NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მსოფლიო»ნაწამები სხეულები და გართობისთვის დახოცილი ასობით მშვიდობიანი მოქალაქე – გაეროს ექსპერტები იზიუმში მომხდარი დანაშაულის შესასწავლად მიემგზავრებიან (ვიდეო)

ნაწამები სხეულები და გართობისთვის დახოცილი ასობით მშვიდობიანი მოქალაქე – გაეროს ექსპერტები იზიუმში მომხდარი დანაშაულის შესასწავლად მიემგზავრებიან (ვიდეო)

18 სექ 2022 მსოფლიო 222 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

“იზიუმი, 2022 წლის სექტემბერი” – ასე დათარიღდება უახლესი ისტორიის სახელმძღვანელოში იზიუმში მომხდარი უმძიმესი ფაქტები და თაობებს იმის დაჯერება მოუწევთ, რომ ეს მართლაც 21-ე საუკუნის ევროპაა. მოსკოვმა ცივილიზებულ სამყაროს მისი ნამდვილი სახე კიდევ ერთხელ აჩვენა. იზიუმის ტყე 440 უდანაშაულო უკრაინელის მასობრივ სასაფლაოდ რუსმა სამხედროებმა აქციეს.

6 თვიანი ოკუპაციის რეალურ სურათს, მალე გაეროს ადამიანის უფლებების ოფისი აღადგენს. ექსპერტები უკრაინაში საგანგებოდ მიემგზავრებიან იზიუმში მომხდარი დანაშაულებების შესასწავლად. უკრაინის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ მათ კიდევ ბევრი სხვა მძიმე ფაქტის ძიება მოუწევთ, რადგან მტერს ხარკივის ოლქი თვეები ეკავა.

პარალელურად, ხარკოვის, ხერსონისა და დონეცკის ოლქებში სულ უფრო მეტ ქალაქსა და სოფელში ფრიალებს უკრაინული დროშა. აღმოსავლეთ ფრონტზე დეოკუპაციის პროცესი წარმატებით გრძელდება. რუსეთი სტრატეგიულ გზებზე პოზიციების შენარჩუნებას ცდილობს, თუმცა ამაოდ.

„აღვმართავთ დროშას დონეცკის ოლქში, კერძოდ, დასახლებულ პუნქტ დიბროვაზე. ის უკრაინული ჯარის, ეროვნული გვარდიის კონტროლის ქვეშ გადადის. ჩვენ ნელ – ნელა, სოფელს – სოფელზე დავიბრუნებთ, დავიბრუნებთ ჩვენს ტერიტორიებს. გამარჯვება ჩვენი იქნება“ – განაცხადა უკრაინელმა ჯარისკაცმა.

პუტინი ცდილობს ურყევი პოზიცია აჩვენოს და უკრაინელების კონტრშეტევებს ირონიულად მოიხსენიებს. უარყოფს ომის დანაშაულებს -თუმცა მსოფლიო სხვა აზრზეა. რა იქნება, თუ ის მარცხს თვალს გაუსწორებს და კედელთან მიმწყვდეული ბირთვული, ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღის გამოყენებას გადაწყვეტს ? – ამ კითხვით “სიბიესის” ჟურნალისტმა დემოკრატიული სამყაროს ლიდერს მიმართა. ბაიდენი არ კონკრეტდება, თუმცა მის ტონში მუქარა იკითხება,რომლის ადრესატიც მისი რუსი კოლეგაა.

რუსების საერთო დანაკარგები უკვე საკმარისზე მეტია: 2202 ტანკი, 4701 ჯავშანტექნიკა, 1306 ერთეულ საარტილერიო სისტემა და ბევრი სხვა. ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 54 250 ჯარისკაცია ლიკვიდირებული.

კომენტარები

TOP იზიუმი 2022-09-18
ნინო ჩხეიძე
Tags TOP იზიუმი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი: ბირთვული იარაღის შიშით რუსეთთან შეთანხმება, ყველაზე ცუდი გზა იქნება, რაზედაც შეიძლება წახვიდე

შემდეგი სტატია

კობა სუბელიანი ემიგრაციაზე (ვიდეო)

მსგავსი სტატიები

იენს სტოლტენბერგი: პუტინი უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის ემზადება

იენს სტოლტენბერგი: პუტინი უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის ემზადება

ნინო ჩხეიძე 17 დეკ 2022

მოგადიშოში მომხდარი ტერაქტის შედეგად, დაღპულთა რაოდენობა 23-მდე გაიზარდა

29 ოქტ 2017
კარლ ნეჰამერი: პუტინთან ჩემი მოლაპარაკებების შემდეგ, ამჟამად მე არ ვარ განსაკუთრებით ოპტიმისტური. შეტევა უკრაინაში მზადდება მონდომებით

კარლ ნეჰამერი: პუტინთან ჩემი მოლაპარაკებების შემდეგ, ამჟამად მე არ ვარ განსაკუთრებით ოპტიმისტური. შეტევა უკრაინაში მზადდება მონდომებით

ნინო ჩხეიძე 11 აპრ 2022

უახლესი ამბები

  • ნინო ბურჯანაძე: ყველას ბრალია ყველაფერი, გარდა სალომე ზურაბიშვილისა? მე რა შუაში ვარო, შუაში კი არა, თავშია: ხელისუფლება ვერ გათამამდებოდა, პრეზიდენტი თავის ადგილზე რომ ყოფილიყო

    ნინო ბურჯანაძე: ყველას ბრალია ყველაფერი, გარდა სალომე ზურაბიშვილისა? მე რა შუაში ვარო, შუაში კი არა, თავშია: ხელისუფლება ვერ გათამამდებოდა, პრეზიდენტი თავის ადგილზე რომ ყოფილიყო

  • ჩეჩნეთის ლიდერის, რამ­ზან კა­დი­როვის კერძო თვითმფრინავი მალდივებზე დააფიქსირეს

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამ­ზან კა­დი­როვის კერძო თვითმფრინავი მალდივებზე დააფიქსირეს

  • ანა წითლიძე „ნაცმოძრაობის“ წევრებზე: მარაზმია მეგობრებო, ერთი პარტიის წევრები ერთმანეთთან დებატებში რომ სხდებით

    ანა წითლიძე „ნაცმოძრაობის“ წევრებზე: მარაზმია მეგობრებო, ერთი პარტიის წევრები ერთმანეთთან დებატებში რომ სხდებით

  • ცნობილი თურქი მსახიობი ერკან პეტეკაია სოციალურ ქსელში დახმარებას ითხოვს – გთხოვთ, დაგვეხმაროთ. ღმერთმა ყველას გვიშველოს

    ცნობილი თურქი მსახიობი ერკან პეტეკაია სოციალურ ქსელში დახმარებას ითხოვს – გთხოვთ, დაგვეხმაროთ. ღმერთმა ყველას გვიშველოს

  • თურქეთის საელჩოს განცხადება

    თურქეთის საელჩოს განცხადება

  • ირაკლი კობახიძე ნონა წოწორიაზე: ჩვენი საერთო სირცხვილია ის, რომ ასეთი ადამიანი 9 წლის განმავლობაში საქართველოს წარმოადგენდა სტრასბურგის სასამართლოში

    ირაკლი კობახიძე ნონა წოწორიაზე: ჩვენი საერთო სირცხვილია ის, რომ ასეთი ადამიანი 9 წლის განმავლობაში საქართველოს წარმოადგენდა სტრასბურგის სასამართლოში

  • ნიკა გვარამია: სააკაშვილის სასჯელის გადავადების თაობაზე გადაწყვეტილებით საქართველოში სიკვდილით დასჯა ეფექტურად აღდგა

    ნიკა გვარამია: სააკაშვილის სასჯელის გადავადების თაობაზე გადაწყვეტილებით საქართველოში სიკვდილით დასჯა ეფექტურად აღდგა

  • თეა წულუკიანი: რაც შეეხება რევოლუციების დაპირებას, მუქარებს, ესეც უკვე ნანახია, მრავალჯერ იყო მცდელობა და ვერ განხორციელდა

    თეა წულუკიანი: რაც შეეხება რევოლუციების დაპირებას, მუქარებს, ესეც უკვე ნანახია, მრავალჯერ იყო მცდელობა და ვერ განხორციელდა

  • სალომე ზურაბიშვილი: ქვეყნის რეპუტაცია შეილახა, ნდობა შეირყა, ჩვენი ადგილი ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში გაურკვეველი გახდა

    სალომე ზურაბიშვილი: ქვეყნის რეპუტაცია შეილახა, ნდობა შეირყა, ჩვენი ადგილი ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში გაურკვეველი გახდა

  • მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

    მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge