მესტიის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის პროცესში ავიაციამ მუშაობა დილიდან განაახლა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში სახანძრო-სამაშველო სამსახურის შესაბამისი ძალები მონაწილეობენ.
უწყების ინფორმაციით, ცეცხლის კერა დასახლებული პუნქტიდან შორს არის და მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის.
ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია
კომენტარები