NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მსოფლიო»ბორის ჯონსონი: სწორედ ახლა ვხედავთ მომენტს, როდესაც თქვენ, მეგობრებო, დარტყმა უნდა მიიტანოთ რუსებზე

ბორის ჯონსონი: სწორედ ახლა ვხედავთ მომენტს, როდესაც თქვენ, მეგობრებო, დარტყმა უნდა მიიტანოთ რუსებზე

24 აგვ 2022 მსოფლიო 330 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

აშკარაა, რომ რუსეთის შეტევა უკრაინის აღმოსავლეთში წარუმატებლობას განიცდის, ამიტომ საჭიროა დარტყმის განხორციელება რუსებზე მაშინ, როდესაც ისინი უკვე ირყევიან. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ – მინისტრმა ბორის ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ ბრიფინგზე კიევში განაცხადა.

„ახლა სრულიად აშკარაა, რომ უკრაინელი ხალხის თავდადების წყალობით, დონბასზე რუსეთის შეტევა წარუმატებლობას განიცდის. სწორედ ახლა ვხედავთ მომენტს, როდესაც თქვენ, მეგობრებო, დარტყმა უნდა მიიტანოთ რუსებზე მაშინ, როდესაც მათ უკვე რყევა დაიწყეს“, – განაცხადა ჯონსონმა.

მან აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ ხედავს პუტინის ჯარის დაღლას, რომ მათი დანაკარგები კოლოსალურია, რომ მიწოდების ჯაჭვი ამოწურულია, ასევე იმას, რამხელა ფასს იხდიან რუსების სიცოცხლით: „ჩვენ ვხვდებით, რომ რუსი დედები ახლა ტირიან“.

„ვფიქრობ, ახლა არ არის დრო შერიგების რაღაც მცირე გეგმით გამოსასვლელად. არ შეიძლება მოლაპარაკების გამართვა მათსან, ვისაც თქვენზე თავდასხმა სურს ქუჩაში, ვისაც თქვენი საფულის წაღება სურს თქვენ სულთან ერთად. ყველაფერი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ეს არის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება და აღდგენა“, – აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერმა.

ის მიიჩნევს, რომ ომი მხოლოდ ერთი საშუალებით დასრულდება: უკრაინა გაიმარჯვებს და ბრიტანეთი ყოველთვის გვერდით ედგება.

„თქვენ ღირებულებები შეგვახსენეთ, რომელიც, თითქოსდა, მსოფლიოს მიავიწყდა. თქვენ შეგვახსენეთ თავისუფლების შესახებ, რომლისთვისაც თქვენ იბრძვით. ძალიან ვამაყობ, აქ რომ ვარ, უკრაინაში“ – განაცხადა ჯონსონმა.

კომენტარები

TOP ბორის ჯონსონი ვოლოდიმირ ზელენსკი 2022-08-24
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ბორის ჯონსონი ვოლოდიმირ ზელენსკი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მაია ნიკოლეიშვილი: ვინც იური ვაზაგაშვილი ააფეთქა შვილის საფლავზე, მანვე ააფეთქა დუგინის შვილი-ორფეხმა

შემდეგი სტატია

სოფო ხალვაშს უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტის ჩაშლაში ადანაშაულებენ

მსგავსი სტატიები

გერმანია საჰაერო სივრცეს უკეტავს რუსეთის ავიაციას, Lufthansa რუსეთში რეისებს აუქმებს

გერმანია საჰაერო სივრცეს უკეტავს რუსეთის ავიაციას, Lufthansa რუსეთში რეისებს აუქმებს

ნინო ჩხეიძე 27 თებ 2022
კუნძულ ბალიზე ვულკანის ამოფრქვევა დაიწყო

კუნძულ ბალიზე ვულკანის ამოფრქვევა დაიწყო

21 ნოე 2017
ჩრდილოეთ ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდი ჯეკპოტი გათამაშდა

ჩრდილოეთ ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდი ჯეკპოტი გათამაშდა

25 აგვ 2017

უახლესი ამბები

  • ზელენსკი: უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია ნატოა, მაგრამ საჭიროა ეს იქამდე მოხდეს, სანამ უკრაინა ალიანსში არ არის

    ზელენსკი: უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია ნატოა, მაგრამ საჭიროა ეს იქამდე მოხდეს, სანამ უკრაინა ალიანსში არ არის

  • დღე ისტორიაში – 2 ივნისი

    დღე ისტორიაში – 2 ივნისი

  • მედია: მექსიკაში ადამიანის სხეულის ნაწილებით სავსე 45 ჩანთა აღმოაჩინეს

    მედია: მექსიკაში ადამიანის სხეულის ნაწილებით სავსე 45 ჩანთა აღმოაჩინეს

  • ვახტანგ მეგრელიშვილი: ვერ წარმომიდგენია „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები კიდევ მოიგოს და თუ ძალას დაეყრდნო, არ მჯერა, რომ ეს ამბავი არეულობის გარეშე ჩაივლის – ჩვენ არაპროგნოზირებადი მომავალი გველოდება

    ვახტანგ მეგრელიშვილი: ვერ წარმომიდგენია „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები კიდევ მოიგოს და თუ ძალას დაეყრდნო, არ მჯერა, რომ ეს ამბავი არეულობის გარეშე ჩაივლის – ჩვენ არაპროგნოზირებადი მომავალი გველოდება

  • გახსენით “საქართველოს ბანკის” პირველი ბიზნეს ანგარიში ონლაინ და დაიბრუნეთ თანხის 50%  საქართველოს ბანკისა და Mastercard-ის Cashback აქცია

    გახსენით “საქართველოს ბანკის” პირველი ბიზნეს ანგარიში ონლაინ და დაიბრუნეთ თანხის 50% საქართველოს ბანკისა და Mastercard-ის Cashback აქცია

  • „თეგეტა გარემოსთვის“ – „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2022-ის გამარჯვებულია

    „თეგეტა გარემოსთვის“ – „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2022-ის გამარჯვებულია

  • ლიონელ მესი PSG-ს ტოვებს

    ლიონელ მესი PSG-ს ტოვებს

  • ირაკლი ღარიბაშვილი: არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნება ევროკავშირის კანდიდატობის მიზნის მისაღწევად

    ირაკლი ღარიბაშვილი: არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნება ევროკავშირის კანდიდატობის მიზნის მისაღწევად

  • მეუფე იაკობი: ვიღაცა, რომ არის ევროპარლამენტარი…

    მეუფე იაკობი: ვიღაცა, რომ არის ევროპარლამენტარი…

  • შემეცნებითი თამაში „საგზაო ლოტო“ – „თამაშობანასა“ და „თეგეტას“ კოლაბორაცია

    შემეცნებითი თამაში „საგზაო ლოტო“ – „თამაშობანასა“ და „თეგეტას“ კოლაბორაცია

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge