NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»დავით უსუფაშვილი: ნიუ-იორკისკენ მიმავალ პრემიერს ტაქტიკურად სჭირდება …

დავით უსუფაშვილი: ნიუ-იორკისკენ მიმავალ პრემიერს ტაქტიკურად სჭირდება …

02 სექ 2022 პოლიტიკა 634 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ნიუ-იორკისკენ მიმავალ პრემიერს ტაქტიკურად სჭირდება თითქოს დაათბოს აშშ-სთან ურთიერთობები – „ოცნებამ“ შინაგანად გადალახა ის რუბიკონი, რომლის შედეგადაც დემოკრატიული დასავლეთის მას ეშინია, – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „ქართული ოცნებიდან“ გასულ ოთხ დეპუტატზე პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა.

უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ არავის ეჭვი არ ეპარება, რომ ეს წერილები და მთავრობის მესიჯები ერთ ადგილზე იწერებოდა.

„პრეზიდენტის ნათქვამი, რომ გაემიჯნოს ოთხეულს, ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტს ეჭვი არ ეპარება და ის, რომ ცალკე არიან, ეს იყო თამაში და ახლაც არის თამაში, პრეზიდენტმა თქვა – „დაასრულეთ ეს თამაში“. ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ ეს წერილები და მთავრობის მესიჯები ერთ ადგილზე იწერებოდა და ხმოვანდებოდა?! ახლა ტაქტიკურად ნიუ-იორკისკენ მიმავალ პრემიერს ცოტა არ იყოს სჭირდება ცოტა თითქოს დაათბოს ურთიერთობები, რადგან ყველა შესაძლო დონიდან ყველა ჩვენი მეგობარი უკიდურესად შეშფოთებული და შეწუხებულია იმ სახელისუფლებო პოლიტიკის გამო, რასაც ბოლო ხანებში ეს ოთხეული ახმოვანებდა და დანარჩენები ძირითადად თავს უქნევდნენ. სამწუხარო ამბავია, „ოცნებამ“ შინაგანად გადალახა ის რუბიკონი, რომლის შედეგადაც დემოკრატიული დასავლეთის მას ეშინია“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

ცნობისათვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ყოფილი თანაგუნდელების კრიტიკა მოისმინა და პოლემიკის განვრცობა ქვეყნის ინტერესებში არ შედის.

„ყველა სახელმწიფოს და პირველ რიგში, რა თქმა უნდა ამერიკას, რომელიც არის N1 სახელმწიფო მსოფლიოში, ყველაზე ძლიერი სახელმწიფო, თავისი ინტერესები აქვს ყველა მიმართულებით. ამერიკას ჰყავს თავისი წარმომადგენელი, წარმომადგენლები, ელჩი. ჩვენ, რა თქმა უნდა პატივს ვცემთ ამერიკას, ამერიკის წარმომადგენელს, ელჩსაც და ყველა წარმომადგენელს,“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

TOP დავით უსუფაშვილი ირაკლი ღარიბაშვილი 2022-09-02
ნინო ჩხეიძე
Tags TOP დავით უსუფაშვილი ირაკლი ღარიბაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

უსუფაშვილი: არ ვიცი, როდის მიხვდა სალომე ზურაბიშვილი, რომ ყველას გვისმენენ – გუშინ?! ესე იგი, მანამდე ტელეფონი არ ჰქონია

შემდეგი სტატია

დიმიტრი ხუნდაძე: არავის ეგონოს, რომ ჩვენ მხოლოდ ოთხნი ვართ, ამას მალე დაინახავს საზოგადოება

მსგავსი სტატიები

ვისაც დანაშაული ჩადენილი აქვს, პასუხისგებაში იქნება მიცემული – “ოცნება” 20 ივნისის საქმეზე ოპონენტებს პასუხობს

ვისაც დანაშაული ჩადენილი აქვს, პასუხისგებაში იქნება მიცემული – “ოცნება” 20 ივნისის საქმეზე ოპონენტებს პასუხობს

