NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ირაკლი ზარქუა ნიკა მელიაზე: ჭკვიანი ბიჭი ჩანს, მთლად ასეთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა

ირაკლი ზარქუა ნიკა მელიაზე: ჭკვიანი ბიჭი ჩანს, მთლად ასეთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა

06 სექ 2022 პოლიტიკა 513 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

უკიჟინებდნენ – რამე გააკეთე, რამე მოიფიქრე, ამიტომ ათქმევინეს, ჭკვიანი ბიჭი ჩანს, მთლად ასეთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა – ვურჩევდი, შეეშვან ამ სისულელეებს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა რიგგარეშე არჩევნებზე ნიკა მელიას განცხადებას.

მისი თქმით, მელიამ ოპოზიციონერი კოლეგების მხრიდან სამართლიანი კრიტიკა დაიმსახურა.

„მგონია, რომ ეს იყო ვალის მოხდა თავისი ამომრჩევლის თუ მიმდევრების, ვინც შემორჩა, მათ წინაშე – უკიჟინებდნენ – რამე გააკეთე, რამე მოიფიქრე, ამიტომ ათქმევინეს, იმიტომ, რომ ჭკვიანი ბიჭი ჩანს, მთლად ასეთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა, რომ გააჟღერა ისეთი გეგმა, რომელსაც მხარდამჭერი თავის პარტიაში და ოპოზიციურ ფლანგშიც არ ჰყავს. ოპოზიციაში მისი კოლეგების მხრიდან სამართლიანი კრიტიკა დაიმსახურა. ჩვენთვის სასაცილო იყო. მერამდენე წელია გვესმის – გადატრიალება, რევოლუცია. გვახსოვს ამზომველებიც პარლამენტის კარიბჭის. ეს ხომ სისულელეა. ვურჩევდი მათ, საქმით დაკავდნენ. საქმე არის 12-პუნქტიანი გეგმა და კანონპროექტები, რომლებიც გავამზადეთ. შეეშვან ამ სისულელეებს”,- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ საქართველოში ვადამდელი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს. მისივე თქმით, საქართველოში ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მისაღწევად მრავალფეროვანი პოლიტიკური აქტივობები და სხვადასხვა სახისა და ფორმის საპროტესტო ღონისძიებები განხორციელდება.

კომენტარები

TOP ირაკლი ზარქუა ნიკა მელია 2022-09-06
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ირაკლი ზარქუა ნიკა მელია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი განცხადებას ავრცელებს

შემდეგი სტატია

მედია: პუტინის ახალი გადაწყვეტილება და დოკუმენტი, რომელშიც საქართველოც არის ნახსენები

მსგავსი სტატიები

გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი ბრიუსელში დაიწყო

გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი ბრიუსელში დაიწყო

05 თებ 2018
ბორის ჯონსონმა ირაკლი ღარიბაშვილს წერილით მიმართა

ბორის ჯონსონმა ირაკლი ღარიბაშვილს წერილით მიმართა

ნინო ჩხეიძე 11 აპრ 2022

„მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებს გაუაზრებელ ნაბიჯს უწოდებენ ევროპულ  საქართველოში“

07 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • იენს სტოლტენბერგმა მოკავშირეებს უკრაინისთვის ახალი შეიარაღების გადაცემისკენ მოუწოდა

    იენს სტოლტენბერგმა მოკავშირეებს უკრაინისთვის ახალი შეიარაღების გადაცემისკენ მოუწოდა

  • ომის შემსწავლელი ინსტიტუტი: რუსების დიდი შეტევა დაიწყო

    ომის შემსწავლელი ინსტიტუტი: რუსების დიდი შეტევა დაიწყო

  • ევროკავშირი საქართველოს ხაზინას ძირითადი რეფორმების მხარდასაჭერად 60 მილიონ ლარს გადაურიცხავს

    ევროკავშირი საქართველოს ხაზინას ძირითადი რეფორმების მხარდასაჭერად 60 მილიონ ლარს გადაურიცხავს

  • Reuters: პირველად 24 წლის განმავლობაში – სტამბოლის საფონდო ბირჟამ მუშაობა შეაჩერა

    Reuters: პირველად 24 წლის განმავლობაში – სტამბოლის საფონდო ბირჟამ მუშაობა შეაჩერა

  • გიორგი მარგველაშვილი: სააკაშვილის გადარჩენა არ შედის არცერთი სახელისუფლებო სტრუქტურის ინტერესებში, მაგრამ…

    გიორგი მარგველაშვილი: სააკაშვილის გადარჩენა არ შედის არცერთი სახელისუფლებო სტრუქტურის ინტერესებში, მაგრამ…

  • ემანუელ მაკრონი: რუსეთმა ომი არ უნდა მოიგოს

    ემანუელ მაკრონი: რუსეთმა ომი არ უნდა მოიგოს

  • თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 15 000-ს გადააჭარბა

    თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 15 000-ს გადააჭარბა

  • ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

    ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

  • გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

    გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

  • კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

    კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge