ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძის დანიშვნის ხელმოწერა, შესაძლოა, „ქართული ოცნების“ მხრიდან პრეზიდენტზე ზეწოლის შედეგი იყოს.
„პრეზიდენტის გადაწყვეტილებაა, მოაწეროს თუ არა ხელი. თანამდებობის პირს, განსაკუთრებით პრეზიდენტს ვერავინ დააძალებს, მოაწეროს თუ არა ხელი. ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ შესაძლებელია, იყოს გარკვეული ზეწოლა, რაც გულისხმობდა, თუნდაც „ქართული ოცნების“ მიერ გაკეთებულ განმარტებას და რეალურ შეტევას რამდენიმე თვის წინ საქართველოს პრეზიდენტის მიმართ“, – განაცხადა დეკანოიძემ.
კანადაში საქართველოს ელჩად კახა იმნაძე დაინიშნა, გაეროში მისი შემცვლელი კი აშშ-ში ყოფილი ელჩი დავით ბაქრაძე იქნება. შესაბამის წარდგინებებს სალომე ზურაბიშვილმა მოაწერა ხელი. მოგვიანებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილს გაეროში მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძის დანიშვნა კვლავ არ მიაჩნია მიზანშეწონილად.
კომენტარები