ირაკლი შალიკაშვილი 26 ივლ 2019

“ბნელ ოთახში იყო დაწერილი” – კობახიძის პასუხი კითხვაზე, რატომ არ განიხილეს მარგველაშვილის მიერ წარდგენილი მოსამართლეების სია

სოსო ელისაშვილი 19 აპრ 2019

სალომე ზურაბიშვილი: პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ დაუხუროს კარი ჩვენს თანამემამულეებს

13 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: ყირიმიდან უკვე დაიწყო ტერორისტული სახელმწიფოს ყველაზე შორსმჭვრეტელი ვირთხების მიგრაცია

    ვოლოდიმირ ზელენსკი: ყირიმიდან უკვე დაიწყო ტერორისტული სახელმწიფოს ყველაზე შორსმჭვრეტელი ვირთხების მიგრაცია

  • კრემლი: რუსეთი და ჩინეთი ერთობლივი სამხედრო წვრთნებს რეგულარულად ჩაატარებენ

    კრემლი: რუსეთი და ჩინეთი ერთობლივი სამხედრო წვრთნებს რეგულარულად ჩაატარებენ

  • ბოლნისის მუნიციპალიტეტში 9 წლის ბავშვს ეძებენ

    ბოლნისის მუნიციპალიტეტში 9 წლის ბავშვს ეძებენ

  • სერგეი ლავროვი: რუსეთ-ჩინეთის მოლაპარაკებების წარმატება ამერიკელების საქმე არ არის

    სერგეი ლავროვი: რუსეთ-ჩინეთის მოლაპარაკებების წარმატება ამერიკელების საქმე არ არის

  • ხვიჩია: უხერხული ხომ არ არის, ჯარში, სადაც ჩვენი არცერთი კოლეგა შვილს არ უშვებს, სხვისი შვილები იძულებით გავუშვათ?

    ხვიჩია: უხერხული ხომ არ არის, ჯარში, სადაც ჩვენი არცერთი კოლეგა შვილს არ უშვებს, სხვისი შვილები იძულებით გავუშვათ?

  • იენს სტოლტენბერგის ანგარიში: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად გაჩენილი უსაფრთხოების გაუარესებული გარემო მნიშვნელოვნად აისახება საქართველოზე

    იენს სტოლტენბერგის ანგარიში: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად გაჩენილი უსაფრთხოების გაუარესებული გარემო მნიშვნელოვნად აისახება საქართველოზე

  • “გთხოვთ, არ დაუშვათ ქვეყნისთვის ამ მეტად მნიშვნელოვანი, სტრატეგიული სახელმწიფო სამედიცინო ცენტრის ადგილმდებარეობის შეცვლა და ნგრევა”

    “გთხოვთ, არ დაუშვათ ქვეყნისთვის ამ მეტად მნიშვნელოვანი, სტრატეგიული სახელმწიფო სამედიცინო ცენტრის ადგილმდებარეობის შეცვლა და ნგრევა”

  • მარიამ ყანდიაშვილის და ლაზარე შანიძის კოლაბორაციული პროექტი

    მარიამ ყანდიაშვილის და ლაზარე შანიძის კოლაბორაციული პროექტი

  • გიორგი რუხაძე: სი ძინპინი, როდესაც მოსკოვში ჩავიდა, ეს იყო მისთვის საუკეთესო ვარიანტი, რადგან ერთი დღით ადრე ვლადიმერ პუტინი ძებნილად გამოაცხადეს

    გიორგი რუხაძე: სი ძინპინი, როდესაც მოსკოვში ჩავიდა, ეს იყო მისთვის საუკეთესო ვარიანტი, რადგან ერთი დღით ადრე ვლადიმერ პუტინი ძებნილად გამოაცხადეს

  • ფენომენალური ფაქტები პიკასოს ცხოვრების შესახებ

    ფენომენალური ფაქტები პიკასოს ცხოვრების შესახებ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge