NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»დავით უსუფაშვილი: მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა გაუგებარი მიზნებით ეს იყო კატასტროფული შეცდომა, იმიტომ, რომ…

დავით უსუფაშვილი: მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა გაუგებარი მიზნებით ეს იყო კატასტროფული შეცდომა, იმიტომ, რომ…

16 სექ 2022 პოლიტიკა 560 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით უსუფაშვილის შეფასებით, NDI -ის კვლევის შედეგები ახალი არ არის, განწყობა და ტენდენცია ნამდვილად ასეა. მისი თქმით, გვყავს საზოგადოება, რომლის პოლიტიკური ორიენტირი დღეს გამოკვეთილი არ არის.

როგორც უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, შექმნილ სიტუაციაში პოლიტიკა დაკარგულია. მისი თქმით, პოლიტიკა გასაცოცხლებელია.

„30 წელი ჯახირია, კამათია, დებატია, ამასობაში ისინი ვინც ჩვენზე უკან იყვნენ იქ რაღაცები დალაგდა. აქ ჯერ კიდევ საძირკვლის ჩაყრაც კი ვერ მოხერხდა. შექმნილ სიტუაციაში პოლიტიკა დაიკარგა. რატომ დაიკარგა პოლიტიკა? იმიტომ, რომ მმართველი ძალა, კარგ ძალად ძალიან ცოტას მიაჩნია. პოლიტიკა გასაცოცხლებელია. პოლიტიკა არის დებატები, სადაც განსხვავებული ხედვის ადამიანები ერთმანეთს ეპაექრებიან. „ლელომ“ არ მოცემულობის გარღვევა ვცადეთ, მაგრამ ჯერ ვერ შევძელით. მეტი უნდა ვცადოთ. ჩვენ თუ ვერ შევძელით, სხვამ უნდა შეძლოს.

მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა გაუგებარი მიზნებით ეს იყო კატასტროფული შეცდომა, იმიტომ, რომ ადგილობრივი არჩევნების შედეგზე იყო მიბმული ე.წ. ვადამდელი არჩევნების თემა. „ვადამდელი არჩევნები მინდა!“ რას ნიშნავს ვადამდელი არჩევნები მინდა? ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არ გინდა? რატომ ამას არ ითხოვ? ეს უფრო მნიშვნელოვანი არ არის? რაღაცის გამო არ ითხოვ, რომ მოითხოვო მერე იტყვიან – გააკეთე კი ბატონოო. ეს ვადამდელი არჩევნები სადმე სკივრშია დამალული თუ როგორაა საქმე?

„ოცნების“ ყველა შეცდომა და არასწორი ნაბიჯი ჩვენი გამოსასწორებელია ხვალ. მე არ მიხარია არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის შეცდომა, იმიტომ, რომ ამ შეცდომის გამო მორიგი 10 ათასი ადამიანი უმუშევარი ხდება. მორიგი 20 ათასი ადამიანი უცხოეთში მიდის.

ეს განწყობა და ტენდენცია ჩემთვის ახალი არ არის, ნამდვილად ასეა. გვყავს საზოგადოება რომლის პოლიტიკური ორიენტირი დღეს გამოკვეთილი არ არის. ეს ნიშნავს იმას, რომ „ლელომაც“ კეთილი უნდა ინებოს, რომ უკეთ დავანახოთ ჩვენი პლუსი, რატომ „ლელო“. რატომ არა ბიძინა კი არა, რატომ აღარ მიშა კი არა, რატომ არა ვიღაცა კი არა, რატომ „ლელო“. ამისთვის საჭიროა შევწყვიტოთ პოლიტიკური კომენტატორობა – კობახიძემ ეს რომ თქვა, თქვენ რას იტყვით, ბატონო, დავით? ბოკერიამ ეს რომ თქვა, უსუფაშვილმა რა უპასუხა? ანუ, პოლიტიკური პროდუქტის წარმოება უნდა დავიწყოთ. გვავიწყდება, რომ ჩვენით არ მთავრდება საქართველო“,- განაცხადა უსუფაშვილმა.

მან გადაცემაში ასევე ისაუბრა „ლელოს“ ინიციატივაზე საგამოძიებო კომისიას შექმნასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მომავალი კვირის პირველ დღეებში გამოჩნდება მოხდება თუ არა საგამოძიებო კომისიის ინიცირება.

მისი თქმით, კომისია თუ შეიქმნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი უნდა იყოს პირველი პირი, ვინც უნდა დაიკითხოს, “იმიტომ, რომ მან უმძიმესი და უბინძურეს დანაშაულებში ბრალი უკვე აღიარა”.

„ვინ წინააღმდეგი იქნება, ვინ მომხრე მომავალი კვირის პირველ დღეებში გამოჩნდება. ამ დროისთვის გვაქვს 42 ხელმოწერა. ფრიდონ ინჯიას ჯგუფიდან არავინ შემოგვხმიანებია. ამბობენ, რომ ოპოზიცია ვართო, მაგრამ თავად განსაჯეთ. „მოქალაქეებს“ თემისადმი თავიანთი დამოკიდებულება აქვთ. დანარჩენი ყველა შემოერთებულია. კომისია თუ შეიქმნება, სოსო გოგაშვილი უნდა იყოს პირველი პირი, ვინც უნდა დაიკითხოს, იმიტომ, რომ მან უმძიმესი და უბინძურეს დანაშაულებში ბრალი უკვე აღიარა. ის ბერკეტი, რაც პარლამენტს აქვს, უნდა გამოვიყენოთ. თუ გამოვა, ვნახავთ. არაფრის გაკეთება უფრო ზიანის მომტანი იქნება”,- განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები

TOP დავით უსუფაშვილი 2022-09-16
ნინო ჩხეიძე
Tags TOP დავით უსუფაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ზელენსკი: რუსეთი უკრაინის ტერიტორიის გავლით ამიაკის ექსპორტის უფლებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ უკრაინელ სამხედრო ტყვეებს დააბრუნებს

შემდეგი სტატია

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ რუსი კომიკოსი მაქსიმ გალკინი „უცხოელ აგენტად“ გამოაცხადა

მსგავსი სტატიები

პრემიერი: თუ ომით განისაზღვრება სტატუსის მინიჭება, ჩვენ ომი არ გვინდა, ვითხოვთ დამსახურებულ სტატუსს!

პრემიერი: თუ ომით განისაზღვრება სტატუსის მინიჭება, ჩვენ ომი არ გვინდა, ვითხოვთ დამსახურებულ სტატუსს!

ირაკლი შალიკაშვილი 13 ივნ 2022
პაპუაშვილი: საქართველომ გადადგა თავისი ნაბიჯი, ახლა ჯერი ევროკავშირზეა – არსებული გეოპოლიტიკური წნეხის გათვალისწინებით, ევროკავშირმა საქართველოს დაუყოვნებლივ უნდა მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი

პაპუაშვილი: საქართველომ გადადგა თავისი ნაბიჯი, ახლა ჯერი ევროკავშირზეა – არსებული გეოპოლიტიკური წნეხის გათვალისწინებით, ევროკავშირმა საქართველოს დაუყოვნებლივ უნდა მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი

ირაკლი შალიკაშვილი 07 ივნ 2022
ყვარლის ქუჩაზე მცხოვრებ 24 ოჯახს მიწის ნაკვეთები კანონიერ მფლობელობაში გადაეცემა

ყვარლის ქუჩაზე მცხოვრებ 24 ოჯახს მიწის ნაკვეთები კანონიერ მფლობელობაში გადაეცემა

10 იან 2018

უახლესი ამბები

  • „ქართული ოცნება“ ქვეყნის მასშტაბით 73 პარტიულ კონფერენციას გამართავს

    „ქართული ოცნება“ ქვეყნის მასშტაბით 73 პარტიულ კონფერენციას გამართავს

  • ლეგენდებისა და გადმოცემების მიხედვით შექმნილი ფილმები

    ლეგენდებისა და გადმოცემების მიხედვით შექმნილი ფილმები

  • უცნობი და საინტერესო ფაქტები ნარინჯისფერის შესახებ

    უცნობი და საინტერესო ფაქტები ნარინჯისფერის შესახებ

  • მირიან კიკნაძის პერსონალურ გამოფენას – “თბილისი და არა მარტო” გალერეა “ვანდა” უმასპინძლებს

    მირიან კიკნაძის პერსონალურ გამოფენას – “თბილისი და არა მარტო” გალერეა “ვანდა” უმასპინძლებს

  • აშშ-ში, ქალაქ ნეშვილში მდებარე კერძო სკოლაში 3 ბავშვი და საგანმანათლებლო დაწესებულების 3 თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

    აშშ-ში, ქალაქ ნეშვილში მდებარე კერძო სკოლაში 3 ბავშვი და საგანმანათლებლო დაწესებულების 3 თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

  • ბაჩო დოლიძე: 9 აპრილს აქციის დაანონსება შეცდომა იყო, ვიწრო, პიარული აქციებისთვის სხვა თარიღებზე ჯობია ფიქრი

    ბაჩო დოლიძე: 9 აპრილს აქციის დაანონსება შეცდომა იყო, ვიწრო, პიარული აქციებისთვის სხვა თარიღებზე ჯობია ფიქრი

  • ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ სასამართლო სისტემის რეფორმა გადადო

    ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ სასამართლო სისტემის რეფორმა გადადო

  • პრეზიდენტი: უნდა გრცხვენოდეთ!

    პრეზიდენტი: უნდა გრცხვენოდეთ!

  • საყოველთაო გაფიცვის გამო, ისრაელის საელჩო საქართველოში დაკეტილია

    საყოველთაო გაფიცვის გამო, ისრაელის საელჩო საქართველოში დაკეტილია

  • თეა წულუკიანი: მინდა, მივუსამძიმრო მათ, მე არჩევნებამდე არსად არ ვაპირებ წასვლას. არჩევნების მერე ალბათ მათთვის კიდევ უფრო დიდი სამძიმარი შეიძლება, მქონდეს სათქმელი

    თეა წულუკიანი: მინდა, მივუსამძიმრო მათ, მე არჩევნებამდე არსად არ ვაპირებ წასვლას. არჩევნების მერე ალბათ მათთვის კიდევ უფრო დიდი სამძიმარი შეიძლება, მქონდეს სათქმელი

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge