ჯ.კ. როულინგი, “ჰარი პოტერის” იუბილესთან დაკავშირებით, მისი არყოფნის მიზეზს განმარტავს. “მე მთხოვეს მონაწილეობის მიღება, მაგრამ მივხვდი, რომ ამის გაკეთება არ მინდოდა”, – იგულისხმება ჰარი პოტერის 20 წლის იუბილე: დაბრუნება ჰოგვარტსში, რომლის დებიუტი 1 იანვარს შედგა HBO Max-ზე.
“მე მეგონა, რომ ეს იბულე უფრო ფილმებს ეხებოდა, ვიდრე წიგნებს, სავსებით სამართლიანად.”, – დასძინა როულინგმა. მწერალმა იმ ფაქტზეც ისაუბრა, რომ სოციალურ მედიას ნაკლებად იყენებს. მას შემდეგ, რაც 2020 წელს ბრალი ტრანსოფობიაში დასდეს, აზრები ორად გაიყო და მწერალს საზოგადოების ნაწილი დაუპირისპირდა.
წყაეო: people.com
ფოტო: bbc.com
კომენტარები