უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიამ 1-ელ სექტემბერს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ორნახევარი საათი გაატარა, რაც საკმარისი არ იყო ორგანიზაციის ინსპექტორებისთვის სრულად შეეფასებინათ ბირთვულ ობიექტზე ვითარება.
„ვფიქრობ, ეს საკმაოდ უცნაურად გამოიყურება. უკრაინულ მხარეს სჯერა, რომ ამ დონის მისია – და ეს არის უპირველეს ყოვლისა ინჟინრების, ბირთვული ფიზიკის სპეციალისტების მისია – რომელიც ჩამოვიდა არა მხოლოდ სასადილოს ან გარკვეული ოთახების შესამოწმებლად, მაგრამ ესაა მისია, რომელსაც აქვს გარკვეული პროცედურები ატომური ელექტროსადგურის კომპლექსური ინფრასტრუქტურის კონტროლისა და მართვის მექანიზმების შესამოწმებლად.“ – აღნიშნა პოდოლიაკმა.
მისივე თქმით, მისია ზაპოროჟიეში ჩასული იყო, რათა შეემოწმებინა არის თუ არა რაიმე საფრთხე ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მხრივ. „ასე რომ, უცნაურია, რომ ის იქ მხოლოდ ორი საათის განმავლობაში დარჩა“, -განაცხადა პოდოლიაკმა.
კომენტარები