NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»მედია: „ამბასადორის“ შესახებ ჩანაწერი ბათუმის საკრებულომ ბულვარის გენგეგმიდან ამოიღო

მედია: „ამბასადორის“ შესახებ ჩანაწერი ბათუმის საკრებულომ ბულვარის გენგეგმიდან ამოიღო

23 აგვ 2022 საზოგადოება 383 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

22 აგვისტოს, ბათუმის საკრებულომ მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ბათუმის ბულვარის დაცვისა და განვითარების გეგმიდან ამოიღეს ჩანაწერი, რომ „ამბასადორის“ პროექტი ბულვარისთვის შეუსაბამოა.

საუბარია ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში შპს „ამბასადორი ბათუმის“ მშენებარე, 21-სართულიან სასტუმროზე.

ბულვარის გენგეგმის დოკუმენტიდან „ამბასადორის“, როგორც „შეუსაბამო“ შენობის შესახებ ჩანაწერის ამოსაღებად საკრებულოს თავად კომპანიამ მიმართა.

დღეს აღნიშნული საკითხის განხილვას ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დაპირისპირება მოჰყვა.

ოპოზიციამ გადაწყვეტილება შეაფასა, როგორც „ქალაქისთვის დამაზიანებელი“.

„ბიძინა ივანიშვილის დავალებით, დღეს გენგეგმა იქნა დახლეჩილი. გენგეგმა, რომელშიც გადავიხადეთ ნახევარი მილიონი ლარი და კონკრეტული ბიზნესმენების, ვიღაც ჩინოვნიკების კეთილგანწყობისთვის, რომ ადამიანებს არ მოსწონთ სიტყვა „შეუსაბამო“ – დღეს ეს ამოიღეს.

ეს იმიტომ ხდება, რომ არის სასამართლო დავა და მურუსიძე-ჩინჩალაძის მოსამართლეს უხსნიან ხელ-ფეხს, რომ დააკანონოს „ამბასადორი“ და „გააპრავოს“ ეს „ქართულმა ოცნებამ“.

ბათუმს გადაახიეს თავზე ის დადგენილება, რაშიც ამდენი ფულია დახარჯული.“ – განაცხადა საკრებულოს სხდომიდან გამოსულმა ლაშა კილაბერიამ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბათუმის საკრებულოში.

„ამბასადორი“ ბათუმის ბულვარში 21-სართულიან სასტუმროს აშენებს, აქედან 3 მიწისქვეშა სართულია. კომპანიამ სამშენებლო პროექტს 2 სართული ჯერ უნებართვოდ დაამატა, შემდეგ მიმართა სააგენტოს ნებართვისთვის და მიიღო კიდეც ნებართვა. სწორედ ამ ნებართვას ასაჩივრებს სასამართლოში „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ორგანიზაცია „ბათომთან“ ერთად.

კომენტარები

TOP ბათუმი 2022-08-23
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ბათუმი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ლევან იოსელიანი: ასეთი ანგარიშსწორების დრო ახლა არაა

შემდეგი სტატია

ირაკლი ჟვანია: ამის არანაირი უფლება საკრებულოს არ ჰქონდა და ერთ დღესაც პროკურატურაში აგებენ პასუხს

მსგავსი სტატიები

შაჰინ ლახანი: დღეს შესაძლებლობა მქონდა პრეზიდენტი სააკაშვილისთვის ფიზიკური და ნევროლოგიური კვლევა ჩამეტარებინა

შაჰინ ლახანი: დღეს შესაძლებლობა მქონდა პრეზიდენტი სააკაშვილისთვის ფიზიკური და ნევროლოგიური კვლევა ჩამეტარებინა

ნინო ჩხეიძე 04 ოქტ 2022
შეუძლიათ პარლამენტში შემობრძანდნენ და თუ ამ ფაბრიკაციისა და ცრუ ნარატივის მართლა სჯერათ, საგამოძიებო კომისია თავადვე შექმნან

შეუძლიათ პარლამენტში შემობრძანდნენ და თუ ამ ფაბრიკაციისა და ცრუ ნარატივის მართლა სჯერათ, საგამოძიებო კომისია თავადვე შექმნან

ირაკლი შალიკაშვილი 09 მარ 2021
ლევან ღამბაშიძე: გენოციდისა და ბარბაროსობის მომწყობები ზაფხულში ბათუმსა და ქობულეთში დაისვენებენ …

ლევან ღამბაშიძე: გენოციდისა და ბარბაროსობის მომწყობები ზაფხულში ბათუმსა და ქობულეთში დაისვენებენ …

ნინო ჩხეიძე 04 აპრ 2022

უახლესი ამბები

  • ხვიჩია: უხერხული ხომ არ არის, ჯარში, სადაც ჩვენი არცერთი კოლეგა შვილს არ უშვებს, სხვისი შვილები იძულებით გავუშვათ?

    ხვიჩია: უხერხული ხომ არ არის, ჯარში, სადაც ჩვენი არცერთი კოლეგა შვილს არ უშვებს, სხვისი შვილები იძულებით გავუშვათ?

  • იენს სტოლტენბერგის ანგარიში: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად გაჩენილი უსაფრთხოების გაუარესებული გარემო მნიშვნელოვნად აისახება საქართველოზე

    იენს სტოლტენბერგის ანგარიში: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად გაჩენილი უსაფრთხოების გაუარესებული გარემო მნიშვნელოვნად აისახება საქართველოზე

  • “გთხოვთ, არ დაუშვათ ქვეყნისთვის ამ მეტად მნიშვნელოვანი, სტრატეგიული სახელმწიფო სამედიცინო ცენტრის ადგილმდებარეობის შეცვლა და ნგრევა”

    “გთხოვთ, არ დაუშვათ ქვეყნისთვის ამ მეტად მნიშვნელოვანი, სტრატეგიული სახელმწიფო სამედიცინო ცენტრის ადგილმდებარეობის შეცვლა და ნგრევა”

  • მარიამ ყანდიაშვილის და ლაზარე შანიძის კოლაბორაციული პროექტი

    მარიამ ყანდიაშვილის და ლაზარე შანიძის კოლაბორაციული პროექტი

  • გიორგი რუხაძე: სი ძინპინი, როდესაც მოსკოვში ჩავიდა, ეს იყო მისთვის საუკეთესო ვარიანტი, რადგან ერთი დღით ადრე ვლადიმერ პუტინი ძებნილად გამოაცხადეს

    გიორგი რუხაძე: სი ძინპინი, როდესაც მოსკოვში ჩავიდა, ეს იყო მისთვის საუკეთესო ვარიანტი, რადგან ერთი დღით ადრე ვლადიმერ პუტინი ძებნილად გამოაცხადეს

  • ფენომენალური ფაქტები პიკასოს ცხოვრების შესახებ

    ფენომენალური ფაქტები პიკასოს ცხოვრების შესახებ

  • დღე ისტორიაში – 22 მარტი

    დღე ისტორიაში – 22 მარტი

  • პაატა მანჯგალაძე: „ქართულ ოცნებაში“ არ დარჩა ადამიანი, რომელსაც რეალობის განცდა შეიძლება ჰქონდეს – კალიგულას გზას გაუყვებიან

    პაატა მანჯგალაძე: „ქართულ ოცნებაში“ არ დარჩა ადამიანი, რომელსაც რეალობის განცდა შეიძლება ჰქონდეს – კალიგულას გზას გაუყვებიან

  • იენს სტოლტენბერგი: ქართველმა ხალხმა ნათლად თქვა, რომ დემოკრატიული, წარმატებული საქართველო სურთ, რომელიც ევროატლანტიკურ რეგიონშია ინტეგრირებული – პოლიტიკურ ლიდერებს მოვუწოდებ, ერთად იმუშაონ საჭირო რეფორმებზე

    იენს სტოლტენბერგი: ქართველმა ხალხმა ნათლად თქვა, რომ დემოკრატიული, წარმატებული საქართველო სურთ, რომელიც ევროატლანტიკურ რეგიონშია ინტეგრირებული – პოლიტიკურ ლიდერებს მოვუწოდებ, ერთად იმუშაონ საჭირო რეფორმებზე

  • CNN: სი ძინპინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის დიალოგის დაგეგმვის მიზნით დისკუსია მიმდინარეობს

    CNN: სი ძინპინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის დიალოგის დაგეგმვის მიზნით დისკუსია მიმდინარეობს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge