NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»თიბისის კონცეპტის სივრცე არქიტექტორ ლადო ალექსი-მესხიშვილის გამოფენას მასპინძლობს

თიბისის კონცეპტის სივრცე არქიტექტორ ლადო ალექსი-მესხიშვილის გამოფენას მასპინძლობს

16 სექ 2022 ბიზნესი 430 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

20 სექტემბერს, თიბისის ორგანიზებით, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური
სივრცე, მარჯანიშვილის 7-ში, უმასპინძლებს გამოფენას : ლადო ალექსი-
მესხიშვილი, არქიტექტორი ეპოქების მიჯნაზე.
გამოფენაზე წარმოდგენილია ქართველი არქიტექტორის ლადო ალექსი-
მესხიშვილის (1915-1978) ნამუშევრების ფართო კოლექცია. იგი გვაჩვენებს
არქიტექტორის განვითარების გზას ადრეული საკონკურსო პროექტებიდან
დასრულებულ შენობამდე. ორმოცწლიანი ნაყოფიერი მოღვაწეობა ასახავს,
როგორც პიროვნულ შემოქმედებით ტრანსფორმაციას, ასევე ცვლილებებს მისი
ნამუშევრების სოციალურ-პოლიტიკურ კონტექსტში. გამოფენილი მასალა
მოიცავს ჩანახატებისა და ნახაზების კოლექციას, ფოტოებს, ფილმებს, საარქივო
მასალას და მაკეტებს.
გამოფენის კურატორები არიან დიმიტრი ერისთავი და ლადო შონია, ნინი
ფალავანდიშვილთან თანამშრომლობით. პროექტის მომზადდა საქართველოს
ეროვნულ არქივთან და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ
ბიბლიოთეკასთან პარტნიორობით.
ლადო ალექსი-მესხიშვილი საბჭოთა პერიოდის ერთ-ერთი გამორჩეული
არქიტექტორია. მისმა შემოქმედებამ საქართველოში, განსაკუთრებით
თბილისში, მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. ის ეკუთვნის ერთ-ერთ პირველ
თაობას, რომელმაც არქიტექტურული განათლება საქართველოში მიიღო. მისი
სწავლისა თუ შემოქმედების პერიოდში, არქიტექტურაში ორი ძირეული
ცვლილება მოხდა – სოციალისტური რეალიზმის დანერგვა (1930-იანი წლები),
რომელიც ხელს უწყობდა ეროვნული ნიშნების კონსტრუირებას და ხშირად
პირდაპირ უბიძგებდა დეკორატიულობისკენ და შემდეგ, სსრკ-ის დადგენილება
„დაპროექტებასა და მშენებლობაში ზედმეტობების აღმოფხვრის შესახებ“ (1955
წ.), რომელმაც ფართო ასპარეზი მისცა ინდუსტრიული მეთოდით სწრაფ და
ეკონომიურ მშენებლობას, ხოლო გამომსახველობის მხრივ, საფუძველი ჩაუყარა
სიმარტივეს და მკაცრ ფორმებს, შესაბამისად, აკრძალა ყველა ის დეკორატიული
ელემენტი, რითიც წინა პერიოდის არქიტექტურა გამოირჩეოდა.
ექსპოზიცია თიბისი კონცეპტის სივრცეში 31 დეკემბრამდე დარჩება, სამუშაო
საათებია: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 10:00 დან 20:00 საათამდე.

კომენტარები

TOP გამოფენა თიბისი 2022-09-16
თამუნა
Tags TOP გამოფენა თიბისი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მედია: ყირგიზეთი-ტაჯიკეთის საზღვარზე დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ

შემდეგი სტატია

გუბაზ სანიკიძე: დაიმახსოვრეთ ქართველებო, რუსეთი ტოვებს კავკასიას. ღვთის ნებით დარიალი ჩაიკეტება. ამის თქმის საფუძველს …

მსგავსი სტატიები

Global Finance-მა თიბისი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საქართველოში, აღმოსავლეთ  და ცენტრალურ ევროპაში საუკეთესო ბანკად აღიარა

Global Finance-მა თიბისი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საქართველოში, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში საუკეთესო ბანკად აღიარა

თამუნა 25 ოქტ 2022
საქართველოს ბანკი Global Finance-მა ვაჭრობის დაფინანსებისთვის საუკეთესო ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

საქართველოს ბანკი Global Finance-მა ვაჭრობის დაფინანსებისთვის საუკეთესო ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

თამუნა 16 აგვ 2022
ბიძინა ივანიშვილი: …იმასაც არ აქვს მნიშვნელობა, რაზე ვგეგმავდი ბანკის მიერ გაჩერებული თანხების დახარჯვას

ბიძინა ივანიშვილი: …იმასაც არ აქვს მნიშვნელობა, რაზე ვგეგმავდი ბანკის მიერ გაჩერებული თანხების დახარჯვას

ნინო ჩხეიძე 27 ივლ 2022

უახლესი ამბები

  • ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

    ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

  • გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

    გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

  • ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

    ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

  • მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

    მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

  • გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

    გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

  • ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

    ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

  • ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

    ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

  • „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

    „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

  • სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

  • კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

    კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge