფიქსიროს ობიექტი, მაშინაც კი, როდესაც სიბნელეა და ასევე ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით გათვალოს ობიექტის ქმედება. უსაფრთხოების ახალი სისტემის საშუალებით, ავტომობილს შეჯახების თავიდან ასარიდებლად შესაბამისი მანევრირების შესრულება შეეძლება. ვოლვოში ფიქრობენ, რომ ეს ტექნოლოგია ავტონომიური მართვისკენ წინ გადადგმული ნაბიჯია.

გაგა კოხრეიძე, „ვოლვო ქარ კავკასიის“ დირექტორი: „მოხარული ვართ, რომ „ვოლვო ქარ კავკასიის“ წარმომადგენლობას შესაძლებლობა მოგვეცა, ბრენდის მიერ გამართულ საერთაშორისო კონფერენციას დავსწრებოდით. ეს იყო ძალიან საინტერესო გამოცდილება, ჩვენს გუნდს შესაძლებლობა ჰქონდა, ვოლვოს ქარხანა დაეთვალიერებინა და ადგილზე გასცნობოდა, როგორ ეწყობა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავტომობილები. ასევე ვესტუმრეთ გეტებორგის ერთ-ერთ უდიდეს შოურუმს, რომლის ანალოგიც მალე საქართველოში გაიხსნება. მნიშვნელოვანია, რომ ეს იყო პირველი პირისპირ შეხვედრა ჩვენს პარტნიორებთან, რომლებმაც ძალიან ბევრი ახალი და საინტერესო ტექნოლოგია და ბრენდის სწრაფვები გაგვიზიარეს“.

კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებს შვედური პრემიუმ ბრენდის სამომავლო გეგმები, სტრატეგია და კომერციული ტრანსფორმაცია გააცნეს.
ვოლვო გეგმავს, რომ 2025 წლისთვის წარმოების 50% იყოს ელექტრიფიცირებული, ხოლო 2030 წლისთვის – სრულად ელექტრიფიცირებული. ამ სტრატეგიის მიხედვით, უახლოეს მომავალში ბრენდი კიდევ უფრო მეტი ახალი ელექტრომოდელის წარდგენას გეგმავს.
ამბიციურია „ვოლვო ქარ კავკასიის“ გეგმებიც, რომელიც რეგიონში ვოლვოს პირველი ელექტრომობილების შემოყვანას 2023 წლის მეორე ნახევარში აპირებს.
—
„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „ვოლვო ქარ კავკასია“ 2019 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. ამიერკავკასიისა და შუა აზიის მასშტაბით კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ექსკლუზიური იმპორტიორია. კომპანია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „ვოლვო ქარ საქართველო“ უზრუნველყოფს.

კომენტარები

TOP ვოლვო თეგეტა ჰოლდინგი 2022-09-20
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP ვოლვო თეგეტა ჰოლდინგი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

bpn.ge: რუსეთში ექსპორტი 8.5%-ით გაიზარდა – რას ვყიდით ჩრდილოეთში ყველაზე დიდი რაოდენობით

შემდეგი სტატია

ქეთი დევდარიანი: აპირებენ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას. როგორც არ უნდა იყოს შეფუთული ეს კანონი

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ზუგდიდში ლოკოკინების ფერმა გაშენდა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ზუგდიდში ლოკოკინების ფერმა გაშენდა

თამუნა 28 სექ 2020
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“  ლიტერატურული ბანაკი დაიწყო

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ლიტერატურული ბანაკი დაიწყო

თამუნა 24 მარ 2022

პაშა ბანკი მესამე CEO Lunch Tbilisi-ის და ბიზნეს ფორუმის მხარდამჭერია

19 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას არ დავუშვებთ

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას არ დავუშვებთ

  • თიბისი კონცეპტში ინტერდისციპლინური კულტურის ფესტივალი “ხიდი: თბილისი – ციურიხი” ტარდება

    თიბისი კონცეპტში ინტერდისციპლინური კულტურის ფესტივალი “ხიდი: თბილისი – ციურიხი” ტარდება

  • ზაზა პაპუაშვილი: ეს სადავე საზოგადოებამ უნდა აიღოს ხელში

    ზაზა პაპუაშვილი: ეს სადავე საზოგადოებამ უნდა აიღოს ხელში

  • სალომე სამადაშვილი: წულუკიანს თუ სურს პროკურორის ფუნქციები შეითავსოს, შეუძლია დაიწყოს გამოძიება ზურაბ აბაშიძესთან გასაუბრებით, თუ რა ბედი ეწვია იმ ნახატებს, რომელიც ბრიუსელში მისი ელჩობის პერიოდშია ჩატანილი

    სალომე სამადაშვილი: წულუკიანს თუ სურს პროკურორის ფუნქციები შეითავსოს, შეუძლია დაიწყოს გამოძიება ზურაბ აბაშიძესთან გასაუბრებით, თუ რა ბედი ეწვია იმ ნახატებს, რომელიც ბრიუსელში მისი ელჩობის პერიოდშია ჩატანილი

  • სანდრო ბრეგაძე: ჯაბა იოსელიანს თავის წიგნში ნათლად აქვს აღწერილი, ზაზა სვანაძის დაჯგუფებამ და გოგა ხაინდრავას „დევიატკამ“ როგორ ჩაცხრილეს ავტობუსში უირაღო ზვიად გამსახურდიას მომხრეები

    სანდრო ბრეგაძე: ჯაბა იოსელიანს თავის წიგნში ნათლად აქვს აღწერილი, ზაზა სვანაძის დაჯგუფებამ და გოგა ხაინდრავას „დევიატკამ“ როგორ ჩაცხრილეს ავტობუსში უირაღო ზვიად გამსახურდიას მომხრეები

  • სალომე სამადაშვილი:  წულუკიანს წესით უნდა ვუჩივლო, მაგრამ … ქალბატონო თეა, მომავალში, სანამ რამე სისულელეს წამოაყრანტალებთ, კარგად დაფიქრდით

    სალომე სამადაშვილი: წულუკიანს წესით უნდა ვუჩივლო, მაგრამ … ქალბატონო თეა, მომავალში, სანამ რამე სისულელეს წამოაყრანტალებთ, კარგად დაფიქრდით

  • გივი ღამბაშიძე და ,,გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე”  (ვიდეო)

    გივი ღამბაშიძე და ,,გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე” (ვიდეო)

  • რომის პაპი კლინიკაში გადაიყვანეს

    რომის პაპი კლინიკაში გადაიყვანეს

  • შსს: პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე დაკავებულია პირი, რომელმაც აქციაზე პოლიციელებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ცეცხლი წაუკიდა ავტომობილს

    შსს: პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე დაკავებულია პირი, რომელმაც აქციაზე პოლიციელებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ცეცხლი წაუკიდა ავტომობილს

  • ვოლოდიმირ ზელენსკი დემოკრატიის სამიტზე: დემოკრატიას გამარჯვება სჭირდება ახლავე! წელს! ბოროტებამ ომი უნდა წააგოს

    ვოლოდიმირ ზელენსკი დემოკრატიის სამიტზე: დემოკრატიას გამარჯვება სჭირდება ახლავე! წელს! ბოროტებამ ომი უნდა წააგოს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge