“სტრატეგია აღმაშენებლისთვის” საპარალმენტო ბოიკოტი მხოლოდ ერთ-ერთი საშუალებაა და ამას მაშინ ექნება აზრი თუ სხვა წინაპირობები იქნება მომწიფებული – წინაპირობების მომწიფების გარეშე საპარლამენტო ბოიკოტს არ ვაპირებთ, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, განიხილავს თუ არა მისი პარტია საპატლამენტო ბოიკოტის შესაძლებლობას.
რაც შეეხება ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციებს, მანჯგალაძე ამბობს, რომ ახლა “პოლიტიკური კეკლუცობის” დრო არის და გაერთიანებაა საჭირო.
“სტრატეგია აღმაშენებლი” არის აქტიურად ჩართული სხვადასხვა პარტიასთან მოლაპარაკების პროცესში. ერთგვარი ინიციატორებიც ვართ ამის. ახლა არ არის პოლიტიკური კეკლუცობის დრო და იმის საუბრის დრო, რომ ვიღაცას ვიღაცა არ მოსწონს. ქვეყანა არის გადასარჩენი. ამიტომ უთანხმოებები, უნდა დავტოვოთ წარსულში და უნდა გავერთიანდეთ კოალიციურად საქართველოს გადარჩენისთვის. სწორედ ამ მიზნით ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს ოპოზიციურ პარტიებთან. ვინც თანახმა იქნება, კონსტიტუციურ ჩარჩოში არაძალადობრივი პროტესტის ფორმებისთვის იყოს მზად, ჩვენ ამ ხალხთან თანამშრომლობას გავაგრძელებთ. ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება, მაგრამ სადაც “სტრატეგია აღმაშენებელი” იქნება, ყველა პროცესი იქნება კონსტრუქციის ჩარჩოში, არაძალადობრივი, მაგრამ უკომპრომისო”,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
კომენტარები