NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»გოგაშვილი: ვადასტურებ მოსამართლე ბესარიონ ალავიძის მიერ ინტერვიუში მოყვანილ ზეწოლის ფაქტს, ეს განვახორციელეთ სუს-მა მიხეილ ჩინჩალაძის მოთხოვნის შემდეგ

გოგაშვილი: ვადასტურებ მოსამართლე ბესარიონ ალავიძის მიერ ინტერვიუში მოყვანილ ზეწოლის ფაქტს, ეს განვახორციელეთ სუს-მა მიხეილ ჩინჩალაძის მოთხოვნის შემდეგ

20 სექ 2022 პოლიტიკა 324 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ვადასტურებ ბესარიონ ალავიძის მიერ ინტერვიუში მოყვანილ ზეწოლის ფაქტს. ეს განვახორციელეთ ჩვენ სუს-მა მიხეილ ჩინჩალაძის მოთხოვნის შემდეგ, – ამის შესახებ სუს-ის ყოფილმა უფროსმა, სოსო გოგაშვილმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მიმართვაში განაცხადა.

სოსო გოგაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მიხეილ ჩინჩალაძემ ალავიძეზე არაერთი ზეწოლის შემდეგ ვერ მიაღწია მიზანს მიეღო მისგან თანხმობა „რუსთავი 2“-ის საქმეზე „ოცნებისთვის“ სასურველი გადაწყვეტილების შესახებ, მან საქმეში ჩართო „მძიმე არტილერია“.

„ჩაინიშნა საგანგებო თათბირი ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრში, სადაც გადაწყდა, რომ საქმეში უნდა ჩავრთულიყავით ჩვენ – სუსი. ჩვენ ივანიშვილისგან მივიღეთ შესაბამისი დავალება – ალავიძეზე სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად უნდა შეგვეთავაზებინა მუდმივი სამსახური, ფულადი პრემია და ხელშეუხებლობა. ეს ყველაფერი უნდა მომხდარიყო სახელმწიფო ინტერესებზე აპელირებით, უარის შემთხვევაში პრობლემების შექმნით.

სუს-ში გამოიძებნა თანამდებობის პირი, რომელიც მას დიდი ხანი იცნობდა და ჰქონდა კარგი ურთიერთობა. მას დაევალა ალავიძესთან შეხვედრა და მისი დარწმუნება. შეხვედრა შედგა რამდენჯერმე, ხდებოდა ამ შეხვედრის აუდიო ჩაწერა, ოფიცერს ჩანაწერი მოჰქონდა ჩემთან და მე მას ვუგზავნიდი ჩინჩალაძეს.

რადგან ბესარიონ ალავიძემ გაბედა და დაიწყო მხილება, მე მას მოვუწოდებ ბოლომდე ისაუბროს და თქვას ყველაფერი ამ შეხვედრებთან დაკავშირებით.

ასევე მოვუწოდებ შემსრულებელ ოფიცერს, რომელიც ისევ მუშაობს სუს-ში მაღალ თანამდებობაზე (ჩემი ინფორმაციით) – მეგობარო, დაიკავე ამჯერად მართლა სახელმწიფოებრივი პოზიცია, თქვი სიმართლე და ამხილე ბინძური სისტემა. ვიცი, რომ შენ ხარ პატრიოტი და ვიცი, რომ გინდა ემსახურო საქართველოს და არა პუტინის ოცნებას“, – წერს გოგაშვილი.

ცნობისთვის, ყოფილმა მოსამართლემ, ბესარიონ ალავიძემ „მთავარ არხთან“ ინტერვიუში მოსამართლეების მიმართ განხორციელებულ ზეწოლის ფაქტებზე და მათთვის მოწყობილ „ქუჩურ გარჩევებზე“ ისაუბრა.

ალავიძის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან არაერთხელ ყოფილა კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით შეთავაზება, რომ გარკვეული სახის გადაწყვეტილებები მიეღო. თუმცა, ალავიძე აღნიშნულ საქმეებს არ ასახელებს.

„არაერთი მოსამართლე ყოფილა მათი მხრიდან დევნის ობიექტი, რომელსაც არასამართლიანად მოექცნენ ან აიძულეს განცხადება დაეწერა, ან სისტემიდან წასულიყო ან გადასულიყო დაბალი ინსტანციის სასამართლოში. ასეთი ფაქტები არათუ გაგებული, საკუთარ თავზეც მაქვს გამოცდილი. მათი მხრიდან არაერთხელ ყოფილა კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით შემოთავაზება, რომ გარკვეული სახის გადაწყვეტილებები მიმეღო. იყო თხოვნა, რომ ეს იყო შეთანხმებული ხელისუფლებასთან, სახელმწიფო ინტერესების დაცვას ემსახურებოდა ამგვარი შედეგის დადგომა, რასთან დაკავშირებითაც წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, მათთან კონფლიქტი მომივიდა. მინდა ვთქვა, რომ მათი მხრიდან ამგვარ ჩარევებს არა „აკადემიური“ ხასიათი ჰქონდა, ვთქვათ – თქვენ ასე ხომ არ ფიქრობთ, ან იქნებ კანონში ასე წერია და შეცდომას უშვებთ, არამედ, ქუჩური წესებით საქმის გარჩევა, კაბინეტებში დაბარება, ძალიან ხმამაღალი ტონით და პირდაპირ მოწოდება, რომ უნდა დადგეს ამა თუ იმ საქმეზე, ესა თუ ის შედეგი“, – განაცხადა ალავიძემ.

ცნობისთვის, ბესარიონ ალავიძე 2017 წელს „რუსთავი 2“-ის საქმის განმხილველი მოსამართლე იყო.

კომენტარები

TOP ბიძინა ივანიშვილი მიხეილ ჩინჩალაძე სოსო გოგაშვილი 2022-09-20
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ბიძინა ივანიშვილი მიხეილ ჩინჩალაძე სოსო გოგაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ხატია დეკანოიძე: ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესს დაესწრებიან, რის გამოც პარლამენტის პლენარულ სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებენ

შემდეგი სტატია

შსს: სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე ბანკთან მობილიზებული არიან

მსგავსი სტატიები

Independent: პუტინი პოლიტიკიდან წასვლაზე ფიქრობს

Independent: პუტინი პოლიტიკიდან წასვლაზე ფიქრობს

20 ნოე 2017
„შენღა მაკლიხარ რა, გადამიწყვიტო პარლამენტში რამდენს ვილაპარაკებ” – გოგიჩაიშვილი ვიცე-მერს მიმართავს

„შენღა მაკლიხარ რა, გადამიწყვიტო პარლამენტში რამდენს ვილაპარაკებ” – გოგიჩაიშვილი ვიცე-მერს მიმართავს

ირაკლი შალიკაშვილი 30 მაი 2019
„შსს იყო იძულებული, განეხორციელებინა ეს ნაბიჯები“

„შსს იყო იძულებული, განეხორციელებინა ეს ნაბიჯები“

14 მაი 2018

უახლესი ამბები

  • მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

    მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

  • ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

    ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

  • ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

    ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

  • ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

    ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

  • დღე ისტორიაში – 27 იანვარი

    დღე ისტორიაში – 27 იანვარი

  • ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

    ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

  • ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

    ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

  • გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

    გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

  • რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

    რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

  • აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

    აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge