NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»მეუფე იაკობი: …არახამიამ ომში მილიარდი იშოვა, ჭორიკანა დედაკაცივით დგას და იქიდან რაღაცებს გველაპარაკება

მეუფე იაკობი: …არახამიამ ომში მილიარდი იშოვა, ჭორიკანა დედაკაცივით დგას და იქიდან რაღაცებს გველაპარაკება

28 აგვ 2022 პოლიტიკა 486 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დღეს, საქართველოში ვერავინ ვერ აურევს სიტუაციას. ეკლესია და ქართველი ხალხი არავის მისცემს უფლებას ქვეყანა არიოს. ავტორიტეტი არ შერჩათ ჩვენს პოლიტიკოსებს, რომ ხალხი გაიყოლიონ , – ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, ქართველებმა ერთად “დაჯდომა უნდა ვისწავლოთ”.

მისივე განცხადებით, არც ერთი პარტია არ ღირს იმად, რომ საქართველოს მომავალს საფრთხე შეექმნას.

“მსოფლიოში თითქმის ყველა სახელმწიფოში არეულობაა. ადამიანები გულგრილები გახდნენ. სხვისი ტკივილი უკვე აღარ ტკივათ. რაც მსოფლიოში ხდება, არ იქნებოდა, ადამიანებს ერთმანეთის ტკივილის რომ გვესმოდეს და გვტკიოდეს. რამდენი წელია კაცობრიობა ერთმანეთს ვანადგურებთ და მაინც ვერ ხვდებით თუ როგორ ვიცხოვროთ. ბევრი კარგიც ხდება, თუნდაც ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ პოლიტიკურმა ველმა ისეთი სიტუაცია შექმნა ქვეყანაში, თითქოს არაფერი ხდებოდეს. თითქოს ვიღაცა მხსნელია და თუ მოვა ქვეყნის სათავეში გადაარჩენს საქართველოს. ეს ყველაფერი ტყუილია. კაცობრიობისთვის, საქართველოსთვის, თითოეული ჩვენგანისთვის მხსნელი არის ღმერთი.

ჩვენთან ისეთი სიტუაცია შექმნეს პოლიტიკოსებმა, ხშირად უცხოეთიდანაც უბამენ მხარს, რომ ახალგაზრდა ქართველი გარბის საქართველოდან. უცხოეთის ეკონომიკას ვაძლიერებთ და მერე აღარ ვბრუნდებით. იმიტომ გარბიან, რომ უყურებენ შექმნილ ვითარებას.

ევროპას აქვს თავისი ფასეულობები და მას შემდეგ, რაც ევროკავშირს კომუნისტური ბლოკის ქვეყნები შეუერთდნენ, ვხედავთ საქართველოს მიმართ რა დამოკიდებულება გაჩნდა. ის დეპუტატები, რომლებიც წარმოადგენენ კომუნისტური ბლოკის ქვეყნებს , ჩვენს წინააღმდეგ გამოდიან. ამიტომ რა უნდა ვიფიქრო? მათ მყარი ფესვები ჩარჩათ საბჭოთა კავშირში და, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიდიან. ამას მე ვიტყვი, იმიტომ რომ ვიღაცამ უნდა თქვას სიმართლე.

თურმე საქართველოში მთავარი ყოფილა 12 პუნქტის შესრულება. როგორ უნდა შეასრულო 12 პუნქტი, როდესაც რამდენიმე საპარლამენტო პარტია ცალკე გაიქცა? როდესაც ევროპარლამენტარები მოგვიწოდებენ, რომ ყველაფერი პარლამენტში გადავწყვიტოთ, ქუჩაში უნდათ ისევ გადაწყვეტა, სადღაც ოფისებში.

დღეს, საქართველოში ვერავინ ვერ აურევს სიტუაციას. ეკლესია და ქართველი ხალხი არავის მისცემს უფლებას ქვეყანა არიოს. ავტორიტეტი არ შერჩათ ჩვენს პოლიტიკოსებს, რომ ხალხი გაიყოლიონ. ხალხი შეგროვდება, რომ დაინახავენ ერთიდაიგივე სახეებს, გარბიან. იმიტომ რომ არ ენდობიან. ხომ უნდა დაიმსახურო, რომ გენდონ.

ნუ უშლით ხელს განვითარებას. ნუ უშლით ახალგაზრდობას ქვეყანაში დარჩენას. შეიძლება პოლიტიკოსების სათამაშოები გახდნენ ახალგაზრდები?! ჩვენ ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები გვყავს, მათ საქართველოში უნდა იმოღვაწეონ. ნუ ვიქნებით ჩვენი პოლიტიკოსებივით, სირაქლემასავით რომ არიან. სხვადასხვა ტელევიზიით ხან ევროპარლამენტარების ენით მელაპარაკებიან, ხან რომელიღაც უკრაინელივით. მილიარდელი გახდა კაცი, ყველა ამბობს არახამიაზე, ეს ჩემი მოგონილი არ არის. ომში მილიარდი იშოვა. თავიანთ ქვეყანას მიხედონ. ჩვენ, ჩვენსას მივხედავთ. რა უფლება აქვს, რომ ჩვენთან ერევა? გვარი არ აძლევს საშუალებას თუ რა?! საქართველოსთვის რა გაუკეთებია კარგი? ჭორიკანა დედაკაცივით დგას და იქიდან რაღაცებს გველაპარაკება. კიდე კარგი მსოფლიო ასე ეხმარება უკრაინას, თორემ ეგეთების (დავით არახამია) ხელში სად იქნებოდნენ. ქვეყნის არევის საშუალებას არავის მივცემთ, ვინც არ უნდა იყოს. არც ერთი პარტია არ ღირს იმად, რომ საქართველოს მომავალს საფრთხე შეექმნას.

ქართველებმა ერთად დაჯდომა უნდა ვისწავლოთ. 12 პუნქტი მოგვთხოვეს? ჩვენ მოვითხოვოთ 10 წლიანი ვადა იმ პარტიების წინააღმდეგ, რომლებსაც ერთად დაჯდომა არ უნდათ. მიეცით ჩვენს ერს უფლება, რომ ჰქონდეს მშვიდობა და თავისუფლება“,- აღნიშნა ქადაგებისას მეუფე იაკობმა.

კომენტარები

TOP დავით არახამია მეუფე იაკობი 2022-08-28
ნინო ჩხეიძე
Tags TOP დავით არახამია მეუფე იაკობი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც უკრაინის პასპორტის მქონე პირებს, რომლებიც რუსეთში ომის შემდეგ შევიდნენ, ქვეყანაში განუსაზღვრელი ვადით ცხოვრების უფლება ექნებათ

შემდეგი სტატია

ილია მეორე: გილოცავთ მარიამობას, დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ჩვენთანაა. შესთხოვეთ, რაც გიჭირთ და ღვთისმშობელი შეასრულებს თქვენს თხოვნას

მსგავსი სტატიები

გიორგი ვაშაძე: კადრები მოიცავს სხვადასხვა პერიოდს და პირდაპირ ასახავს რა მძიმე მდგომარეობაშია სააკაშვილი

გიორგი ვაშაძე: კადრები მოიცავს სხვადასხვა პერიოდს და პირდაპირ ასახავს რა მძიმე მდგომარეობაშია სააკაშვილი

ნინო ჩხეიძე 14 დეკ 2022
გახარია შეიძლება ბევრ რამეში დაადანაშაულო, მაგრამ ვერ დაადანაშაულებ ვერც კორუფციაში, ვერც ნეპოტიზმში, ვერც სხვა მავნე პრაქტიკაში

გახარია შეიძლება ბევრ რამეში დაადანაშაულო, მაგრამ ვერ დაადანაშაულებ ვერც კორუფციაში, ვერც ნეპოტიზმში, ვერც სხვა მავნე პრაქტიკაში

ირაკლი შალიკაშვილი 08 დეკ 2021
არ ვთაკილობდით, ყველა კაპიკს გამოვეკიდეთ – შევეცადეთ, რომ ის ხარჯები, რომლებიც პანდემიის პირობებში არარელევანტური გახდა, შეგვემცირებინა

არ ვთაკილობდით, ყველა კაპიკს გამოვეკიდეთ – შევეცადეთ, რომ ის ხარჯები, რომლებიც პანდემიის პირობებში არარელევანტური გახდა, შეგვემცირებინა

ირაკლი შალიკაშვილი 09 ივნ 2020

უახლესი ამბები

  • მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

    მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

  • ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

    ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

  • ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

    ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

  • ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

    ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

  • დღე ისტორიაში – 27 იანვარი

    დღე ისტორიაში – 27 იანვარი

  • ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

    ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

  • ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

    ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

  • გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

    გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

  • რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

    რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

  • აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

    აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge