NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»კულტურა»კონსტანტინე გამსახურდია: ძნელი სათქმელია, რა გვიყვარს ჩვენ სხვა ადამიანში

კონსტანტინე გამსახურდია: ძნელი სათქმელია, რა გვიყვარს ჩვენ სხვა ადამიანში

11 სექ 2022 კულტურა 259 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
“ვიდრე რუსთავი 2 დაიხურებოდა, ნანუკა ჟორჟოლიანმა მთხოვა მივსულიყავი მის გადაცემაში კონსტანტინე გამსახურდიას ლექსზე “ზღვისფერი გაქვს თვალები” სასაუბროდ. კარგა ხანია, მე საკუთარი მოსაზრება გამაჩნია ამ ლექსზე და მის იდეურ ქარგაზე. ის-ის იყო წარმოვთქვი ლექსი და მასზე საუბარი დავიწყე, რომ ჟურნალისტმა გამაწყვეტინა. მიზეზების ძიებას აღარ მოვყვები. ზოგადად ტელეჟურნალისტებს ალბათ თავიანთი მეტრაჟები და დროის მენეჯმენტი აქვთ, რაშიც ნაკლებად ვერკვევი.
ეს ლექსი, როგორც იცით, “დიდოსტატის” ტექსტში არის ჩართული და მას ვიღაც ლაზი კირითხურო მღერის. მასზე შექმნილია სიმღერაც, რომელსაც ჰამლეტ გონაშვილი ასრულებს. საბას პრემიის ერთ-ერთ წარდგენაზე კომპოზიტორმა ნიკა მაჩაიძემ შექმნა მასზე კომპოზიცია, რომელიც იქ შესრულდა. მაშინ აღინიშნა, რომ ამ ლექსს “თინეიჯერული” ხასიათი აქვს.
არ ვფიქრობ, რომ ლექსი შინაარსობრივად “თინეიჯერულია”. ის უმალ რუსთველურია თავისი სულისკვეთებით. მასში აშკარად ინიციაციაა თემატიზებული, ანუ განსაცდელების გავლით ზენა, ღვთიურ საწყისთან შერწყმა, რომელიც “სატრფოს” ალეგორიითაა წარმოდგენილი; ისე, როგორც ეს ესმოდათ ქრისტიან ეზოტერიკოსებს, ებრაელ კაბალისტებს და მუსლიმ სუფიებს. ოღონდ გასაოცარი ისაა, რომ აქ “სატრფო” მიწიერიცაა და ზეციურიც – ისევე როგორც რუსთველისეული “ნისტ ანდარე ჯეჰანი” – ანუ “ის, ვინც არ არის ამქვეყნად”.
ლექსში სული ოთხივე სტიქიას გადის და ესაა მისი კათარზისიც იმავდროულად – თესვისა და ხვნის მიტოვება მიწის სტიქიაა, ადიდებული ჭოროხი და მტკვარი – წყლის. ცეცხლი ისაა, რომელიც სატრფოს მოჩვენებით სამყოფელს დაწვავს, ხოლო ილუზორულ სიყვარულს ქარი, ანუ ჰაერის სტიქია წაიღებს. რაც შეეხება “ნაფერებ ქმარს”, რომლის მოკვლითაც მე-მთხრობელი იმუქრება, ეს რუსთველური ხვარაზმშას რაღაცნაირი ექოსებრი გამეორებაა, ოდისეას პენელოპესეული საქმროთაგანია, და განასახიერებს მხოლოდ ამქვეყნიურ ინტერესებზე მიმართულ ცნობიერებას. ამგვარად დავიწროებულ ცნობიერებაში კი სიყვარულის ადგილი ნამდვილად აღარ არის. ძნელი სათქმელია, რა გვიყვარს ჩვენ სხვა ადამიანში. ეს შესაძლოა იყოს სპირიტუალურად ამოუწურავი არსი, უქმნელი ღვთიური ენერგეტიკისგან მოქსოვილი, რომელსაც ცნობიერად თუ არა, ინსტინქტურად მაინც ვეხებით ან ვჭვრეტთ. თუ ამის აღქმის უნარი საერთოდ არ გვაქვს, არც სიყვარული შეგვიძლია.
“ინიციაცია” მაშინაა სრული, თუკი ზენა, ღვთივსულიერი სამყარო განსაზღვრავს ამ გზაზე დამდგარის პატიოსნებას და წარმატებას. მისი პასუხიც არ დააყოვნებს, მხოლოდ მიწიერ პლანზე ფოკუსირებული კი ყველაფერი შესაძლოა სულ სხვაგვარად დასრულდეს: საერთოდ არც შეიმჩნიონ, რომ ჭოროხისა და მტკვრის გადამლახველი ხარ, ხვნაში და თესვაში პირველი, ქარ- და ცეცხლგამოვლილი,” – წერს სოციალურ ქსელში კონსტანტინე გამსახურდია.

კომენტარები

კონსტანტინე გამსახურდია 2022-09-11
ნინო ჩხეიძე
Tags კონსტანტინე გამსახურდია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

რუსულ სოცმედიაში გავრცელებული ვიდეო – “რისთვის იღუპებიან ჩვენი ჯარისკაცები”

შემდეგი სტატია

სალომე ზურაბიშვილი: არ ვეშვები და ეროვნული თანხმობა მუდმივად იქნება ჩემი ძალისხმევა, ვნახავ სადამდე მივალ

მსგავსი სტატიები

პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ ჯილდოზე ორი ქართული ფილმი – “საშიში დედა” და “დედეა” წარდგენილი

პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ ჯილდოზე ორი ქართული ფილმი – “საშიში დედა” და “დედეა” წარდგენილი

13 აპრ 2018
უახლესი ფოტოები შანხაის “Victoria’s Secret-ის” შოუდან

უახლესი ფოტოები შანხაის “Victoria’s Secret-ის” შოუდან

20 ნოე 2017
მუსიკა განწყობისათვის –  სიმღერის პრემიერა

მუსიკა განწყობისათვის – სიმღერის პრემიერა

ნინო ჩხეიძე 25 დეკ 2022

უახლესი ამბები

  • მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

    მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

  • ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

    ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

  • ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

    ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

  • ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

    ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

  • დღე ისტორიაში – 27 იანვარი

    დღე ისტორიაში – 27 იანვარი

  • ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

    ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

  • ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

    ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

  • გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

    გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

  • რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

    რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

  • აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

    აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge