NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მსოფლიო»გენერალური შტაბი: სლავიანსკის მიმართულებით, მტერი დაზვერვის ჩატარებას შეეცადა, მაგრამ დანაკარგები განიცადა და უკან დაიხია

გენერალური შტაბი: სლავიანსკის მიმართულებით, მტერი დაზვერვის ჩატარებას შეეცადა, მაგრამ დანაკარგები განიცადა და უკან დაიხია

29 აგვ 2022 მსოფლიო 354 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მტერმა სლავიანსკის მიმართულებით ტანკებით, არტილერიისა და მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემებიდან დაბომბა კურულკას, ბრაჟკოვკას, ბოგოროდიჩნის, კრასნოპოლიესა და ადამოვკას ახლომდებარე ტერიტორიები, – ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

„მტერმა გამოიყენა სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატები. ის ცდილობდა უაზრო დაზვერვის ჩატარებას დოლინას დასახლების მიდამოში, დანაკარგები განიცადა და უკან დაიხია. ტაქტიკური სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით, მტერმა თავდასხმა განახორციელა ბოგოროდიჩნის მახლობლად, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გენშტაბის ცნობით, ვოლინის, პოლესკისა და სევერსკის მიმართულებებით მნიშვნელოვანი ცვლილები არ მომხდარა. რუსულმა ძალებმა არტილერიით დაბომბეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურა სუმის ოლქის ბელოპოლიეს, გაის, ეკატერინოვკას, მიროპოლიესა და ვოდოლოგსის დასახლებების ტერიტორიებზე და უპილოტო საფრენი აპარატებით საჰაერო დაზვერვა ჩაატარა.

ხარკოვის მიმართულებით, მტერმა რამდენიმე დასახლების ტერიტორია არტილერიით დაბომბა, ნოვის მახლობლად კი საჰაერო დარტყმა განახორციელა.

„მტერი უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით საჰაერო დაზვერვას აგრძელებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, კრამატორსკის მიმართულებით, დაბომბვა დაფიქსირდა გრიგოროვკას, სევერსკის და ივანო-დარიევკას მახლობლად.

„ბახმუტის მიმართულებით მტერმა დაბომბა სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ბახმუტსკოესთან, შუმოვთან, იაკოვლევკასთან, ზაიცევსთან და კოდემასთან. ავიადარტყმები მიაყენა იაკოვლევკასა და კოდემას ტერიტორიებს. კოდემასა და ზაიცევის მახლობლად უკრაინელმა დამცველებმა მტრის შეტევის მცდელობა შეაჩერეს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავდიივკას მიმართულებით რუსულმა ძალებმა ცეცხლი გახსნეს ავდიივკას, ვოდიანის, ვესელის, მარინკას, ალექსანდროპოლისა და ტონენკოეს ტერიტორიებზე. ტაქტიკური პოზიციის გაუმჯობესების მიზნით, მტერმა შეტევითი ბრძოლები ჩაატარა პერვომაისკის ტერიტორიაზე, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია.

„ზაპოროჟიეს მიმართულებით დამპყრობლებმა ტანკებითა და არტილერიით დაბომბეს ჩვენი პოზიციები დოროჟნიანკას, შევჩენკოს, პოლტავკას, ბელოგორიეს და ნოვოპოლის დასახლებების ტერიტორიებზე. საჰაერო დარტყმები განხორციელდა ნოვოპოლსა და ნოვოსელკას მახლობლად.

იუჟნობუჟსკის მიმართულებით, მტრის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია ჩვენი ჯარების წინსვლის აღკვეთაზე. იღებს ზომებს დანაკარგების ასანაზღაურებლად“, – აღნიშნულია ინფორმაციაში

კომენტარები

TOP გენერალური შტაბი უკრაინა 2022-08-29
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP გენერალური შტაბი უკრაინა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ნორვეგიამ რუსული ოქროს შესყიდვა აკრძალა

შემდეგი სტატია

ზელენსკი: თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებს შევხვდი – ოკუპანტები ამ შეხვედრის შედეგებს იგრძნობენ

მსგავსი სტატიები

რიში სუნაკი: G20-ის სამიტზე ჩვენ პუტინის რეჟიმს გავაკრიტიკებთ

რიში სუნაკი: G20-ის სამიტზე ჩვენ პუტინის რეჟიმს გავაკრიტიკებთ

ნინო ჩხეიძე 13 ნოე 2022
დღე ისტორიაში – 19 თებერვალი

დღე ისტორიაში – 19 თებერვალი

ანო 18 თებ 2023
სა­უ­დის არა­ბეთ­ში აქ­ტი­ვისტ ქალს სა­ჯა­როდ თა­ვის მოკ­ვე­თა ემუქ­რე­ბა

სა­უ­დის არა­ბეთ­ში აქ­ტი­ვისტ ქალს სა­ჯა­როდ თა­ვის მოკ­ვე­თა ემუქ­რე­ბა

24 აგვ 2018

უახლესი ამბები

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: ყირიმიდან უკვე დაიწყო ტერორისტული სახელმწიფოს ყველაზე შორსმჭვრეტელი ვირთხების მიგრაცია

    ვოლოდიმირ ზელენსკი: ყირიმიდან უკვე დაიწყო ტერორისტული სახელმწიფოს ყველაზე შორსმჭვრეტელი ვირთხების მიგრაცია

  • კრემლი: რუსეთი და ჩინეთი ერთობლივი სამხედრო წვრთნებს რეგულარულად ჩაატარებენ

    კრემლი: რუსეთი და ჩინეთი ერთობლივი სამხედრო წვრთნებს რეგულარულად ჩაატარებენ

  • ბოლნისის მუნიციპალიტეტში 9 წლის ბავშვს ეძებენ

    ბოლნისის მუნიციპალიტეტში 9 წლის ბავშვს ეძებენ

  • სერგეი ლავროვი: რუსეთ-ჩინეთის მოლაპარაკებების წარმატება ამერიკელების საქმე არ არის

    სერგეი ლავროვი: რუსეთ-ჩინეთის მოლაპარაკებების წარმატება ამერიკელების საქმე არ არის

  • ხვიჩია: უხერხული ხომ არ არის, ჯარში, სადაც ჩვენი არცერთი კოლეგა შვილს არ უშვებს, სხვისი შვილები იძულებით გავუშვათ?

    ხვიჩია: უხერხული ხომ არ არის, ჯარში, სადაც ჩვენი არცერთი კოლეგა შვილს არ უშვებს, სხვისი შვილები იძულებით გავუშვათ?

  • იენს სტოლტენბერგის ანგარიში: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად გაჩენილი უსაფრთხოების გაუარესებული გარემო მნიშვნელოვნად აისახება საქართველოზე

    იენს სტოლტენბერგის ანგარიში: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად გაჩენილი უსაფრთხოების გაუარესებული გარემო მნიშვნელოვნად აისახება საქართველოზე

  • “გთხოვთ, არ დაუშვათ ქვეყნისთვის ამ მეტად მნიშვნელოვანი, სტრატეგიული სახელმწიფო სამედიცინო ცენტრის ადგილმდებარეობის შეცვლა და ნგრევა”

    “გთხოვთ, არ დაუშვათ ქვეყნისთვის ამ მეტად მნიშვნელოვანი, სტრატეგიული სახელმწიფო სამედიცინო ცენტრის ადგილმდებარეობის შეცვლა და ნგრევა”

  • მარიამ ყანდიაშვილის და ლაზარე შანიძის კოლაბორაციული პროექტი

    მარიამ ყანდიაშვილის და ლაზარე შანიძის კოლაბორაციული პროექტი

  • გიორგი რუხაძე: სი ძინპინი, როდესაც მოსკოვში ჩავიდა, ეს იყო მისთვის საუკეთესო ვარიანტი, რადგან ერთი დღით ადრე ვლადიმერ პუტინი ძებნილად გამოაცხადეს

    გიორგი რუხაძე: სი ძინპინი, როდესაც მოსკოვში ჩავიდა, ეს იყო მისთვის საუკეთესო ვარიანტი, რადგან ერთი დღით ადრე ვლადიმერ პუტინი ძებნილად გამოაცხადეს

  • ფენომენალური ფაქტები პიკასოს ცხოვრების შესახებ

    ფენომენალური ფაქტები პიკასოს ცხოვრების შესახებ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge