NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»2014-2020 წლებში ევროკავშირი საქართველოს 938,4 მილიონი ევროთი დაეხმარა

2014-2020 წლებში ევროკავშირი საქართველოს 938,4 მილიონი ევროთი დაეხმარა

19 სექ 2022 პოლიტიკა 367 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

2014-2020 წლებში EU საქართველოს €938.4 მილიონით დაეხმარა. ამის შესახებ საუბარია დოკუმენტში, რომლითაც შეაფასეს 7 წლის განმავლობაში საქართველოსთვის გაწეული დახმარება და რეკომენდაციები გასცეს. დოკუმენტში, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს, ხარვეზებს შორის აღნიშნულია “შეზღუდული წინსვლა” როგორც სასამართლო რეფორმის, ასევე ადამიანის უფლებების მხრივ.

საინფორმაციო ბიულეტენში ვკითხულობთ, რომ შვიდ წელში გაცემული დახმარებიდან ყველაზე დიდი წილი [€253 მილიონი] სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარების სფეროს აქვს. მას მოსდევს კავშირების დამყარება [€171 მილიონი], ეკონომიკური განვითარება და ბაზრის შესაძლებლობები [€168 მილიონი], მართლმსაჯულება და დემოკრატიული მმართველობა [€109 მილიონი], საჯარო მმართველობის რეფორმა და საჯარო ფინანსების მართვა [€90 მილიონი].

შეფასების დოკუმენტში საუბარია მართლმსაჯულების სფეროში დახმარებაზე. აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანი წინსვლაა ბევრი მიმართულებით, მათ შორის, გენდერული ნიშნით ძალადობის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, იურიდიული დახმარებისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის. “თუმცა, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის სფეროში მიღწეული წინსვლა მცირეა. დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სფეროებში უკან დახევის შემთხვევები აშკარაა”.

სოფლის მეურნეობის სექტორში დახმარებაზე ევროკავშირი წერს, რომ დადებითი გავლენა როგორც სოფლის მეურნეობაზე, ისე სოფლის განვითარებაზე მოსავლიანობის და წარმოების ზრდის თვალსაზრისით, მოსალოდნელზე დაბალი იყო, ხოლო სოციალურ-ეკონომიკური შედეგების დადგენა – რთული. “თუმცა, საქართველოს მიმართ ევროკავშირის დახმარებამ ხელი შეუწყო კარგ წინსვლას სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომების და სურსათის უვნებლობის თვალსაზრისით და ინოვაციური მიდგომების დანერგვას სოფლის და ინტეგრირებული ტერიტორული განვითარების მიმართულებით”.

საჯარო მმართველობის სფეროზე დოკუმენტში საუბარია “ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ზრდაზე”. ამის მიუხედავად, საზოგადოების ნდობა სამთავრობო დაწესებულებების მიმართ შემცირდა, ხოლო შესაძლებლობები ბევრ სახელმწიფო დაწესებულებაში დაბალ დონეზე რჩება. ეს იმაზე მეტყველებს, რომ საჯარო მმართველობის სისტემა, რომელთანაც რიგით მოქალაქეს ყოველდღიურ ცხოვრებაში აქვს შეხება, კვლავ არასრულყოფილია”.

შეფასება ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოსახლეობის ნდობა ევროკავშირის მიმართ მაღალი რჩება.

წყარო

კომენტარები

TOP ევროკავშირი მილიონი 2022-09-19
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ევროკავშირი მილიონი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სოზარ სუბარი: მოხდება „ხალხის ძალის“ გაფართოება, ბევრი ადამიანი შემოგვიერთდება

შემდეგი სტატია

სკანდალი სამეფო ოჯახში – პრინ­ცი ჰა­რი­სა და მე­გან მარ­კლის შვი­ლე­ბი “მისი უდი­დე­ბუ­ლე­სო­ბის” წო­დე­ბას არ მი­ი­ღე­ბენ

მსგავსი სტატიები

ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს – დამოუკიდებლობა არ ნიშნავს ვინმეს ახირებების და კაპრიზების შესრულებას

ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს – დამოუკიდებლობა არ ნიშნავს ვინმეს ახირებების და კაპრიზების შესრულებას

ირაკლი შალიკაშვილი 22 ივლ 2019

სააკაშვილი: ადეიშვილი თუ რამეს სთხოვდა, სთხოვდა სიღნაღისა და ბათუმის ასაშენებლად, არ მგონია, ის ბიზნესმენები ახლა უკმაყოფილო იყვნენ

26 ნოე 2018
მიხეილ სააკაშვილის დასაბრუნებლად თაკო ჩარკვიანმა ორგანიზაცია დააფუძნა

მიხეილ სააკაშვილის დასაბრუნებლად თაკო ჩარკვიანმა ორგანიზაცია დააფუძნა

ირაკლი შალიკაშვილი 10 სექ 2021

უახლესი ამბები

  • გივი ღამბაშიძე და ,,გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე”  (ვიდეო)

    გივი ღამბაშიძე და ,,გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე” (ვიდეო)

  • რომის პაპი კლინიკაში გადაიყვანეს

    რომის პაპი კლინიკაში გადაიყვანეს

  • შსს: პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე დაკავებულია პირი, რომელმაც აქციაზე პოლიციელებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ცეცხლი წაუკიდა ავტომობილს

    შსს: პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე დაკავებულია პირი, რომელმაც აქციაზე პოლიციელებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ცეცხლი წაუკიდა ავტომობილს

  • ვოლოდიმირ ზელენსკი დემოკრატიის სამიტზე: დემოკრატიას გამარჯვება სჭირდება ახლავე! წელს! ბოროტებამ ომი უნდა წააგოს

    ვოლოდიმირ ზელენსკი დემოკრატიის სამიტზე: დემოკრატიას გამარჯვება სჭირდება ახლავე! წელს! ბოროტებამ ომი უნდა წააგოს

  • რეჯეფ თაიფ ერდოღანი: პუტინი, შესაძლოა, 27 აპრილს თურქეთში ჩამოფრინდეს

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი: პუტინი, შესაძლოა, 27 აპრილს თურქეთში ჩამოფრინდეს

  • ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაბალში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

    ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაბალში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

  • რა საინტერესო ფაქტები იმალება თეთრი ფერის მიღმა

    რა საინტერესო ფაქტები იმალება თეთრი ფერის მიღმა

  • დღე ისტორიაში – 30 მარტი

    დღე ისტორიაში – 30 მარტი

  • ალექსი რეზნიკოვი: კონტრიერიშები იგეგმება რამდენიმე მიმართულებით – ვფიქრობ, მათ აპრილ-მაისში ვნახავთ

    ალექსი რეზნიკოვი: კონტრიერიშები იგეგმება რამდენიმე მიმართულებით – ვფიქრობ, მათ აპრილ-მაისში ვნახავთ

  • რატომ არ დაუშვა კონკურსზე ბექა ქურხულის წიგნი – „საბა“  წერილს აქვეყნებს

    რატომ არ დაუშვა კონკურსზე ბექა ქურხულის წიგნი – „საბა“ წერილს აქვეყნებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge