შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბავშვების გაყიდვასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ერთ-ერთი ასეთი ბავშვი იყო ნინი მოხევიშვილი, რომელიც წლების წინ რუსთავის გზატკეცილზე გაიყიდა. ამის შესახებ „TV პირველი“ წერს.
მოხევიშვილმა აღმზრდელი დედისგან მხოლოდ 18 წლის შემდეგ გაიგო, რომ ნაშვილებია და ის რუსთავის სამშობიარო სახლიდან წამოიყვანა. მისი თქმით, ამ დროს აღნიშნული სამშობიარო სახლის დირექტორი ალექსანდრე ბარავკოვი იყო, რომელმაც ბიოლოგიურ დედას შვილი მოჰპარა და ათას დოლარად გაყიდა.
„ალექსანდრე ბარავკოვმა უთხრა მას, რომ ჰყავს რუსქართველა ბავშვი, რომელიც ძალიან ლამაზია და 500 დოლარის სანაცვლოდ, როგორც ყველა ბავშვს ყიდდნენ, ასე იაფად არ გამყიდდნენ მე და გამყიდდნენ 1000 დოლარად. რუსთავის ერთ-ერთ ტრასაზე დაიბარეს ჩემი მშობლები და გადასცეს გზაზე ათასი დოლარი. მასთან ერთად იმყოფებოდა მისი კოლეგა, კოტე მანჯავიძე“, – განაცხადა მოხევიშვილმა.
შსს-მ გამოძიება 5 ეპიზოდზე 143-ე მუხლით დაიწყო, რაც არასრულწლოვნით ვაჭრობას გულისხმობს.
კომენტარები