NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»მერია ახალი სატრანსპორტო პროექტის განხორციელებას იწყებს, რაც თბილისის ქუჩებში ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის განვითარებას გულისხმობს

მერია ახალი სატრანსპორტო პროექტის განხორციელებას იწყებს, რაც თბილისის ქუჩებში ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის განვითარებას გულისხმობს

08 სექ 2022 საზოგადოება 426 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მუნიციპალიტეტი ცენტრალური მთავრობისა და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის მხარდაჭერით ახალი სატრანსპორტო პროექტის განხორციელებას იწყებს, რაც გულისხმობს თბილისის ქუჩებში ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის განვითარებას.

როგორც კახა კალაძემ განმარტა, აღნიშნული პროექტის განხორციელება ქალაქისთვის მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ ზოგადად მოწესრიგებული იყოს სატრანსპორტო მოძრაობა ქალაქში ყველა მიმართულებით, როგორც კერძო ავტომობილებისთვის, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, ქვეითად მოსიარულე და ველომოყვარულთათვის.

„მნიშვნელოვანი რეფორმა წამოვიწყეთ, რომელიც ბევრი კომპონენტისგან შედგება. თბილისის მუნიციპლალიტეტი, საქართველოს ცენტრალური მთავრობისა და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის მხარდაჭერით ახალი სატრანსპორტო პროექტის განხორციელებას იწყებს, რაც გულისხმობს თბილისის ქუჩებში ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის განვითარებას. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება და რამდენად მნიშვნელოვანია არსებული სისტემის მოწესრიგება. სისტემა მოიცავს მონაცემთა პლატფორმას, საგზაო სენსორებისა და ნაკადების მართვის ტექნოლოგიას, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს თბილისში რეალურ დროში ვმართოთ საგზაო მოძრაობა და პარკირება. ის, ასევე ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და საგანგებო სიტუაციების ეკიპაჟების გადაადგილებას. ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა დაგვეხმარება გზებზე უსაფრთოების გაზრდაში, საცობების შემცირებასა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით. პროექტის ერთ-ერთი კომპონენტია ქუჩის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, თანამედროვე სტანდარტების მქონე საფეხმავლო სივრცეების, ველობილიკების და საავტობუსე დერეფნების მოწყობის გზით. პროქტის ფარგლებში მოხდება, როგორც თანამედროვე აღჭურვილობის ისე პროგრამული უზრუნველყოფის შეძენა და დანერგვა. პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენს 47 მლნ ევროს და განხორციელდება მომდევნო 4 წლის განმავლობაში საერთაშორისო კონსულტატებისა და დარგის ექსპერტების ჩართულობით“, -განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

TOP კახა კალაძე 2022-09-08
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP კახა კალაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

დავით არახამიას ბეგრაუნდი უკრაინის ანტიკორუფციული სამსახურის შესწავლის საგანია, რადგან ღია სივრცეში გავრცელდა ინფორმაცია ჰუმანიტარული ტვირთის დატაცებასა და გაფლანგვაზე და ერთ-ერთი ფიგურანტია საქმეში

შემდეგი სტატია

ოროზმანის ექსპედიციამ, რომლის გენერალური პარტნიორიც საქართველოს ბანკია, მსოფლიო მნიშვნელობის აღმოჩენა გააკეთა

მსგავსი სტატიები

ყოფილმა დეპუტატმა საკუთარ გამონათქვამს ქალაქის ცენტრში 3-მეტრიანი ძეგლი დაუდგა

ყოფილმა დეპუტატმა საკუთარ გამონათქვამს ქალაქის ცენტრში 3-მეტრიანი ძეგლი დაუდგა

ნინო ჩხეიძე 31 ივლ 2022
„ეს კაცი ჩემი ძმა და ჭირისუფალია, ისევე, როგორც მისი ჭირისუფალი მე ვარ“

„ეს კაცი ჩემი ძმა და ჭირისუფალია, ისევე, როგორც მისი ჭირისუფალი მე ვარ“

სოსო ელისაშვილი 15 თებ 2018

ბაღის დირექტორი: შევამჩნიე, რომ ბავშვი არის ინკლუზიური

25 სექ 2017

უახლესი ამბები

  • ოთარ ყუშანაშვილი ბორის კორჩევნიკოვს ვახტანგ კიკაბიძის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პასუხობს (ვიდეო)

    ოთარ ყუშანაშვილი ბორის კორჩევნიკოვს ვახტანგ კიკაბიძის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პასუხობს (ვიდეო)

  • ფსიქიატრი კორნელიუს კატონა: სააკაშვილს აქვს დემენცია, პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში

    ფსიქიატრი კორნელიუს კატონა: სააკაშვილს აქვს დემენცია, პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში

  • უკრაინის ელჩი ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

    უკრაინის ელჩი ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

  • ბრიტანული დაზვერვა: რუსები ცრუობენ უგლედარსა და ორეხოვის მახლობლად წარმატებებზე

    ბრიტანული დაზვერვა: რუსები ცრუობენ უგლედარსა და ორეხოვის მახლობლად წარმატებებზე

  • შალვა ხაჭაპურიძე: რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა

    შალვა ხაჭაპურიძე: რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა

  • გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

    გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

  • ირანში აზერბაიჯანის საელჩოს თავს დაესხნენ – დაიღუპა 1 ადამიანი

    ირანში აზერბაიჯანის საელჩოს თავს დაესხნენ – დაიღუპა 1 ადამიანი

  • ესტონეთმა უკრაინას, შესაძლოა, კასეტური საბრძოლო მასალა მიაწოდოს

    ესტონეთმა უკრაინას, შესაძლოა, კასეტური საბრძოლო მასალა მიაწოდოს

  • თიბისი IT აკადემიამ 2022 წელს 300-მდე სტუდენტი გადაამზადა

    თიბისი IT აკადემიამ 2022 წელს 300-მდე სტუდენტი გადაამზადა

  • თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა – 2022 წლის შეჯამება

    თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა – 2022 წლის შეჯამება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge