გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ომის დაწყებამდე გარანტიას აძლევდა, რომ უკრაინა ნატოს წევრი მომდევნო 30 წლის განმავლობაში არ გახდებოდა.
შოლცმა აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინას აბსურდული მიზეზებით დაესხა და ნატო რუსეთისთვის საფრთხეს არასდროს წარმოადგენდა.
„ეს არის ომი, რომელიც პუტინმა, რუსეთმა დაიწყო და მისი განზრახვა მეზობელი ქვეყნის დაპყრობა იყო. რუსეთი ამჟამად გახარებულია აღმოსავლეთ უკრაინაში წისვლით, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ არის დარწმუნებული, რომ ეს ტერიტორიები მათი კონტროლის ქვეშ დარჩება.
ომამდე პუტინს ნამდვილად ჰქონდა იდეა, გაეყო ევროპის რუკა და შემდეგ ეთქვა: ეს ჩემია და ეს შენია“, – განაცხადა შოლცმა.
კომენტარები